ამბიონი

საქართველოში ნარკოდანაშაულის რაოდენობა 32%-ით შემცირდა
საქართველოში ნარკოტიკული ვითარების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, ნარკოდანაშაულის რაოდენობა ქვეყანაში 2011 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა, გასულ წელს 2010  წელთან  შედარებით, 32%-ით ნაკლები ნარკოდანაშაულია აღრიცხული, 2007 წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით კი, ნარკოდანაშაულის კლება 53,1% შეადგენს. მიუხედავად ამისა, სოციოლოგიური კვლევისას გამოკითხულთა 33% ნარკომანიას საზოგადოების ყველაზე დიდ პრობლემად მიიჩნევს.

სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, ე.წ. “მძიმე ნარკოტიკული საშუალებების” შავ ბაზარზე უკანონო ბრუნვა შემცირდა. რის შედეგადაც გაზრდილია ისეთი ნარკოტიკული და ფსიქოაქტიური საშუალებების უკანონო მოხმარება, რომელთა ხელმისაწვდომობა არ არის დამოკიდებული უკანონო იმპორტზე.

ნარკომომხმარებელთა ასაკობრივი ჯგუფების ანალიზიდან ირკვევა, რომ მცირდება ნარკოტიკული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ ახალგაზრდა ასაკის პირთა რიცხვი, რაც იმას ნიშნავს რომ ნარკომომხმარებელთა ასაკი ხანდაზმული გახდა.

კვლევის შედეგების პრეზენტაცია 21 თებერვალს,  სასტუმრო “თბილისი მერიოტში” მთავარმა პროკურატურამ მოაწყო. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, საერთაშორისო და ქართული არასამთავრობო სექტორის, აგრეთვე – სამეცნიერო და პედაგოგიური წრეების წარმომადგენლები. მათ იმსჯელეს, თუ როგორი უნდა იყოს ახალი ანტინარკოტიკული კამპანია.

მარხვა – მცირე შესაწირავი ღვთისათვის
ადამიანის განსაწმენდელი და დამაახლოებელი უფალთან

აღდგომა, მართლმადიდებლური კალენდრის მიხედვით, 15 აპრილს აღინიშნება. ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ყოველ წელს სხვადასხვა რიცხვში აღინიშნება, რადგან მთვარის კალენდარზეა დამოკიდებული.

აღდგომის მარხვის წინა კვირებია: მეზვერისა და ფარისევლის კვირა, უძღები შვილის კვირა, ხორციელის შაბათი და ყველიერის კვირა. ამ დღეებში მორწმუნე ადამიანი დიდი მარხვისათვის უნდა მოემზადოს. მარხვის დაწყების წინა დღეს, კვირას შენდობის დღეა, როდესაც თითოეულმა მორწმუნემ პატიება და შენდობა უნდა ითხოვოს.

წელს დიდმარხვა 27 თებერვალს იწყება და 15 აპრილს კი ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ვზეიმობთ.

თუ რა არის მარხვა და როგორ უნდა მოვემზადოთ აღდგომის მარხვისათვის, ამ თემასთან დაკავშირებით “ამბიონს” წმ. მიქაელ ტვერელის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი, მამა ალექსანდრე ჩახვაშვილი ესაუბრა:

“მარხვა ადამიანის სულისა და ხორცის განსაწმედელი და უფალთან დამაახლოებელია. ეს ის მცირე შესაწირია ღვთისათვის, რისი გაკეთებაც ადამიანს შეუძლია. თვით უფალმა იესო ქრისტემაც 40 დღე უდაბნოში იმარხულა. მარხვა ქრისტიანის ერთ-ერთი მოქმედებათაგანია, როდესაც მისი სული და ხორცი იწმინდება. დიდმარხვა განსაკუთრებულია. მათ შორის არის უფლის მიერ დაწესებული სხვა მარხვებიც. მარხვა მხოლოდ საკვების შეზღუდვა არ არის. ადამიანმა დაცემული და ცუდი ზრახვები უნდა შეზღუდოს, იქნება ეს ვინმეს განკითხვა, თუ უდიერი საუბარი.

ადამიანი მარხვას თავისი ნებით უნდა შეხვდეს. მარხვას წინ უსწრებს მეზვერისა და ფარისევლის კვირა, რომელიც გამოხატავს მეზვერის მდგომარეობას და უფალი იგავით ურჩევს ადამიანს, მეზვერის მსგავსად იყოს თავისი ცოდვების დამნახველი, მით უმეტეს მარხვის წინ და არ ემსგავსოს იმ ფარისეველს, რომელიც არხეინად არის და ჰგონია, რომ ყველაფერი კარგადაა.

შემდგომია უძღები შვილის კვირა. სახარებისეული იგავი გვასწავლის, თუ როგორი უნდა იყოს თითოეული ჩვენგანი. შეიძლება ჩვენ იმაზე უარესები ვართ, ვიდრე ის უძღები შვილი იყო. ამიტომ გვჭირდება ეს მარხვა, რომ უფალს მივეახლოთ.

დიდმარხვის პერიოდში ანდრია კლიტელის კანონი იკითხება. წირვა-ლოცვის მსახურებაც გაცილებით ხანგრძლივია. ყოველ კვირას არის ბასილი დიდის წირვა, ასევე არის პირველშეწირულის წირვები, საეკლესიო მოქმედებისას მთელი საიდუმლოებებია.

დიდმარხვაში აღვნიშნავთ ბზობის დღესასწაულს, შემდგომ კი ვნების შვიდეული მოდის: დიდი ოთხშაბათი (იუდას გაცემის ოთხშაბათი), დიდი ხუთშაბათი, როდესაც 12 სახარება იკითხება, ჯვარცმის დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, ქრისტეს აღდგომის სიხარული და შემდეგ ბრწყინვალე შვიდეული. ამ მარხვაში შესაძლებელია ზეთის კურთხევის საიდუმლოს ჩატარება, რომელიც შვიდი საიდუმლოდან ერთ-ერთია. შვიდგზის ზეთისცხება, ტიპიკონის მიხედვით ყველა ტაძარში სხვადასხვა დროს ტარდება.

დიდ მარხვაში, ვნების შვიდეულთან ახლოს, ერთი დღეა დათქმული, როდესაც ზეთის კურთხევის საიდუმლო სრულდება. სხეულის შვიდ ადგილას ზეთის ცხებისას (შუბლზე, ყურებზე, ხელებზე, ყელზე, თვალებზე, ნიკაპზე) მორწმუნე ადამიანებზე გადმოდის მადლი. ამ დროს მორწმუნეებს მიეტევებათ დავიწყებული და ასევე უნებლიეთ ჩადენილი ცოდვები. ეს მათ სიმშვიდესა და ჯანს აძლევს.

აუცილებელია, რომ მორწმუნე ადამიანმა ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვაც შეინახოს. რამეთუ ვინც არღვევს ოთხშაბათის მარხვას, ის იუდას უახლოვდება. პარასკევის მარხვის დამრღვევი კი ჯვარმცმელებს უახლოვდება. თუ მორწმუნემ ეს მარხვა შემთხვევით დაარღვია, აღსარებაში შეუძლია მოინანიოს და შენდობა მიიღოს.

დიდმარხვის განმავლობაში “დილისა” და “ძილის წინ” ლოცვების შემდეგ იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა. ამ ლოცვას ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოს, ოთხშაბათ დილას, ხუთშაბათ საღამოს და პარასკევ დილას ვამბობთ, შემდეგ კი – შენდობის კვირის საღამოდან მთელი დიდმარხვის განმავლობაში ვნების კვირის ოთხშაბათ დილის ჩათვლით. ეფრემ ასურის ლოცვას არ ვასრულებთ პარასკევ საღამოდან კვირა დილის ჩათვლით.

აღდგომის მარხვა თევზით ხსნილი არ არის, თუმცა სადღესასწაულო დღეებში, შესაძლებელია, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გახსნილდეს, ცხადია, თუ ეს ოთხშაბათი ან პარასკევი არ იქნება.

რაც შეეხება ქრისტეს ჯვარცმას, ეს არის ჩვენი ცოდვების ჯვარზე გაკვრა და ჩვენი სიკვდილის მომასწავებელი. სიკვდილი უნდა გაიაროს ყველამ, რომ მიეცეს ის დიდი სიხარული, რაც ჩვენ ქრისტეს აღდგომით გვაქვს. თუ ღირსნი ვიქნებით ჩვენც აღვსდგებით ღვთის წყალობით. ჩვენ ამას გულითა და სულით ვითხოვთ. შემდგომ აღდგომის ისეთი სიხარული მოგვეცემა, როგორიც ქრისტეს აღდგომა იყო”.

თეა სულაბერიძე

მზარდი ქართული გვარები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში
იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-ტექნოლოგიების სამმართველოს ინფორმაციის დამუშავებისა და მონაცემთა ხარისხის ანალიზის განყოფილების სტატისტიკით, გამოვლინდა ყველაზე მზარდი ქართული გვარები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში.

მონაცემები მიღებულია დაბადება–გარდაცვალების შედარების საფუძველზე. კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული გვარების უმრავლესობა აჭარული გვარებია.

1. ბერიძე, 2.ბოლქვაძე, 3.შაინიძე, 4.სურმანიძე, 5.კაპანაძე, 6.ცეცხლაძე, 7.დავითაძე, 8.დიასამიძე, 9.მახარაძე, 10.აბაშიძე, 11.დუმბაძე, 12.ფუტკარაძე, 13. მიქელაძე, 14.აბულაძე, 15.ზოიძე.

16.თურმანიძე, 17.გელაშვილი, 18.შავაძე, 19.ირემაძე, 20.ქათამაძე, 21.ლომიძე, 22.ტაბატაძე, 23.ნოზაძე, 24.ბარბაქაძე, 25.მაჭარაშვილი, 26.გორგაძე, 27.ჭაღალიძე, 28.აბრამიშვილი, 29.წიკლაური, 30.ცერცვაძე.

“თურქეთთან შეთანხმების გაფორმება “გადაწყვეტილია”
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკა რურუას თქმით, თურქეთთან შეთანხმების გაფორმება „გადაწყვეტილია“ და იგი არ შეიცვლება.

“საბოლოო ტექსტი თურქეთიდან არ ჩამოსულა და ხელი ჯერ არ მოგვიწერია, მაგრამ ეს საკითხი გადაწყვეტილია, ეს აუცილებლად ასე იქნება, რადგან სხვანაირად დავკარგავთ იშხანს, ოშკს და სხვა ძეგლებს”, – განაცხადა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

თურქეთისა და საქართველოს მთავრობები ტაო-კლარჯეთის ქართული ისტორიული ძეგლების რესტავრაციასთან დაკავშირებით 2006 წლიდან მსჯელობენ. იანვრის ბოლოს საქართველოს ეწვია თურქეთის კულტურის მინისტრი, რომელმაც ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეთანხმება შედგა და ბათუმსა და ახალციხეში მეჩეთების მშენებლობის სანაცვლოდ ქართულ მხარეს ოშკის და იშხანის აღდგენის უფლება მიეცემა.

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, “მეტად პრობლემატურია ხელისუფლების სურვილი, ბათუმში ახალი მეჩეთ-კომპლექსის მშენებლობის შესახებ, რასაც ძველი მეჩეთის აღდგენად წარმოაჩენენ. არა აქვს გამართლება იმ პოზიციასაც, თითქოს ეს კეთდება ოშკისა და იშხანის გადარჩენის მიზნით, რადგან, საერთაშორისო სამართლის ნორმებით, მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა თურქეთის სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. ამიტომაც, ხელისუფლებას ამ მიზნით წლების წინ უნდა მიემართა იუნესკოსთვის (რაც არაერთხელ შევახსენეთ) და ეს თემა დღეს განხილვის საგნად არ უნდა ექცია.” (09.02.2012)

პარლამენტში პოზიციონერ დეპუტატთა ნაწილი მეჩეთების აშენებაში საფრთხეებს ხედავს, ნაწილი წარმოებულ მოლაპარაკებებში საპატრიაქროს ჩართვას ითხოვს. საპარლამენტო უმრავლესობაში კი ფიქრობენ, რომ ახალციხესა და ბათუმში მეჩეთების მშენებლობა–აღდგენაზე უარის თქმა, თურქეთის ტერიტორიაზე მყოფი ქართული ტაძრების დასანგრევად გაწირვას ნიშნავს.

ეროვნულ არქივში დაცული კინომუსიკა ციფრულ მატარებელზეც შეინახება
იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში მხატვრული ფილმების მუსიკის ფონოჩანაწერების მაგნიტური ფირებიდან ციფრულ მატარაბელზე გადატანის პროცესი მიმდინარეობს, რაც ამ უნიკალურ ფონოჩანაწერებს საზოგადოებისათვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

როგორც “ამბიონს” ეროვნული არქივიდან აცნობეს, კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში დაცულია ქართული მხატვრული ფილმების მუსიკა, რომელიც ორკესტრის მიერ არის შესრულებული და კინომუსიკის უნიკალურ ნიმუშებს წარმოადგენს.  კოლექციაშია გასული საუკუნის 30-იანი შექმნილი ფილმების მუსიკალური ნაწარმოებები. უძველესი ჩანაწერებია ერთ-ერთი პირველი ხმოვანი ფილმების – “უკანასკნელი მასკარადი” (1934 წელი) და “არსენა” (1937 წელი) – მუსიკა, რომლის ავტორია გრიგოლ კილაძე.

გარდა ამისა, ფონოარქივში დაცულია მუსიკა 200-მდე მხატვრული ფილმისა, მათ შორის: “ვერის უბნის მელოდიები” (კომპოზიტორი გიორგი ცაბაძე 1973 წელი); “მოიტაცეს თამარ ქალი” (კომპოზიტორი გიორგი ცაბაძე 1971 წელი); “არაჩვეულებრივი გამოფენა” (კომპოზიტორი გია ყანჩელი, 1968 წელი); “შერეკილები” (კომპოზიტორი გია ყანჩელი, 1973 წელი); “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” (კომპოზიტორი არჩილ კერესელიძე, 1962 წელი) “სხვისი შვილები” კომპოზიტორი არჩილ კერესელიძე, 1958 წელი); “ყვავილი თოვლზე” (კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე, 1958 წელი); “გლახის ნაამბობი” (კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე, 1961 წელი); “რაც გინახავს ვეღარ ნახავ” (კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე, 1965 წელი); “აბეზარა” (კომპოზიტორი სულხან ცინცაძე, 1956 წელი); “თოჯინები იცინიან” (კომპოზიტორი სულხან ცინცაძე, 1963 წელი) და სხვ.

ეს ჩანაწერები წლების განმავლობაში თავს იყრიდა ეროვნული არქივის ფონო საცავებში.

კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში მიმდინარეობს ამ აუდიო დოკუმენტების გაციფრულების პროცესი, რაც მოიცავს ძველი სტანდარტის მაგნიტური ფირებიდან თანამედროვე კომპიუტერულ სისტემებზე გადაწერას. იქმნება ციფრული სადაზღვევო და გამოყენების ფონდები, რაც თავისთავად ამარტივებს ამ დოკუმენტებზე წვდომას. მკვლევარს მოკლე დროში შეუძლია მისთვის საინტერესო მასალის მოსმენა და შემდეგ მისი ასლის მიღება, ისე რომ არ შეეხოს ორიგინალ/დედან ჩანაწერებს.

აუდიო დოკუმენტების გაციფრულების პარალელურად იქმნება ელექტრონული მონაცემთა ბაზა, სადაც შედის ის დეტალური ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია კონკრეტულ ჩანაწერთან. უახლოეს მომავალში ეს ინფორმაცია განთავსდება არქივის ვებგვერდზე და დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება ინტერნეტის საშუალებით გაეცნოს ეროვნული არქივის ფონოჩანაწერების კატალოგს.

თბილისის ჯადოსნური ხიბლი
თბილისის განსაკუთრებულ მომნუსხველობასა და სითბოზე უამრავი რამ თქმულა. მისი სილამაზე და ეგზოტიურობა, ამ ქალაქის განსაკუთრებული ხიბლი ადამიანებში ძლიერ მიჯაჭვულობას იწვევს. თბილისი ყველას ერთი ნახვით უყვარდება.  ქართველი პოეტების, მხატვრების,მუსიკოსებისა და სხვა შემოქმედთა უცვლელი მუზა ბევრი უცხოელი ხელოვანისა თუ მოგზაურის შთაგონების წყარო გამხდარა. გთავაზობთ რამდენიმე მათგანის შთაბეჭდილებას თბილისის შესახებ:

მონტესკიე:”თბილისი ედემია, ზღაპრული ქალაქი, მიჯნურთა საამებლად აშენებული.”

ალ.დიუმა: “მე თითქმის ყველაფერი ვნახე თბილისში-ქართულ სამოთხეში და მთელი ცხოვრების მანძილზე ისე არსად მიმუშავია, როგორც თბილისში.”

რობერტ ბლაიხშტაინერი: “მარადიული თოვლით დაფარული მწვერვალების კონტრასტია მწვანე ხეობა, რომლის შუაგულშიც გადაშლილა დიდმშვენიერი ქალაქი. ეს გახლავთ თბილისი! დიდებული სახლები ჭადრაკის ფიგურებს მოგაგონებენ. დიდი ქუჩები თითქოს უზარმაზარ ფიანდაზებში ჩაწნული ნატიფი ბაფთებია. ვდგავარ შუაგულ თბილისში და შევყურებ მთებს, ყოველი მხრიდან რომ გალავნად აკრავს ქართველთა ძველ სატახტოს, შორს კი აქლემების ზურგივით აწვდილი ყაზბეგი ღრუბლებზე ამაღლებულა.ქაიროს შემდეგ აღმოსავლეთის არც ერთი ქალაქი არ გვთავაზობს იმდენ საინტერესო, ცვალებად სურათს, რამდენსაც თბილისი. აღმოსავლეთი და დასავლეთი, ეგზომ განსხვავებული ორი სამყარო ამ ერთ ვიწრო უბანზე ხვდება ერთიმეორეს. აღმოსავლურად განკიდეგანებულ ამ ერთ ქალაქში ევროპის კულტურა იფურჩქნება.

არსად არ დაღვრილა ამდენი სისხლი, არსად არ ყოფილა იმდენი ნგრევა და ხანძარი, რამდენიც მტკვარზე ნაგები ამ დიდებული ქალაქის გულში… თათრის ურდოები, დიდი თემურ ლენგის აფთრები, მაჰმად-ხანის ბრბოები, თურქთა და სპარსთა ურდოები რისხვის ნაკადივით გადავლებია თავზე საქართველოს ტანჯულ დედაქალაქს. ხშირად დამსგავსებია მტკვარი სისხლის მდინარეს, ნაპირებზე რომ გადადიოდა. ქრისტიანთა ტაძრები და ძველი სასახლეები თუ მაჰმადიანთა მეჩეთები ხშირად ერთნაირად იფარებოდა მტვრითა და ფერფლით. მაგრამ ყოველთვის ახლად აშენებდა და ამშვენებდა ეს საოცარი ხალხი თავის შედევრებს.”

ფრიდრიხ ბონენშტედტი: “საქართველოს დედაქალაქი მუზებისა და გრაციების უმაღლესი სასწავლებელია.”

“მტკვრის ქალაქო, სავანეო სიუხვის და სიყვარულის,

დარჩეული ქალ-ვაჟი გყავს, ხარ სიკეთის მაგალითი!

ზღვაო ჩემთა სატანჯველთა, ზღვაო ჩემი სიხარულის,

რომლის ფსკერზეც მიპოვნია ბევრი სიბრძნის მარგალიტი!”

რიზკაჰალ-ჰასუნი (არაბი პოეტი):

“დამასკოს აქებს, ვით სამოთხეს, ყურანის სურა,

აღმოსავლეთის პოეტებიც მას უმღერიან.

ჰოი, აშუღნო, ალაჰის წიგნს ნუ იღებთ ყურად,

თბილისი ქვეყნად ყველაფერზე მშვენიერია.”

ვიქტორ კერნბახი: “თბილისი თითქოს ბუმბერაზი პრომეთეა, ტაფობში ჩაწოლილ მკერდს ჯაჭვის პერანგი რომ უფარავს, რომლის ნაჭედურებიდან შუქი გამოკრთის, ხოლო ბეგთარზე მრავალი მარგალიტი ჰკიდია… თბილისი თავისებური დევგმირია, მაგრამ ამ დროს ის ფენიქსიცაა, რადგან თხუთმეტი საუკუნის მანძილზე ბევრჯერ გაუსწორებიათ მიწასთან, მაინც დგებოდა ფერფლიდან და კიდევ უფრო მიმზიდველი, ლამაზი ხდებოდა.”

ალი,რაშიმ -ჰაშიდი:

“არაბულად ამამღერა არა მზემ და არა ბედმა-

არაბულად ამამღერა განახლებულ არაბეთმა,

მაგრამ თბილისს როცა ვხედავ, ვხედავ, გული აქა მრჩება,

ისე მხიბლავს საქართველო, მისი მზე და გამარჯვება.

ზეიმობენ მთა-გორები და მათ ნისლი არა ჰბურავთ-

ათასწლოვან მზიურ ქალაქს მეც ვუმღერი არაბულად.”

ლ.კუზმიჩევა: “ასჯერ დაეცა თბილისი და ჰოი, საოცრებავ!ასმეერთედ აღდგა! მოშავდებოდნენ და წაშავდებოდნენ გადამთიელი დამპყრობლები-რომისა და ბიზანტიის მხედრიონი, არაბი, სპარსი და თურქი, მონღოლი თუ სხვა უცხო ტომი, დააქცევდნენ დედაქალაქს და ის ისევ აღდგებოდა ფერფლიდან, როგორც ბუფერი,რომელიც ანელებდა, ასუსტებდა დარტყმებს. ასე იბრძოდა, ასე ეცემოდა თბილისი თუნდაც ვენისათვის, დასავლეთ ევროპისათვის, გიორგი სააკაძის-ამ სახალხო ჰერცოგის შემდეგაც სამასი არაგველის მეთაურობით, რომლებიც საქართველოს კარიბჭეს ლომებივით იცავდნენ, ვიდრემდეც ასგზის აღმატებულმა ურდომ ისინი არ გადათელა”.

ნესტან ბლუაშვილი

ფოტო ლევან მაზმიშვილი

სტამბული
სტამბული თურქეთის უდიდესი ქალაქია. დღეს კი თავისი 14 მილიონიანი მოსახლეობით წარმოადგენს არა მხოლოდ თურქეთის, არამედ მთელი მსოფლიოს ერთ-ერთ ცოცხალ და დინამიკურ ქალაქს. მდებარეობს ბოსფორის სრუტეზე ბუნებრივ ნავსაყუდელთან “ოქროს რქა” (თურქულად ჰალიჩ ქვიად), ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში. ოფიციალურად მდებარეობს ევროპასა და აზიაში, თუმცა, როგორც წესი, ევროპულ ქალაქად მოიხსენიება. ძველი სახელი კონსტანტინოპოლია. სტამბული ევროპის უდიდესი ქალაქია ქალაქთა შორის.

სტამბულის ისტორიაში ბევრი ქვეყნის იმპერიის კულტურაა გაერთიანებული, როგორიცაა: რომის, ოსმალების, თურქეთის რესბუპლიკის ა.შ. ცენტრში აიასოფია და მეჩეთი სულთანაჰმედი ორი კულტურის ნიმუშიად დგას. ბევრი ღირსშესანიშნავი საინტერესო რელიგიური ადგილია, მსოფლიო საპატრიარქო ტაძარი, ვლაქერნის ღვთისმშობლის ეკლესია, ისტორიული მეჩეთები, ეკლესიები, სინაგოგა და სხვა რჯულის სამლოცველოები. ისეთი ადგილებიც შეგხვდებათ, სადაც მეჩეთი, ეკლესია და სინაგოგა გვერდი-გვერდაა. ეს მსოფლიოს მშვიდობისათვის ნიმუშია!

სტამბული სახმელეთო და საზღვაო სატრანსპორტო კვანძების გზაჯვარედინზე მდებარეობს და მისმა ამ სტრატეგიულმა მდებარეობამ იგი გადააქცია მსოფლიოს უდიდეს სავაჭრო, ფინანსურ, სამრეწველო და კულტურულ ცენტრად, ამიტომაც ქალაქში მრავალი ბანკი, სავაჭრო ობიექტი, უნივერსიტეტი, მუზეუმი, თეატრი და ხელოვნების გალერეა მოქმედებს.

სტამბულს ორ ნაწილად ჰყოფს და აერთიანებს ბოსფორის სრუტე, სწორედ იგივე სრუტე აერთიანებს და აცალკევებს მარმარილოს და შავ ზღვებსაც. ქალაქი ძალზედ მდიდარია ისტორიული, კულტურული და არქიტექტურული ძეგლებითა და სულიერი მემკვიდრეობითობითაც.

სტამბულში 39 რაიონია და თითოეულ მათგანს თავისი მერია აქვს. აქ სხვადასხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობს, მათ შორის, ქართველებიც. ისეთი ადგილებიც არის სადაც სულ ქართულად ლაპარაკობენ და გგონია, თითქოს საქართველოში ხარ. ქართული სახელით საზოგადოებებიც მოქმედებს, მაგალითად: საქართველოსთან მეგობრობის ასოციაცია, ქართული კულტურის ცენტრი, კულტურის სახლი ჩვენებური და ა.შ.

სტამბული ყველა ადამიანისათვის თითქმის მშობლიური ქალაქია. მას ადამიანივით ეჩვევი და გიყვარდება. ხან მხიარული გეჩვენება, ხან მოწყენილი. გამორჩეულია მისი ისტორიული ნაწილი. ის დგას, როგორც სიმბოლო ევროპისა და აზიის სილამაზისა.

ორჰან ბერიძე

ფოტო ხატია ბლუაშვილი

ზარზმის ღვთისმშობელი
ზარზმის ღვთისმშობლის ხატი შუა საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობის ერთი შესანიშნავი ნაწარმოებთაგანია. ის ვერცხლისაგან გამოჭედილი და ერთიანად ოქროდაფერილი დიდი ხატი გახლავთ (80X64), ცენტრში – წელს ზემოთ გამოსახული ღვთისმშობელი ყრმით, გარშემო კი, მოჩარჩოების არშიებზე – სცენები მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ცხოვრებიდან.

ხატს თან ახლავს მოხდენილი ასომთავრულით შესრულებული ვრცელი საქტიტორო წარწერა, რომელიც ოთხივე მხარეს შემოუყვება ცენტრალურ გამოსახულებას ჩარჩოს შიდა ვიწრო დაფერდებაზე. წარწერიდან ირკვევა, რომ ხატის შემწირველი არის “გლახაკი ეპრაქსია”, დედა “ერისთავთ ერისთავისა მირიანისა და ხურციკისა” – ლაკლაკისძეთა საგვარეულოდან. მაგრამ მოხსენიებული წარწერებიდან ვერც ერთი ისტორიული პირის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. თუმცა მთელი ეს მოჭედილობა – ცალკეული კომპოზიციების აგებულება, ფიგურათა სწორი პროპორციული თანაფარდობა, სკულპტურულ ფორმათა პლასტიკური გამომსახველობა, პოზა და ჟესტიკულაცია, სხეულზე მარჯვედ მორგებული სამოსელი და მკაფიოდ გამოვლენილი სხეულის აღნაგობა, გულდასმით გამოყვანილი ყოველი დეტალი, ყოველი წვრილმანი – ყველაფერი ეს სრულად ასახავს XI ს. პირველი ნახევრის ქართველი ოქრომჭედლების შემოქმედებით აქტივობასა და მიღწევებს.

ხატის ხილვისას თვალთ გვხვდება სკულპტურულ ფიგურათა სიმრავლე. გარდა ძირითადი ცენტრალური გამოსახულებისა, გარშემო, საკმაოდ განიერ ჩარჩოზე, 15 სიუჟეტური კომპოზიციაა და თითოეული მათგანი ისეთივე გულდასმითაა გამოჭედილი და დამუშავებული, როგორც საკუთრივ ხატი – ღვთისმშობელი ყრმით. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მოჭედილობის საერთო ანსამბლში დეკორის ეს ორივე შემადგენელი ნაწილი ტოლფასი ხმოვანებისაა. მაგრამ, ამასთანავე, ღვთისმშობელი და ყრმა-იესო მკაფიოდ არის გამოყოფილი არა მხოლოდ ადგილისა დ აზომების გამო; მთელი თავისუფალი ფონი აქ ორნამენტებითაა შევსებული. ისიც გასათვალისწინებელია, რომ დედა-შვილის პირისახეები იმთავითვე ფერწერული იყო და ამ მხრივაც მკვეთრად იყო აქცენტირებული.

ამასთან, აქ წარმოდგენილი ღვთისმშობელი ყრმით “ელეუსას” სახელით ცნობილი ტიპის ერთ-ერთი უადრესი მაგალითია, ოქრომჭედლობის ძეგლებიდან ყოველ შემთხვევაში, ამ ტიპის უკვე სავსებით დასრულებული ვერსიით.

საგულისხმოა ზარზმის ამ ხატისეული ერთი სცენა. კერძოდ, “მირქმის” კომპოზიცია, ცენტრში, მარიამისა და სვიმეონის ფიგურებს შორის, მიწაზე მდგარი ანთებული სანთელი. “მირქმის” ასეთი იკონოგრაფია, სხვაგან, მთელ ბიზანტიურ სივრცესა თუ დასავლურ სამყაროში, არსად არ გვხვდება. საინტერესოა “ფერისცვალების” კომპოზიციაც, სადაც ზედა რეგისტრის სამივე ფიგურა (ქრისტე და წინასწარმეტყველნი) წრიული მოხაზულობის შარავანდედშია მოქცეული.

ზარზმის ღვთისმშობლის ხატისადმი ინტერესი XX ს. დასაწყისიდან მოყოლებული, დღემდე არ განელებულა.

სასიხარულოა, რომ 2009 წელს შეიქმნა ზარზმის ღვთისმშობლის ხატის ზუსტი ასლი, რომელიც ზარზმის მონასტერშია დაბრძანებული. მოგვიანებით, კი ხატის კიდევ ერთი ანალოგი გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში დაბრძანდა.

ქვევრს ეროვნული მნიშვნელობის სტატუსი მიენიჭა
ქვევრს ეროვნული მნიშვნელობის სტატუსი მიენიჭა.  აღნიშნულის შესახებ “არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულება უკვე ძალაშია.

ბრძანებულების თანახმად, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უძველესი დროიდან დღემდე გავრცელებულ ღვინის დასაყენებელ და შესანახ თიხის უნიკალურ ჭურჭელს – ქვევრს.

კვერცხისებური ფორმის, კონუსური ძირის, ვიწრო ყელისა და დისკოსებური თავის მქონე თიხის ჭურჭელმა საუკუნეების შემდეგ დღემდე თითქმის უცვლელი სახით მოაღწია. ქვევრში დამზადებული ღვინო ხასიათდება გამორჩეული გემოთი, სურნელითა და სხვა მრავალი დადებითი თვისებებით.

შესაბამისი პირობების დაცვის შემთხვევაში, ქვევრში ღვინო შესაძლოა საკმაოდ ხანგრძლივად შევინახოთ.

მექვევრეობა კი ძველად მეთუნეობის ხუთი ძირითადი დარგიდან ერთ-ერთი წამყვანი დარგი გახლდათ. ის დიდ ცოდნას, გამოცდილებას მოითხოვდა. დღეს ქვევრის ოსტატი რამდენიმე ადამიანიღაა შემორჩენილი.

იშხანისა და ოშკის აღდგენასთან დაკავშირებით შეთანხმება ხელმოწერილი არ არის
ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე უძველესი ქართული ძეგლების – იშხანისა და ოშკის აღდგენის სამუშაო დოკუმენტი დიდი ხანია არსებობს, თუმცა შეთანხმება ხელმოწერილი არ არის.

“ეს ის საკითხია, რომელზეც საბოლოო შეთანხმება არ შემდგარა. ჩვენ ჩვენი პოზიცია გაგვაჩნია, რომელსაც თურქული მხარე ჯერჯერობით ბოლომდე არ იზიარებს და პირიქით. ქართული მხარე გრძნობს პასუხისმგებლობას კულტურული ძეგლების დაცვასთან მიმართებაში. მხარეებს შორის აქტიური, რეკონსტრუქციული თანამშრომლობაა და ვიმედოვნებთ, მალე კონსესუსს მივაღწევთ,”- აღნიშნა  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.

ტაო-კლარჯეთში მდებარე ქართული ისტორიული ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ თურქული მხარე ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასა და ახალციხეში მდებარე ახმედის მეჩეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებში ჩართვას ითხოვს.

გავრცელებული გვარები საქართველოში
იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-ტექნოლოგიების სამმართველოს ინფორმაციის დამუშავებისა და მონაცემთა ხარისხის ანალიზის განყოფილების ინფორმაციით, საქართველოში ყველზე გავრცელებული გვარებია:

1.ბერიძე 26796; 2.მამედოვი 25968; 3.კაპანაძე 17976; 4.ალიევი 17605; 5.გელაშვილი 17221

6.მაისურაძე 15352; 7.გიორგაძე 13230; 8.ლომიძე 12301; 9.წიკლაური 12220; 10.ბოლქვაძე 11650; 11.კვარაცხელია 10770; 12.ნოზაძე 10715; 13.ხუციშვილი 10432′ 14.შენგელია 10164; 15. აბულაძე 10125; 16.მიქელაძე 9861; 17.გუსეინოვი 9784; 18.ბაირამოვი 9436; 19.ტაბატაძე 9206; 20.აბაშიძე 8958;

21.გასანოვი 8795; 22.მჭედლიშვილი 8786; 23.დიასამიძე 8705; 24.მახარაძე 8637; 25.გოგოლაძე 8637; 26.ისმაილოვი 8527; 27.ცერცვაძე 8013; 28.მაჭარაშვილი 7939; 29.დოლიძე 7842; 30.ფუტკარაძე 7656; 31.ახმედოვი 7425; 32. დუმბაძე 7409; 33.ქათამაძე 7361; 34.ქავთარაძე 7243; 35.მეტრეველი 7119; 36.სურმანიძე 6958; 37.ცეცხლაძე 6929; 38.თოდუა 6797; 39.დავითაძე 6794; 40.ჯავახიშვილი 6788; 41.ჯაფარიძე 6760; 42.ბარბაქაძე 6678; 43.სამხარაძე 6562; 44.ჩხაიძე 6474; 45.ჭელიძე 6348; 46.კობახიძე 6348; 47.მუსაევი 6184; 48.ცინცაძე 6143; 49.შუბითიძე 6080; 50.მოდებაძე 5978.

ყველიერის კვირა
ხორციელის, ანუ საშინელი სამსჯავროს კვირის შემდეგ მოდის დიდი მარხვის წინა კვირა, რომელსაც ყველიერის კვირა ეწოდება.

როგორც წესი, ყველიერის კვირა მოძრავია. წელს ყველიერი იწყება 20 თებერვალს და მთავრდება 26 თებერვალს. ეს არის მოსამზადებელი პერიოდი დიდი მარხვისთვის. ხსნილია რძის ნაწარმით, კვერცხით, თევზით ოთხშაბათის და პარასკევის ჩათვლით და იკრძალება ხორცის ჭამა.

დიდმარხვის განმავლობაში “დილისა” და “ძილის წინ” ლოცვების შემდეგ იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა. ამ ლოცვას ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოს, ოთხშაბათ დილას, ხუთშაბათ საღამოს და პარასკევ დილას ვამბობთ, შემდეგ კი – შენდობის კვირის საღამოდან მთელი დიდმარხვის განმავლობაში ვნების კვირის ოთხშაბათ დილის ჩათვლით. ეფრემ ასურის ლოცვას არ ვასრულებთ პარასკევ საღამოდან კვირა დილის ჩათვლით.

მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ჩვეულებისამებრ, ყველიერის კვირას ქრისტიანები ერთმანეთს სთხოვენ შენდობას. ამიტომ ამ დღეს შენდობის კვირაც ეწოდება.

ყველიერის კვირაზე უფრო დაწვრილებით “ამბიონი” ესაუბრა ღვთისმშობლის შობის ტაძრის მღვდელმსახურს მამა გიორგი წეროძეს.

რას ნიშნავს ყველიერის კვირა?

ეკლესიამ დიდი მარხვისათვის მზადება ჯერ კიდევ ორი კვირის წინ დაიწყო. ადამიანს ეძლევა დრო იმისათვის, რომ მან კიდევ ერთხელ, ან პირველად თავის ცხოვრებაში დასვას კითხვები, როგორ განიცდის იგი საკუთარ თავს ღმერთთან მიმართებაში, ფარისეველს უფრო მეტად გავს, თუ მეზვერეს? ფარისეველს, რომელსაც საკვეხნად აქვს თავისი მართალი სარწმუნოება, თუ მეზვერეს, რომელიც გრძნობს, რომ ღმერთისადმი დიდი რწმენა და სიყვარული აქვს, მაგრამ ნათლად ხედავს და განიცდის, შემოქმედის მისდამი სიყვარული იმდენად დიდია, რომ თვალიც კი ვერ გაუსწორებია მისთვის. დავაკვირდეთ იმასაც, რომ ორივე ეს ადამიანი ტაძარში დგას.

ამის შემდეგ იწყება უძღები შვილის კვირა. აქ შემდგომი 7 დღის განმავლობაში ადამიანი ფიქრობს, ნეტა თუ ვარ ღმერთის ერთგული შვილი? ხომ არ ვარ მე წასული მამისეული სახლიდან? ხომ არ მოვთხოვე ღმერთს ერთგვარი ანგარიში და ხომ არ განვეშორე მას? რას ვაგროვებ მე ცხოვრების გზაზე? საით არის მიმართული ჩემი ძირითადი მისწრაფებები? ვარ მე ამქვეყნად სტუმარი, თუ ვიქცევი და ვფიქრობ ისე, თითქოს ეს ყველაფერი სწორედ ასეთი სახით (თორემ სახეს იცვლის სამყარო და მარადიული ფიზიკური და არა მხოლოდ სულიერი არსებობა გველის და მეტიც, ერთგვარი განაჩენიც კი არის მთელი კაცობრიობისათვის) მარადიულად იარსებებს? კითხვების დასმა შეიძლება გავაგრძელოთ. ეკლესია გვთავაზობს, რომ ამ კითხვების ხასიათი შემოიფარგლოს სახარებისეული უძღები შვილის იგავის თემატიკით.

შემდეგ დგება არანაკლებად მნიშვნელოვანი კვირა. ეს არის საშინელი სამსჯავროს მოგონების, წინასწარ ამ დღეზე დაფიქრების კვირა. დღე, როდესაც განურჩევლად ეროვნებისა, ასაკისა, განათლებისა და პატივისა, ყველა შევხვდებით შემოქმედს. დღე, რომელიც შეიძლება ჩვენთვის გახდეს მარადიული სიხარულის, ან, ამის საწინააღმდეგოდ, მარადიული მწუხარების დასტურად. დიახ, დასტურად და არა – დასაწყისად. სამოთხე, ან ჯოჯოხეთი ადამიანის სულისთვის ამქვეყნიურ ცხოვრებაში იწყება და გარდაცვალება, ან საშინელი სამსჯავრო ამ ყველაფრის ერთგვარი დაფიქსირებაა. ორივე დღე ღმერთთან შეხვედრის დღეა. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ გარდაცვალებიდან საყოველთაო სამსჯავრომდე ადამიანები ერთმანეთს შუამდგომლობენ, ისინი ეკლესიაში ლოცულობენ, სამოქმედო წესს იღებენ თავიანთი ახლობლების სულების საშველად, სალხინებლად, რომ გამოადგეთ მაშინ, როდესაც საბოლოო სამსჯავროს შემდეგ ასეთი შესაძლებლობა არავისათვის აღარ იარსებებს. შეიცვლება სამყარო, იქნება ახალი ცა, ახალი მიწა. ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის მსგავსად განახლდება ადამიანური ბუნება, მისი სხეული და ღმერთთან მარადიულად მყოფობით შეიცვლება მისი სული, შეიცვლება ფიზიკური სამყაროც. და ყველაფერთან ერთად ამ კვირას, ამ არამიწიერ სააზროვნო საკვებთან ერთად, ეკლესია შეახსენებს მორწმუნეებს, რომ საკვები რაციონიდან უნდა გამოვრიცხოთ ხორცის ნაწარმი, მაგრამ ჯერ კიდევ შესაძლებელია რძის ნაწარმის მირთმევა. თავად მკითხველმა განსაჯოს, რა უფრო მნიშვნელოვანია და ამ კვირის რომელი სახელწოდება უფრო მეტად უნდა დაიმახსოვროს მან.

ყველიერის კვირა, დასრულდება ადამის სამოთხიდან განდევნისა და ასევე, შენდობის ხსენებით კვირა დღეს. ამ კვირაშიც მეტად მნიშვნელოვანი თემები შემოუთავაზებია ეკლესიას სულის საკვებად, ხოლო ხორცისთვის კი უბრძანებია რძის პროდუქტის საკვებიდან გამორიცხვა. ადვილად მისახვედრია, აქაც საკვების შეზღუდვა მხოლოდ საშუალებაა იმისათვის, რომ დაფიქრდე, რა იყო სამოთხე, რა დაკარგა ადამმა და სასიკეთო იყო თუ არა ეს მისთვის. დიხ, სამოთხიდან ადამის გამოდევნა მისთვის სასიკეთოა, რადგან ცოდვაში ჩავარდნილი, ღმერთისაგან გაუცხოებული (ემალება და ეშინია ღმერთის მაშინ, როდესაც ცოდვამდე ელოდა და ხარობდა ღმერთთან შეხვედრით) არ მიეახლოს მარადიულობის ხეს. ამ დღეზე დაფიქრებით ადამიანმა გონებით შეიძლება ადვილად დაასკვნას, რომ გარდაცვალება და სიკვდილი ცოდვისათვის ერთგვარი წამალია, მწარე, მაგრამ წამალი. მისი მიღება მძიმეა, მაგრამ განკურნებული ადამიანი მარადიულ სიხარულს მიეახლება. ამ განკურნებას საუკუნეების შემდეგ აღასრულებს ქრისტე მაცხოვარი და სწორედ ამიტომაც ეძებს დღეს ყოველი მორწმუნე მასთან თანაზიარებას.

რაც შეეხება შენდობის დღეს, ეს ტარდიცია ბერმონაზვნებმა შემოიტანეს ეკლესიის ცხოვრებაში. ბევრი მეუდაბნოე, სამოღვაწეოდ უკაცრიალ ადგილებში გასული ქრისტეს მორწმუნე დიდი მარხვის დაწყების წინ შენდობას სთხოვს ადამიანებს იმის შიშით, რომ იქნებ აღდგომამდე ცოცხლებმაც ვერ მიაღწიონ. ასევე, ჩვენც ერთმანეთს შენდობას ვთხოვთ.

როგორ უნდა მოიქცეს მორწმუნე ყველიერის კვირაში?

მორწმუნემ ყველიერის კვირაში ერთგვარად თავი უნდა შეამზადოს მომავალი მარხვისათვის, მომავალი მკაცრი სულიერი შრომისათვის. ადამიანებს რომ ეს გადასვლა გაუადვილდეთ, სწორედ ამიტომ ეკლესია ეტაპობრივად ახდენს სხვადასხვა დავალებების შეთავაზებას. მარხვა სულისათვის მისი მარადიული შემადგენელისათვის გამოუდეგარი მოქმედებებიდან თავის შეკავებასაც გულისხმობს. ეს იქნება სატელევიზიო, თუ სხვა გასართობი სანახაობებისაგან თავის შეკავება. ყველიერის კვირა მარხვის დასაწყისი და შესამზადებელი პერიოდია, ამიტომ ყოველი მორწმუნე ინდივიდუალურად წყვეტს, რა სახით მოემზადოს დიდი მარხვისათვის.

რა ლოცვები იკითხება ყველიერის კვირაში?

ყველიერის კვირაში მორწმუნეებისათვის არ არის განსაზღვრული რაიმე განსაკუთრებული ლოცვები, მაგრამ დიდი მარხვის პირველ კვირაში იკითხება ანდრია კრიტელის კანონი, რომელიც მოითხოვს ძველი აღთქმის გარკვეული პერსონაჟებისა და ისტორიული მოვლენის ცოდნას. სწორედ ყველიერში მორწმუნის კეთილგონივრული საქციელი იქნება ამ ლოცვების განხილვა, რათა დადგენილ დროს შინაარსში წვდომით, მთელი გააზრებულობით ილოცოს ღმერთი.

დავით დანელია