მთავარი » კულტურა

ფესტივალ “წმინდა ნინოს ჯვრის” გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.12.2012 | 1,906 ნახვა

28 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში ფესტივალი წმინდა ნინოს ჯვარიქრისტიანული პოეზიის II ფესტივალის “წმინდა ნინოს ჯვარი” გამარჯვებულ ავტორთა დაჯილდოება გაიმართა.

ფესტივალის ჟიურიმ: მამა ილია (ნუგზარ ჩიკვაიძე), ბაღათერ არაბული, გივი ჩიღვინაძე,ზურაბ თორია ფესტივალის მთავარი პრიზით – “წმინდა ნინოს ჯვარი” დააჯილდოვა: ვანო ჩხიკვაძე, მაია მიქაია.

ფესტივალის პრიზით – “წმინდა ნინოს ჯვრის მედალიონი” დააჯილდოვა: მარიამ წიკლაური, ლელა ცუცქირიძე, მურად მთვარელიძე, დავით შემოქმედელი, რონა ბუბუტეიშვილი, თამარ ფარჩუკიძე, ვაჟა ოთარაშვილი, ცირა ყურაშვილი.

საორგანიზაციო კომიტეტმა (თავმჯდომარე ლია დაუშვილი) ჩვენი ქვეყნის კულტურასა და ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ფესტივალის მთავარი პრიზით – “წმინდა ნინოს ჯვარი” დააჯილდოვა: რეზო ადამია, რეზო ესაძე.

მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის “წმინდა ანდრიას ჯვარი” მიერ დაწესებული პრიზი – სიგელ-გუჯარი გადაეცა მაია მიქაიას.”

გამომცემლობა “მინიატურას” პრიზი წილად ხვდა ვანო ჩხიკვაძეს.
“პალიტრა მედიამ” გამარჯვებულ ავტორებს საჩუქრად გადასცა მურმან ლებანიძის ორტომეული და კონსტანტინე გამსახურდიას “დავით აღმაშენებელი”.
კომპანია “ბილაინმა” მთავარი პრიზის “წმინდა ნინოს ჯვარი” მფლობელები დაასაჩუქრა მობილური ტელეფონებით.
ქრისტიანული პოეზიის III ფესტივალი “წმინდა ნინოს ჯვარი” ჩატარდება 2013 წლის ივნისში.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი