მთავარი » სხვადასხვა

ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ხილი იკურთხა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.08.2012 | 2,994 ნახვა

19 აგვისტოს ფერისცვალების დღესასწაულზე, ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინა და ტრადიციისამებრ, ხილი იკურთხა.

ხილის კურთხევა

ხილის კურთხევისას უფალს შევთხოვთ, შეიწიროს ეს ნაყოფი, მიიღოს ძღვენი და მოგვანიჭოს მადლი.

“ფერისცვალების დღესასწაულს მიეგების კურთხევა ახალი ხილისა ჯანმრთელობის, დღეგრძელობის, ცოცხალი ადამიანების სიკეთისათვის… ფერისცვალება ადამიანისათვის ღვთის ბუნების ჩვენება გახლავთ. უფალმა გვიჩვენა თავისი ბუნება, იცვალა ფერი მთაზე, გამოაჩინა თავისი სახე – გაბრწყინდა, რასაც თითოეული იქ მყოფი მოციქულის გაოცება მოჰყვა. მოციქულები განცვიფრდნენ, თუ როგორ შეიძლებოდა მათ გვერდით მყოფი ძე კაცისა, ასეთი დიდებულებით შემოსილიყო. დიდებულია ღვთის სახე…

ნაკურთხი ხილი დღეს რადგან უფალმა ფერი იცვალა, ჩვენ ვაკურთხებთ ხილს, ვდღესასწაულობთ ამ დღეს და ვიხსენიებთ ცოცხალ ადამიანებს,”- აღნიშნა ხილის კურთხევისას გლდანის წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა დეკანოზმა დავით დათუაშვილმა.

მრევლი ტაძარში მოტანილ ხილს ეკლესიას სწირავს ან ისევ სახლში მიაქვთ.
არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანებს ახალი ხილის მიღება ფერისცვალების დღესასწაულამდე ეკრძალებათ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

შეგახსენებთ, ფერისცვალება 12 უდიდეს დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია. ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.

ფერისცვალების დღესასწაული თევზით ხსნილია.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი