მთავარი » კულტურა

ფოტოგამოფენა “შავ-თეთრი სიმფონია” იხსნება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.02.2013 | 1,499 ნახვა

20 თებერვალს, 14:00 საათზე საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი და ინტერნეტჟურნალი “ამბიონი” შავ-თეთრი სიმფონია აწყობს ქართული ფოტოგრაფიკის ფუძემდებლის, ზურაბ დათუაშვილის საიუბილეო გამოფენას, სახელწოდებით “შავ-თეთრი სიმფონია”.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თემატიკის ასი ნამუშევარი.
“ღრუბელთ მეტყველება”, “დედა ბუნება”, “სოფელი… წუთისოფელი”, “პორტრეტები”, “იყო ჩიტი მგალობელი” “სარკმელი”, “ევა”, “ტაძარი” და სხვა.

ზურაბ დათუაშვილი ქართული ფოტოგრაფიკის ფუძემდებლად ითვლება. იგი წლების მანძილზე მუშაობდა ფოტოჟურნალისტიკაში. მისი ნამუშევრები ოსტატობით, განსხვავებული ხედვითა და მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია წლების მანძილზე ფოტოხელოვანის მიერ გადაღებული მხოლოდ შავ-თეთრი ფოტოები, რომელიც განსაკუთრებულ განწყობას უქმნის მაყურებელს.

ღონისძიებას გახსნის და რამდენიმე მუსიკალურ ნომერს შეასრულებს ანსამბლი “მადლი”.

გამოფენა “შავ-თეთრი სიმფონია” ხელოვნების სასახლეში 27 თებერვლამდე გასტანს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი