მთავარი » ქრისტიანობა

ფსალმუნთა წიგნი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.10.2022 | 285 ნახვა

„დავითნი“ არა მარტო ქრისტიანის პირად ლოცვებში, არამედ საზოგადო ღმრთისმსახურების დროსაც გამოიყენება. ისინი წმინდა დავითის სიცოცხლეშივე იკითხებოდა ძველი აღთქმის ტაძრებში, მერე კი – პირველი საუკუნეების ქრისტიანულ ეკლესიებში. მსახურების ძირითად ნაწილს მათი გალობა შეადგენდა.

IV ს-ში 150 ფსალმუნი 20 კანონად დაიყო, რომლებიც, თავის მხრივ, სამ დიდებას ქმნის. მათი კითხვა შეიძლება ნებისმიერი მიზეზით – მიცვალებულთათვის, სნეულთათვის, ჯანმრთელობისათვის, მშვიდობისთვის (შესაბამის ლოცვებთან ერთად). ხშირად მორწმუნენი გუნდად იკრიბებიან ტაძრებში და ფსალმუნებს კითხულობენ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს საგალობლები ნებისმიერ ჟამს შეგვიძლია წარმოვთქვათ, მაინც არსებობს განსაკუთრებული შემთხვევებისთვის განკუთვნილი ფსალმუნები. მაგალითად, მიცვალებულთათვის სასურველია XVII კანონის კითხვა, სინანული ჟამს – 50-ე ფსალმუნისა, ხილულ და უხილავ მტერთა დასაძლევად – 90-ისა, ღვთისადმი მადლიერებისა და ქების აღსავლენად – 134-ისა და 135-ისა (საზოგადოდ, იმ ფსალმუნებისა, რომელთაც სათაურად „ალილუია“ აქვთ).

ფსალმუნები, ისევე, როგორც ნებისმიერი ლოცვა, მოძღვრის კურთხევის თანახმად უნდა ვიკითხოთ.

წყარო: www.orthodoxy.ge




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი