მთავარი » ქრისტიანობა

ფსალმუნების კითხვა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.12.2019 | 6,619 ნახვა

მიცვალებულთათვის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმაც უნდა ილოცონ. ყველაზე კარგი, ტრადიციული ფორმა არის საგალობლების კითხვა წმ. დავით წინასწარმეტყველის „ფსალმუნებიდან“. წიგნი სანიშნით მიცვალებულთან ახლოს, გამოსაჩენ ადგილას უნდა იდოს, რათა ყველა მსურველს შეეძლოს მისი წაკითხვა.

ავიღებთ წიგნს, გავაგრძელებთ კითხვას დანიშნული ადგილიდან. წავიკითხავთ, სადამდეც შევძლებთ – „დიდებამდე“, დავნიშნავთ და დავდებთ თავის ადგილზე, რომ შემდეგ სხვა მსურველმაც წაიკითხოს. გასვენებამდე რაც მეტჯერ მოესწრება წიგნის ბოლომდე წაკითხვა, მით უკეთესია

იმ შემთხვევაში, თუ ვერ ვახერხებთ ყველა კანონის წაკითხვას, სასურველია მე-17 კანონი მაინც ვიკითხოთ, რომელიც უშუალოდ მიცვალებულთათვისაა განკუთვნილი.

ძველად ფსალმუნებს შეუწყვეტლად უკითხავდნენ მიცვალებულს მთელი დღე-ღამის განმავლობაში. აქედან მოდის დღემდე შემორჩენილი ტრადიცია ცხედართან ღამისთევისა. ასე, რომ თუ ჭირისუფლები მიცვალებულს ღამეს უთევენ, სასურველია რიგრიგობით ფსალმუნები იკითხონ.

ფსალმუნის კითხვა (თუნდაც დღეში მხოლოდ ერთი კანონის) სასურველია დასაფლავების შემდეგაც, ორმოცამდე ან თუნდაც ერთი წლის მანძილზე გაგრძელდეს.

ფსალმუნთა კითხვა მიცვალებულის სულს დიდ შემწეობას უწევს და ამავე დროს მის ახლობელთა მწუხარებას აცხრობს.

მათი სულის საოხად ასევე შეგვიძლია ვიკითხოთ დაუჯდომელი მიცვალებულთათვის და მათთვის საგანგებოდ შედგენილი სხვა ლოცვები.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი