მთავარი » სოფლის მეურნეობა

ფეიჰოას პლანტაციის გაშენება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.12.2021 | 525 ნახვა

ფეიჰოა ნიადაგის მხრივ დიდად მომთხოვნი არაა. ის კარგად ვითარდება საშუალო და მსუბუქ თიხნარ ნიადაგებზე. კოლხეთის დაბლობზე ფეიჰოას კულტურისათვის პირველ რიგში ასათვისებელ ნიადაგებს ეკუთვნის ალუვიური, სილნარი, ეწერი და სუსტი ეწერი ნიადაგები. გარდა ნიადაგური ფაქტორისა გასათვალისწინებელია გრუნტის წყლის სიახლოვე. რაც შეეხება აჭარა, გურიის, სამეგრელოსა და აფხაზეთის გორაკ ბორცვიან წითელმიწა, ყვითელმიწა, ეწერმიწა ნიადაგებს აქ ფეიჰოას კულტურას ზრდა-განვითარებისა და მსხმოიარობის საუკეთესო პირობები აქვს.

ფერმერულ მეურნეობებში სადღეისოდ ფეიჰოას სპეციალური სამრეწველო პლანტაციები ნაკლებად მოიპოვება, იგი ძირითადად გვხვდება ცალკეული ნარგაობის სახით, თუმცა უკანასკნელ პერიოდში ურეკის, სუფსის, აბაშის, ცხაკაიას, ხობის რეგიონებში შეხვდებით საკარმიდამო ნაკვეთებზე გაშენებულ 0.1-0.5 ჰა ფართობის მქონე პლანტაციებს. ამ ზონებში ნიადაგის ჭარბი ტენიანობის გამო აწყობენ 12 მეტრიან ოვალურ კვლებს სადრენაჟო არხებით, ნიადაგს 2-3 წლით ადრე აკულტურებენ და რგავენ ფეიჰოას მცენარეებს 3 მწკრივად 4×3-მის სიხშირით ანუ 4 მეტრი მწკრივებს შორის, 3 მეტრი მწკრივში მცენარეთა შორის. ანალოგიურად წარმოებს ნაკვეთის დაგეგმვა გორაკ-ბორცვიან ზონებში.

ვაკე ადგილებზე მწკრივთა შორის მანძილი შესაძლებელია იყოს 4 მ. მცენარეთა შორის 3 მეტრი. რაც შეეხება 100-ზე ზემოთ დაქანებულ ფერდობებს, აგეგმვა წარმოებს გარდიგარდმო-ჰორიზონტალურად. სარგავ ზოლზე მოინიშნება რგვის ადგილები 3×3-მ-ზე. ნიადაგს წინასწარ ამუშავებენ 45 სმ. სიღრმეზე, დამუშავებისას შეაქვთ ფოსფორიანი სასუქი 200-250 კგ. ანგარიშით ჰექტარზე. დარგვის წინ მონიშნულ ადგილებში ამოიღებენ 30-40-სმ. სიღრმის ორმოს, მასში შეაქვთ 10 კგ. ტორფკომპოსტი, 250 გრ. სუპერფოსფატი და 100 გრ კალიუმის მარილი.

დასარგავად გამოიყენება პოლიეთილენის პარკში გამოყვანილი 1 ან 2 წლიანი სტანდარტული ნერგები, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი სერთიფიკატი. დარგვის დროს ნერგს ფრთხილად აშორებენ პოლიეთილენის პარკს და მიწის კომთან ერთად ათავსებენ წინასწარ შემზადებულ ნიადაგის ნარევში, ნერგს ასწორებენ ვერტიკალურად, ფრთხილად აყრიან ნიადაგს და ტკეპნიან. ნერგებით პლანტაციის გაშენება შესაძლებელია შემოდგომაზე 15 სექტემბრიდან ნოემბრის ბოლომდე, გაზაფხულზე პირველი მარტიდან აპრილის ბოლომდე.

პლანტაციის გაშენების დასასრულს თითოეული ფერმერი ადგენს ნაკვეთის პასპორტს, რომელშიც დაფიქსირდება: გაშენების წელი, ადგილმდებარეობა, ჯიშური შედგენილობა, გაშენების სიხშირე და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. აღნიშნული დოკუმენტი ასევე აუცილებელია სადაზღვეო კომპანიებთან ურთიერთობისათვის.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი