მთავარი » კულტურა

ფილმის “ცასწავალა (გოდერძი ჩოხელი)” დისკის წარდგინება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.01.2013 | 2,701 ნახვა

9 იანვარს, 17:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი) გაიმართება მარიამ ადამაშვილის ფილმის – გოდერძი ჩოხელი “ცასწავალა (გოდერძი ჩოხელი)” დისკის წარდგინება.

ღონისძიებას დაესწრებიან გოდერძი ჩოხელის ოჯახის წევრები, სასულიერო პირები, მწერლები და საზოგადოების სხვა ცნობილი წარმომადგენლები.

ფილმში ნაჩვენებია ცნობილი ქართველი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის – გოდერძი ჩოხელის ცხოვრება და მოღვაწეობა. ფილმის შექმნას საფუძვლად გოდერძის მეგობრების (რეჟისორების – ლანა ღოღობერიძის და რეზო ჩხეიძის, საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელის, მსახიობების – ზურა ყიფშიძისა და ლაურა რეხვიაშვილის,) პედაგოგების და თანასოფლელების მოგონებები, გოდერძის ოჯახის პირადი არქივის ვიდეო და ფოტომასალა დაედო.

მაყურებელი იხილავს, თუ როგორ იქმნებოდა გოდერძი ჩოხელის ფილმები, როგორი იყო გადასაღებ მოედანზე. ფილმში გამოყენებულია ავტორის ტექსტებიც და აუდიოჩანაწერები, სადაც გოდერძი ჩოხელი თავისი ცხოვრების დეტალებს იხსენებს. კომპოზიტორმა ზურა მახნიაშვილმა სპეციალურად ამ ფილმისთვის მუსიკა შექმნა.

ფილმი ბათუმის მართლმადიდებლური ფილმების VII საერთაშორისო ფესტივალზე – “წმინდა ანდრიას ჯვარი” დაჯილდოვდა მედლით – “წმინდა ანდრიას ჯვარი.”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი