მთავარი » ხატები და ფრესკები

ფილერმის ღვთისმშობელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.10.2011 | 2,134 ნახვა

სასწაულთმოქმედი ხატი, რომელიც ფილერმის ოდიგიტრიის სახელითაა ცნობილი, ძველი გადმოცემის თანახმად, წმიდა მახარებელმა ლუკამ დაწერა და თვითონ მიაბრძანა ეგვიპტეში – ნაზორეველებთან, რომელთაც თავი განდეგილური ცხოვრებისთვის ჰქონდათ შეწირული.ფილერმის ღვთისმშობელი შემდეგ ხატი იერუსალიმში გადაიტანეს, ხოლო V საუკუნეში საბერძნეთის იმპერატრიცა ევდოკიამ, თეოდოსი უმცროსის მეუღლემ, წმიდა ადგილების ხილვისას ის კონსტანტინეპოლში წაიღო და დიდი პატივით ვლაქერნის ტაძარში დააბრძანა.

XIII საუკუნეში წმიდა ხატი დასავლეთის ქრისტიანებმა ხელში ჩაიგდეს, როცა ისინი კონსტანტინეპოლს დაეპატრონენ. შემდეგ ის იოანე იერუსალიმელის რაინდების ხელში მოხვდა და მათ კუნძულ როდოსზე თან წაიღეს. XVII საუკუნეში, როდესაც ამ კუნძულს თურქები დაეუფლნენ, რაინდები მალტაზე გადასახლდნენ და ფილერმის ხატიც იქ აღმოჩნდა. XVIII საუკუნის დასასრულს, როცა საფრანგეთის რევოლუცია აღმოსავლეთში ქრისტიანობის დამცველ მალტის რაინდებსაც მისწვდა და როცა ფრანგები მოტყუებით მალტის კუნძულსაც დაეპატრონნენ, რაინდებმა მფარველობისთვის რუსეთის იმპერატორ პეტრე I მიმართეს და ის დიდ მაგისტრად და მალტის ორდენის მცველად აირჩიეს. 1799 წლის 12 ოქტომბერს გატჩინში მათ ჩაიტანეს ფილერმის ღვთისმშობლის სასწაულთმოქემდი ხატი, უფლის პატიოსანი ჯვრის ნაწილი და იოანე ნათლისმცემლის მარჯვენა ხელი. ეს სიწმინდეები მათ გატჩინის კარის ეკლესიაში მიიტანეს, აქედან კი პეტერბურგში, ზამთრის სასახლის ეკლესიაში გადავიდა. იოანე ნათლისმცემლის დღესასწაული 12 ოქტომბერსაა დადგენილი, ხოლო მალტიდან რუსეთში პატიოსანი ჯვრის ნაწილის, ღვთისმშობლის ხატისა და წინამორბედის მარჯვენის გადმობრძანების დღესასწაული 1800 წლიდან აღესრულება.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი