მთავარი » პოპულარული

ფესტივალი გრძელდება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.04.2010 | 1,658 ნახვა

ფესტივალი15 აპრილს 17:00 საათზე თეატრალურ უნივერსიტეტში საქველმოქმედო ფესტივალის რიგით მეოთხე კონცერტი ჩატარდა. მონაწილეობდნენ: Mutual Friends, Kairmorxen, ვოლკ 3 ტრაიომ, ასევე გიორგი ძამუკაშვილი და მისი ბენდი.

გიორგი ერგემლიძე (Mutual Friends-ის ვოკალისტი): “დღეს არის აქცია, ფესტივალის მეოთხე დღე თეატრალურ უნივერსიტეტში. ჩვენი ჯგუფი Mutual Friends ამ კონცერტში მონაწილეობს. გვიხარია, რომ ასეთი ღონისძიებები ტარდება, რადგან ეს აქცია-ფესტივალი საქველმოქმედოა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამით ვეხმარებით ეკლესიის მშენებლობას, ადამიანებს, რომელთაც უჭირთ, გვერდში დგომა ესაჭიროებათ. ქველმოქმედება სიკეთეა და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი საქმით უნარი შემწევს, მოკრძალებული წვლილი შევიტანო ამ სასარგებლო წამოწყებაში. ძალიან კარგია, რომ მსგავსმა ღონისძიებებმა აქტუალური სახე მიიღო. ეს ქართული შოუბიზნესისათვის წინგადადგმული ნაბიჯია. ხალხის მხრიდან დაინტერესებაც მეტია”.

მარი იჭირაული: “ასეთი საქველმოქმედო კონცერტები ხშირად უნდა ტარდებოდეს, რადგან ადამიანი იმაზე მეტ სიკეთეს რას გააკეთებს, როცა ეკლესიის მშენებლობასა და გაჭირვებულ ხალხს დაეხმარება. მე თვითონაც მსგავსი საქველმოქმედო პოეზიის საღამოს ჩატარებას ვგეგმავ ჩემს სკოლაში”.

შემდეგი კონცერტი 26 აპრილს ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართება.

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი