ფოტოგრაფიის პირველი საერთაშორისო გამოფენა
თბილისის ისტორიის მუზეუმში “ქარვასლა”, ევროპის დღისადმი მიძღვნილი ციფრული ხელოვნებისა და ფოტოგრაფიის თბილისის პირველი საერთაშორისო გამოფენა “ევროპა – ახალი იდენტობის ძიებაში” გაიმართა.
გამოფენაში მონაწილეობას იღებენ: კარინ ანგელი, (გერმანია), ალექსანდრე ბერდიშევი (საქართველო), პაოლა ჩეჩი (იტალია), ეველინ ჯინი (ავსტრია), მიხაელ ვინსენტ მანალო (ფილიპინები), ტერეზა მილი (დიდი ბრიტანეთი), დიანა ნიკონოვა (ბულგარეთი), ანდრეას ოეტკერ-კასტი (გერმანია), ჯოან ვალსტრომი (ესპანეთი).
გამოფენაზე წარმოდგენილი ციფრული ფოტოები აღბეჭდავს აწმყოს და წინასწარმეტყველებს მომავალს.
გამოფენის საერთო კონცეფცია ეფუძნება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ფოტოგრაფია განსაკუთრებული ხელოვნებაა, რომელიც შესაძლებელს ქმნის დამკვირვებლის არყოფნას და ამასთანავე მუდმივად იგრძნობა მისი თვალი. ხდება ყოველდღიურობის გარდასახვა იმ მოვლენებად, რომლებიც ყოფაში შეიძლება ჩვენი ყურადღების მიღმა რჩებოდეს, ან საერთოდ არ ვანიჭებდეთ მათ არავითარ მნიშვნელობას.
გამოფენა 9 მაისს გაიხსნა და 16 მაისამდე გაგრძელდება.
ნინო ჩალაძე
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.