მთავარი » ქრისტიანობა

“როდესაც ფითილი ზეთში იძირება, ცეცხლი მყისვე ქრება და ლამპარი ბნელდება”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.06.2020 | 768 ნახვა

“როდესაც ჩემი ლამპარი ზეთის სიუხვისა და ფითილის სიგრძის გამო კაშკაშად ანათებს, თაგვმა შესაძლოა წააქციოს იგი, ანდა თანდათან ზეთის გადმოღვრა და განადგურება დაიწყოს, ან ფითილი შეჭამოს – და ლამპარიც ჩაქრება ამ დროს. ისიც საკვირველია, როდესაც ფითილი ზეთში იძირება, ცეცხლი მყისვე ქრება და ლამპარი ბნელდება.

ლამპარში სული იგულისხმე, ზეთში – სათნოებანი, ფითილში კი გონება. როდესაც სულში ღვთაებრივი ცეცხლი დაენთება, გაანათებს სულის სიღრმეებს და მასთან ერთად მთელ სახლს სხეულისას და ყველაფერს რაც მასშია, ანუ აზრებსა და გულისნადებს. და ეს მდგომარეობა შენარჩუნებულია, ვიდრე ცეცხლი ანთია და ანათებს.

როგორც კი ლამპარში [სულში] – შური, ანდა ძვირისხსენება, ანდა დიდებისმოყვარება, ან სხვა რაიმე ვნება შემოვა და წააქცევს ლამპარს, ანუ სულის კეთილგონიერ განწყობას როგორც სათნოებათა ზეთს დაშრეტს; გონება კი, რომელიც არის ფითილი ლამპრისა [სულისა], და რომელსაც უკიდია საღმრთო ცეცხლი, შთაინთქმება უგუნურ აზრებში, ანუ ჩაიძირება თვითგანდიდებაში – ცეცხლი ქრება და ლამპარში სიბნელე ისადგურებს”.

(წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, ჰიმნებიდან).




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი