ამბიონი

როგორ დავიცვათ თავი ჭორფლის გაჩენისაგან?
როგორ ავიცილოთ თავიდან ჭორფლის გაჩენით გამოწვეული უსიამოვნება? გვესაუბრება დერმატო-ვენეროლოგი რუსუდან მანტკავა:  “ჭორფლი ჰიპერპიგმენტური ლაქაა, რომელიც ადამიანს სხეულის კანზე შეიძლება გაუჩნდეს დაბადებისთანავე, ან შემდგომ შეიძინოს. თუ მშობლებს აქვთ ჭორფლი, ის, დიდი ალბათობით, გენეტიკით გადაეცემა შვილსაც, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. მისი გამომწვევი რეალური მიზეზი უცნობია.

გაზაფხულსა და ზაფხულში, მზის აქტიურობისას ჰიპერპიგმენტური ლაქების რაოდენობა მატულობს და უფრო მუქდება, ზამთარში კი შედარებით ფერმკრთალდება. ამიტომ პროფილაქტიკის მიზნით, როცა მზის სხივები აქტიურად ეცემა სხეულის ღია ნაწილებს, სასურველია მზისგან დამცავი კრემების, სათვალის, ქუდის, ქოლგის გამოყენება…

ჭორფლი სამხრეთის ქვეყნის მაცხოვრებლებს უფრო აქვთ, ვიდრე ჩრდილოეთის, რადგან აქ მზე მეტია. შესაბამისად, საქართველოში უფრო ხშირია მისი შემთხვევები, ვიდრე რუსეთში.

ბევრისთვის ჭორფლი გარკვეულ დისკომფორტთან არის დაკავშირებული და ამ პრობლემით ხშირად გვაკითხავენ სხვადასხვა ასაკის ადამიანები, მეტწილად – გოგონები. ასაკში მყოფი ამ პატარ-პატარა წერტილებს ნაკლებ ყურადღებას აქცევს. თუმცა ბევრ ადამიანს ის პირიქით, მომხიბვლელობასაც მატებს. პიგმენტაციის გამოვლინება იშვიათად გვხვდება შავგვრემან ადამიანებში, ყავისფერი ლაქები უმეტესად ნაზი, თეთრი კანის მქონე ადამიანებს უჩნდებათ.

ჭორფლის მოცილება ადვილი საქმე არაა, თუმცა მისი წარმოქმნის შეჩერება შესაძლებელია მზისგან დამცავი საშალებების გამოყენებით. არსებობს სპეციალური კრემებიც, რომლის დროსაც ხდება კანის ზედა ფენის მოცილება, შედეგად კანი სუფთავდება, მაგრამ მზის სხივების ზემოქმედებაზე რეაქცია ისევ აქვს. სხვადასხვა საშუალებებით ხდება კანის გათეთრებაც, თუმცა ჭორფლის სრული მოშორება მაინც შეუძლებელია. ნებისმიერ შემთხვევაში, ჭორფლის მქონე ადამიანმა სხეულზე რაიმე კრემის გამოყენებამდე კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმ-კოსმეტოლოგთან, მისი შერჩევით, კანის ინდივიდუალური მგრძნობელობისა და თავისებურებებიდან გამომდინარე, დაინიშნოს მკურნალობა და არა თვითნებურად, თუნდაც ხალხური მეთოდებით.”

თეონა ნოზაძე

სოფიკო ჭიაურელის 75 წლის იუბილე
იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში დღეს ცნობილი ქართველი მსახიობის სოფიკო ჭიაურელის დაბადებიდან 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.

სოფიკო ჭიაურელი 1937 წლის 21 მაისს ლეგენდარული მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში დაიბადა. 1960-64 წლებში და 1968 წლიდან კოტე მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის, ხოლო 1964-68 წლებში – რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო პრემია და ჯილდო.

სოფიკო ჭიაურელს 40-ზე მეტ სპექტაკლსა და 20-ზე მეტ ფილმში შექმნილი აქვს კომიკური და ტრაგიკული როლები, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი არტისტიზმით, ხასიათითა და სტილით, არაჩვეულებრივი პლასტიკით, განსაკუთრებული შტრიხებითა და დეტალებით.

ეროვნულ არქივში დაცულია ფოტოები, რომელიც მხატვრული ფილმების გადასაღებ მოედანს ასახავს. მათ შორის არის კინოსურათები სოფიკო ჭიაურელის მონაწილეობით. არქივი ინახავს, ასევე, მსახიობის პორტრეტებს, თეატრალურ როლებისა და ბიოგრაფიული ხასიათის ფოტოებს.

გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტოები შემდეგი ფილმებიდან: “ჩვენი ეზო”, “ვერის უბნის მელოდიები”, “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”, “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”, “ამბავი ერთი ქალიშვილისა”, “ხევსურული ბალადა”, “ფერისცვალება”, “წუთისოფელი”, “დათა თუთაშხია”, “აურზაური სალხინეთში”, “ენგურის ნაპირებზე”, “ნატვრის ხე”, “ვიღაცას ავტობუსზე აგვინდება”, “გენერალი  და ზიზილები” და სხვ. დამთვალიერებელს შეუძლია იხილოს სცენები სპექტაკლებიდან: “ბერიკონი” “ტალანტები და თაყვანისმცემლები”, “მილიარდელის ვიზიტი”, “ეზოში ავი ძაღლია”, “ნეაპოლი – მილიონერთა ქალაქი” და სხვ.

მიწისძვრა საქართველოში (18.05.2012)
საქართველოში 18:46 ზე მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.

სეისმოლოგიური ცენტრის წინასწარი ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 4,8 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს ტერიტორიიდან 20-30კმ.-ს მოშორებით  იყო.

“იავნანა” საქველმოქმედო კონცერტს პარიზში მართავს
18 მაისს პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “იავნანა” პარიზის “სალ პლეიელ”-ის საკონცერტო დარბაზში უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ს აღსაყდრებიდან 35 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.

პატრიარქის მიერ შექმნილ ნაწარმოებებს მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოლისტები შეასრულებენ  და ასევე წარმოგვიდგენენ ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის საუკეთესო ნიმუშებს.

პროგრამაშია ქართული საგალობლებიც საპატრიარქო გუნდის, თბილისის ოპერისა და ბალეტის გუნდისა და საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის შესრულებით.

კონცერტში მონაწილეობენ პაატა ბურჭულაძე, ბადრი მაისურაძე, იანო ალიბეგაშვილი, ნანა ქავთარაშვილი, ანიტა რაჭველიშვილი, თამარ გვერდწითელი, მარიამ როინიშვილი,  სოფო ნიჟარაძე, ნატო მეტონიძე,  ლიზა ბაგრატიონი, თეონა დვალი, ანსამბლი “შვიდკაცა” და სხვები.

კონცერტზე  შემოსული თანხა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს მოხმარდება.

დასაწყისი 20.00 საათზე

პარიზი. სიტე დე ლა მიუზიკ- სალ პლეიელ

ფობურ სენ’ტ’ ონორე 252, 75008

გარეჯის თემას ჩიკაგოს სამიტზე განიხილავენ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის 17 მაისს გაიმართა სატელეფონო საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძესა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ელმარ მამედიაროვს შორის.

საუბრისას განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. მათ შორის, საუბარი შეეხო ქართული კულტურული ძეგლის, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტრის საკითხს, რომელიც აზერბაიჯანელი მესაზღვრეების პატრულირების მარშრუტის გადანაცვლებამ წამოჭრა.

მინისტრები იმყოფებიან რა მუდმივ კონტაქტზე, შეთანხმდნენ, რომ ნატო-ს ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში შეხვედრისას, დამატებით განიხილავენ ამ საკითხს. ამასთან, მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან ორი ქვეყნის სასაზღვრო სამსახურების წარმომადგენლები.

მინისტრები შეთანხმდნენ, რომ პრობლემა უახლოეს მომავალში აღმოიფხვრება.

საფერავი
“მეღვინეობას დღეს განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია…”

საფერავი – უნიკალური ქართული ვაზის ჯიში წმიდა საღვინე ვაზის ჯიშების ჯგუფს მიეკუთვნება. ამ ჯიშის ბიოლოგიური თავისებურებები და ნიშნები საფერავის უძველეს ჯიშზე მიანიშნებენ.

საფერავი – ეს არის მუქი შეფერილობის, ძლიერი, ტანინიანი, სხეულიანი ღვინო, მკვეთრი არომატებით.

საფერავი საქართველოს ადგილობრივი კერიდან წარმოიშვა. ყველაზე მაღალი ღირსების სუფრის ღვინოს განსაკუთრებით შიდა კახეთში იძლევა.

მისგან მზადდება ცნობილი ღვინოები: “საფერავი”, “ქინძმარაული”, “ყვარელი”, “მუკუზანი”. ყველგან ძლიერი ჯიშური არომატი და შემადგენელი ნაწილების ჰარმონიულობა ახლავს.

გიორგი სამანიშვილი (ენოლოგი):”საფერავი წარმოშობით სამხრეთ საქართველოდანაა. ყველაზე მეტად კახეთშია გავრცელებული, სადაც საუკეთესო შედეგს იძლევა, თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც სცადეს.…

გავრცელებულია საფერავი მრგვალმარცვალა და ბუდეშორისებრი, ანუ გრძელმარცვალა – ერთი ჯიშიდან წამოსული ორი სახეობა. ერთმანეთისგან მხოლოდ მარცვლის ფორმით განსხვავდება. სიტყვა “საფერავი” ფერის მიმცემს გულისხმობს.

საფერავი არის ჯიში, რომელსაც მაღალი შაქრიანობა შეუძლია დააგროვოს, შეინარჩუნოს მჟავიანობა. გამოირჩევა საღებავის სიუხვით, ანუ საფერავი, შემფერავი ნივთიერებებით, შესაბამისად, მისგან მუქი შეფერილობის ღვინო დგება. აქვს ძალიან კარგი, დიდი რაოდენიბით და ადვილად ექსტრაგირებადი ტანინები. სწორედ ტანინები განასხვავებენ ღვინოს სხვა ჯიშებისაგან.

საფერავისგან შეიძლება დავამზადოთ ძლიერი, მაღალმჟავიანი, მაღალი ალკოჰოლის შემცველი, მუქი შეფერილობისა და კარგი ტანიანიანი ღვინო.

ტანინებთან და საღებავებთან ერთად საფერავს თავისი ჯიშური, გამორჩეული არომატები გააჩნია,რომლითაც ყოველთვის იცნობა და მის უნიკალურობასაც განაპირობებს.

ძირითადად ქლიავისა და ღოღნოშოს არომატი აქვს, გარკვეულ რეგიონებში -შავი მოცხარისა და კენკრის, ზოგან გვხვდება მაყვლისა და ცივ რეგიონებში ანწლის არომატებიც კი ახასიათებს.

ყველა ცნობილი წითელი ღვინო საფერავისგან მზადდება. თვითონ საფერავად მშრალი წითელი ღვინოები კეთდება ამის გარდა – ადგილობრივი წარმოშობის დასახელების რამდენიმე ისეთი ცნობილი ღვინო როგორიც არის “მუკუზანი”, “ნაფარეული”, მშრალი წითელი ღვინო “ყვარელი”. ყველაზე ცნობილი ნახევრად ტკბილი ღვინოები: “ქინძმარაული” და “ახაშენი”, ორივე მზადდება საფერავის ჯიშისგან. ასევე, კარგი ხარისხის მშრალი მაღალი ხარისხის ღვინო.

საფერავი ხორციან კერძებს ყველაზე კარგად ეხამება, მაგ.: ღორის მწვადს. დავარგებული, ასაკიანი საფერავი – ხბოს მწვადს, ან საქონლის სტეიკს, ასევე, დავარგებულ, მარილიან გუდის ყველს, ხინკალს გაცილებით მეტად უხდება, ვიდრე არაყი.

საფერავი მსოფლიო მასშტაბის ჯიში გახლავთ. დიდი ქვეყანა რომ იყოს საქართველო და საფერავის ჯიში – მეტად გაშენებული, მსოფლიოში სახელგანთქმულ 10 საუკეთესო ჯიშის გვერდით მოხვდებოდა ჩვენი სამშობლო, რაც დღეს ცნობილია.

ჯერჯერობით ყველამ არ იცის საფერავის შესახებ.

საქართველოს მეღვინეობის იმიჯი, ჩემი აზრით, მიღებული უნდა იყოს საფერავზე.

ზოგადად, ქართულ მეღვინეობას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ძალიან გაუჭირდა, მოძლიერდა 90 –იანი წლების ბოლოს, შემდეგ რუსეთის ემბარგოს გამო დიდი ფინანსური დარტყმა მიიღო და დღეს განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. არის დიდი მოთხოვნილება, მაგრამ ფინანსების ნაკლებობაა ამ დარგში. მწარმოებლებს უჭირთ ვენახის მოშენება, მარნებში ინვესტიციები ძალიან ჭირს, რის გამოც ფერხდება. ფინანსური საშუალების შემთხვევაში, ალბათ, ძალიან დიდ ნახტომს გააკეთებდა“.

ქეთი ჭელიძე

“დაიცავი დავით გარეჯი” 20 მაისის საპროტესო მსვლელობის შესახებ
20 მაისს 14 საათზე საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი დავით გარეჯი” აწყობს საპროტესო მსვლელობას. აქციის მიზანია საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატონ თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიცია მიმდინარე წლის 6 მაისს აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ დავით გარეჯის კომპლექსში შემავალი უდაბნოს მონასტრის დაკავებასთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა და კულტურის მინისტრების უპასუხისმგებლო და არაადეკვატურ განცხადებებთან დაკავშირებით.

აქციის ორგანიზატორთა მთავარი მოთხოვნებია:

1) საგარეო საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინოს დოკუმენტური მასალებით დასაბუთებული და არგუმენტირებული პოზიცია, თუ რის საფუძველზე გააკეთეს ქართული საზოგადოებისათვის სრულიად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი განცხადებები საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და კულტურის მინისტრმა;

2) საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 31 მაისამდე (წმ. დავით გარეჯელის ხსენების დღე) საჯარო გახადოს და მოგვაწოდოს დავით გარეჯის თაობაზე წარმოებული მოლაპარაკებების სტენოგრამები და ოქმები, რათა საზოგადოების წარმომადგენლებისთვის გამჭვირვალე გახდეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი. ასევე, მოვითხოვთ, საზოგადოებას მიეწოდოს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, აცხადებს თუ არა აზერბაიჯანის მხარე პრეტენზიას ჩიჩხიტურის მონასტერზეც.

მშვიდობიანი მსვლელობა დაიწყება ვაკის პარკიდან, შემდეგ აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით გაემართება აზერბაიჯანის საელჩოსთან და საელჩოს წარმომადგენელს გადასცემს საინიციატივო ჯგუფის მიერ აზერბაიჯანის ელჩისადმი შემუშავებულ სპეციალურ მიმართვას. შემდეგ, მსვლელობა გაგრძელდება ჭავჭავაძის და რუსთაველის გამზირებზე და შეჩერდება ჩიტაძის ქუჩაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ, სადაც საინიციატივო ჯგუფი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს გადასცემს საინიციატივო ჯგუფის მიმართვას. ამის შემდეგ, აქციის მონაწილენი გაემართებიან მამა დავითზე და დაესწრებიან სამშვიდობო პარაკლისს. ამით, საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი დავით გარეჯი” დაასრულებს საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის კულტურული მემკვიდრეობის და რელიგიური სიწმინდის დაცვისთვის ორგანიზებულ პირველ აქციას.

ამასთან, საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი საქართველო” მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს 20 მაისს 14 საათზე თავიანთი მხარდაჭერა გამოხატონ საავტომობილო სიგნალით.

თავიდანვე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს და წინდაწინვე ემიჯნება და გმობს ყოველგვარ სავარაუდო პროვოკაციულ გამოვლიენებს.

რუსთავში გადაუღებლად წვიმს
რუსთავის მარჯვენა სანაპიროს ცენტრალური მაგისტრალი დატბორილია. ჭარბი ნალექის გამო მაგისტრალზე დაგროვილი წყალი სანიაღვრე ჭებში ჩასვლას ვერ ასწრებს.

ადგილზე რუსთავის სახანძრო და სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობენ.

რუსთავში ამ წუთებშიც გადაუღებლად წვიმს…

მესხეთის ათი სოფელი და ერთი მოძღვარი
საქართველოში ეკლესიური ცხოვრება სრულიად ჩამკვდარი იყო საბჭოთა კავშირის ეპოქაში. თუმცა მესხეთში ბევრად უფრო მძიმე გასაჭირი ჰქონდა ქართულ ეკლესიას. მე-16 საუკუნეში სამხრეთ საქართველო ოსმალეთის იმპერიის ნაწილი გახდა. ამ პერიოდიდან დედაეკლესიას მოწყდა ის მხარე, სადაც ოდესღაც ქართული სასულიერო, სახელმწიფოებრივი და კულტურული ცხოვრების აღორძინება დაიწყო.  მხოლოდ რამდენიმე საუკუნის შემდეგ, 1988 წელს საქართველოს პატრიარქი ილია მე-2 ეწვია სამცხე-ჯავახეთს, კვლავ აკურთხა უძველესი და უდიდესი ტაძრები: ვარძია, საფარა, ზარზამა და სხვა. მოიარა უამრავი სოფელი და უქადაგა მოსახლეობას.

დღეს სამცხეში ხალხის მხრიდან დიდი მონდომება და ცხოველი ინტერესი იგრძნობა სულიერი ცხოვრების მიმართ. სოფლებში აღადგინეს უძველესი სამლოცველოები, ააშეენეს ახალი ტაძრები, განაახლეს ისეთი ძველი ტრადიციები, როგორიცაა მაგალითად, გაზაფხულზე ხვნა-თესვის დაწყების წინ, ყანაში ლოცვის აღვლენა.

“ამბიონს” მღვდელი გაბრიელ ბურჭულაძე ესაუბრა, რომელიც უშუალოდაა დაკავშირებული ამ მოვლენებთან, იგი მესხეთის 10 სოფელს ემსახურება.

გვიამეთ თქვენ შესახებ, როგორ მოხვდით მესხეთში?

თბილისში დავიბადე და გავიზარდე. წმიდა ნინოს სახელობის ტაძრის (ნ.ჩხეიძის ქუჩაზე) მრევლი ვიყავი. დრო გადიოდა და საბოლოოდ უფლის წყალობით გადავწყვიტე სასულიერო სემინარიაში ჩამებარებინა. მოძღვრისგან, დეკანოზ რევაზ ოთარაშვილისაგან კურთხევა ავიღე, მან მომიწონა გადაწყვეტილება.

ადამიანის გადარჩენის ერთადერთი გზა არის უფალთან ყოფნა, იგი ყველას გვანუგეშებს რა განსაცდელიც არ უნდა გადაგვხდეს თავს.

თავდაპირველად თბილისის სასულიერო სემინარიაში ვაპირებდი სწავლას, მაგრამ მსურდა ქალაქიდან მოშორებულ ადგილზე ვყოფილიყავი.  ერთმა ჩემმა ახლობელმა ადამიანმა როდესაც შეიტყო ჩემი განზრახვა , მირჩია რომ მესხეთში საფარის მონასტერთან არსებულ სასწავლებელში წავსულიყავი. მე ძალიან მომეწონა ის გარემოება, რომ მონასტერთან ახლოს ვისწავლიდი და საფარაში წავედი. მაშინ უკვე დაოჯახებული ვიყავი, მყავდა და მყავს ორი ქალიშვილი, ქეთევანი და ბარბარე, ამიტომ ჩემი გადაწყვეტილება ბევრმა მეგობარმა უცნაურად მიიღო, მაგრამ მთელი გულით მწყუროდა ღმერთთან სიახლოვე და უფალს მინდობილი ვმოქმედებდი. 2003 წელს ჩავაბარე საფარის მონასტერთან არსებულ გრიგოლ ხანძთელის სახელობის სასულიერო სემინარიაში.

საფარაში სწავლისას მესამე კურსზე ვიყავი, როდესაც მეუფე თეოდორემ დიაკვნად მაკურთხა, 2006 წელი სრულდებოდა მაშინ. ორი წლის შემდეგ კი მღვდლად მაკურთხეს და განმაწესეს ურავლის ხეობაში, სოფელ მუსხში. ამ კუთხემ საოცარი შეჩვევა იცის, ისეთი მადლიანი მხარეა, ძალიან გულიანი ხალხი ცხოვრობს. მართალია მე თბილისიდან ვარ, მაგრამ უკვე მუსხელი მღვდელი გავხდი, ურავლის ხეობის სოფლებს ვემსახურები. ამ ხეობაში ყველანი ჩემი სულიერი შვილები არიან, მათ ერთმანეთისგან არ განვარჩევ, მიუხედავად სოფლების დაშორებისა. ისინი ერთი დედაეკლესიის მრევლს წარმოადგენენ . აქაურობას ისე შევეთვისე, რომ სიკვდილამდე არ მივატოვებ ჩემს ძმებს.

სოფელში ცხოვრება დიდი ბედნიერებაა, აქ ხალხი უფრო თბილია და ყურადღებიანი, რადგან ბუნებასთან ახლოს არიან. ვერ წარმომიდგენია სოფლის გარეშე ცხოვრება. იმ ძველ დროს დავუბრუნდით, როცა ყველა სოფელს თავისი ხუცესი ჰყავდა და სულ ერთად ვართ, ჭირშიც და ლხინშიც. მუსხში ვცხოვრობ და იქიდან დავდივარ ყოველდღე ურავლის ხეობის სხვა სოფლებში და აღვასრულებთ საღვთო ლიტურგიას. კვირაობით კი მუსხში აღვავლენთ წირვას.

თავდაპირველად რომ მოვედი ურავლის ხეობაში, ჯერ მუსხში ააშენეს ძველ ნატაძრალზე წმიდა სამების სახელობის ეკლესია. მეხუთე წელია რაც აქ ვარ და მრევლმა იმატა უფლის წყალობით. თავიდან ერთი-ორი ადამიანი თუ შემოდიოდა, ახლა კი ნელ-ნელა ისწავლა ხალხმა ეკლესიური ცხოვრება.

თავიდან მსახურება მიწევდა სოფელ ურაველში, ხეოთში, წყორძაში, მუსხში თავისთავად, მერე ისე მოხდა რომ სოფელ ანდრიაწმიდის ტაძარი ჩამაბარეს კურთხევით, ასევე სოფელი ანდა, ასპინძის რაიონში სოფელი ჭობარეთი, ზველი, სახუდაბელი და ორგორა. დღეებს ვანაწილებ, რომ კვირა გამოშვებით ყველგან აღვასრულო წირვა-ლოცვა.

ახლა ყველა სოფლის ეკლესიაში იმატა მრევლმა უფლის შეწევნით. როცა საუფლო დღესასწაულია, ამ ათი სოფლის მრევლი ვიკრიბებით ერთ ტაძარში და ერთად აღვასრულებთ საღვთო ლიტურგიას.

ყველგან მიწევს მსახურება. აქ დიდი სიხარული, მადლი და ღვთის წყალობა იგრძნობა.

როგორც ძველ საქართველოში იყო ისე ვცხოვრობთ, ჩვენი წინაპრები ყველაფერს ლოცვით იწყებდნენ. აღვადგინეთ უძველესი ტრადიციები. ძველად , გაზაფხულზე სანამ ხვნა-თესვას დაიწყებდნენ, ყანაში მღვდელი მიჰყავდათ და ლოცვას აღავლენდნენ, ვცდილობთ ნელ-ნელა დამკვიდრდა ეს წესი. შემოდგომით კი ტაძარში სამადლობელ ლოცვას ვწირავთ უფალს. ასევე საფლავების კურთხევის ტრადიცია აღვადგინეთ, ყველა სოფლის საფლავებს ვაკურთხებ. ღვთის მადლით ყოველ წყალკურთხევას 19 იანვარს, მდინარეს ვაკურთხებთ, ზოგს ვნათლავთ მდინარეში, მრევლი კი განიბანება.

ამ ხალხს ყოველთვის სწამდა შინაგანად უფლის, მოწყურებული იყო ღვთის სიტყვას. ეს ის დიდებული კუთხეა, სადაც უამრავი მონასტერი არსებობს, დღესდღეობით ძალიან ბევრი ძველი ეკლესია თუ ნაეკლესიარია შემორჩენილი ტყეებსა და ნასოფლარებში, რომელიც დაზიანებულია.

მუსხში კიდევ არის ერთი ძველი ეკლესია, წმიდა გიორგის სახელობის, იგი ძველ მუსხში მდებარეობს, ადრე იქ ცხოვრობდა ხალხი, მაგრამ შემდეგ ცოტა აქეთ გადმოსახლდნენ და ამ სოფელსაც იგივე სახელი დაარქვეს. სოფელ ურაველში არ იყო ისეთი ტაძარი, სადაც ღვთისმსახურება შესრულდებოდა, ამიტომ თავდაპირველად ღია ცის ქვეშ აღვასრულებდით წირვა-ლოცვებს, საბედნიეროდ უკვე აშენდა ფერისცვალების სახელობის ეკლესია, რომელიც შარშან აკურთხა მეუფე თეოდორემ, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა.

სოფელ ანდაში, სოფელ ანდრიაწმიდის ზემოთ მდებარეობს, არ არის ტაძარი, სოფლის მოსახლეობას მთელი სულითა და გულით სურთ, რომ მათაც ჰქონდეთ საკუთარი სამლოცველო და იმედოვნებენ, რომ ოდესმე ექნებათ. ასევე სოფელ ორგორასა და სახუდაბელში არ არის ეკლესია, ამიტომ დროებით შენობაში მოვაწყვეთ სამლოცველო და იქ ვწირავთ.

სოფელ ხეოთში არის წმიდა ბარაბარეს სახელობის უძველესი სამლოცველო შემორჩენილი, იგი ვახტანგიშვილებს აუშენებიათ მე-12 ან მე-13საუკუნეში, ახლაც სწორედ ამ გვარმა აღადგინა სამრეკლო. სამრეკლოს ქვემოთ კი ეკლესიაა, სადაც ხუთშაბათობით ვატარებ წირვას, ბარბარობას კი მთელი ხეობა აქ იკრიბება.

როგორც ჩანს აქ მონასტერი იყო, შუაში დიდი ტაძარია, მთავარი ტრაპეზიც იქ არის დაბრძანებული, გუმბათი მორღვეულია. გვერდით კიდევ არის პატარა სალოცავი.

ეს მხარე უძველესი და უდიდესი კულტურის მატარებელია, ყოველ სოფელს და ეკლესიას დიდი ისტორია აქვს. სოფელ ანდრიაწმიდაში, წმიდა მოციქულის სახელობის, მე-8 საუკუნის ტაძარი არსებობს , ამავე სოფელშია წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია

სოფელ ჭობარეთში მე-18 საუკუნის ნატაძრალზე აგებული სულთმოფენობის სახელობის ეკლესია არსებობს.

სოფელ ზველში კი მე-8 საუკუნის, წმიდა გიორგის სახელობის დიდი ეკლესია დგას.

სოფელ წყორძაშიც ორი ეკლესიაა, მე-9 საუკუნის აღდგომის სახელობის და მე-16 საუკუნეში აგებული ტაძარები..

სოფელ გრომაში კი მე-9 საუკუნის, თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესია განაახლეს.

მუსხში, აქაურმა ღვთისნიერმა ქალმა, ნაზი ოქრომელიძემ, ააშენებინა სოფლის მოსახლეობას ეკლესია. მას საბერძნეთში უწევდა მძიმე შრომა, იქ ხანდაზმულ ადამიანებს უვლიდა, მან შეძლო თავისი გულით, უბრალოებით, თავმდაბლობითა და უფლის შეწევნით ეს მადლიანი საქმე გაეკეთებინა. სოფელიც გვერდით დაუდგა.

ყველგან ღმერთია და შეგვეწევა..

ნესტან ბლუაშვილი

სკოლები საატესტატო გამოცდებისთვის მზადაა
2011-2012 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს იწყება. საატესტატო გამოცდების ტექნიკურ უზრუნველყოფას სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ახორციელებს.

2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდები წელსაც “CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარდება. სიახლეა საატესტატო გამოცდების ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით. წელს პირველად გამოცდები ახალი School Box-ების სისტემის გამოყენებით ჩატარდება. School Box-ი ეს არის თანამდეროვე სისტემა, რომელიც სტაბილურ და უსაფრთხო ინტერნეტკავშირს უზრუნველყოფს და სკოლებს დამატებითი ელექტრონული სერვისების განხორციელებაში დაეხმარება, მათ შორის, საატესტატო გამოცდების მაღალ დონეზე წარმართვაში.

ყველა სკოლა ტექნიკურად გამართულია და მზად არის გამოცდების ჩასატარებლად. სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მთელი საქართველოს მასშტაბით კონკურსის წესით IT სპეციალისტები შეირჩნენ, რომლებიც სკოლებში არსებული კომპიუტერული ინფრასტრუქტურის ზედამხედველობას და ტექნიკურ გამართულობას უზრუნველყოფენ. საჯარო სკოლები School Box-ებით და ახალი კომპიუტერებით უკვე აღიჭურვა.

“CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ტესტირება მსოფლიოში კარგადაა აპრობირებული თუმცა, საქართველო პირველია, სადაც ასეთი მასშტაბური გამოცდა ცენტრალიზებულად, ერთიანი მართვისა და კონტროლის პირობებში მეორე წელია ტარდება.

ინფორმაცია დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ კომენტარზე განმარტება facebook-ის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა:

“უკანასკნელი დღეების განმავლობაში, სამწუხაროდ, არაერთხელ მოხდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ჩემს მიერ გაკეთებული კომენტარის განზრახ თუ უნებლიედ მცდარად ციტირება. ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ სპეკულაციებსაც. ფაქტები კი არის შემდეგი:

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი დღემდე მიმდინარეობს. სახელმწიფოთაშორისი სადელიმიტაციო კომისიების მიერ ამ დროისათვის საზღვრის 66%-ია შეთანხმებული. შეუთანხმებელ მონაკვეთთა შორის არის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის დაახლოებით 2%, მათ შორის უდაბნოს მონასტრის სენაკები და მასთან მისასვლელი ბილიკები, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ხსენებული 2% საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული ადმინისტრაციული დაყოფით აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონტროლქვეშ მოექცა. შესაბამისად, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დანარჩენი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზეა.

იმის გათვალისწინებით, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში შემავალ უდაბნოს მონასტერში მოღვაწეობენ სასულიერო პირები და მას სტუმრობენ მომლოცველები, ტურისტი-დამთვალიერებლები, აზერბაიჯანული მხარე, ქართული მხარის ძალისხმევის შედეგად, წლების განმავლობაში, ამ ტერიტორიაზე თავისუფალ გადაადგილებას არ ზღუდავდა. დაახლოებით 10 დღის წინ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქართულ მხარეს განუცხადეს, რომ უდაბნოს მონასტერის ტერიტორიაზე, მხოლოდ სასულიერო პირებსა და მესაზღვრეებს შეუშვებდნენ. ამჟამად, ჩვენი ძალისხმევა აღნიშნულ ტერიტორიაზე ყველა მსურველისათვის თავისუფალი გადაადგილების კვლავ უზრუნველყოფისაკენ არის მიმართული. ცხადია, რომ ქართული მხარე მოლაპარაკებების წარმართვისას ქართული სახელმწიფოს ინტერესებით ხელმძღვანელობს.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მთლიანად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისადმი კუთვნილების საკითხი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებში არასოდეს დამდგარა და არც დღეს დგას კითხვის ქვეშ.  ის ერთმნიშვნელოვნად ქართული კულტურის ძეგლია.

რაც შეეხება სამონასტრო კომპლექსის ზემოაღნიშნულ მონაკვეთზე ყველა მსურველის თავისუფლად გადაადგილებას, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს საკითხი, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დასრულებამდე, ორ ქვეყანას შორის ტრადიციული კეთილმეზობლური და მეგობრული სულისკვეთებით გადაწყდება.”

დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი გარეჯის შესახებ
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა დავით გარეჯის საკითხზე განცხადება გააკეთა:

“გუშინდლამდე იმედი გვქონდა, რომ ხელისუფლება აწარმოებდა მოლაპარაკებებს და ეს ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც უმნიშვნელოვანესი ძეგლები, მოლაპარაკების გზით საქართველოს შემადგენლობაში აღმოჩნდებოდა. სამწუხაროდ, ვიგებთ გუშინ საღამოს, რომ ეს ტერიტორიები არ ყოფილა საქართველოს შემადგენლობაში და ისეთი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლები, როგორიც არის ბერთუბანი, ჩოჩხიტური და მისი მიმდებარე ეკლესიები, აღმოჩნდა ფაქტობრივად საზღვარს იქით, სადაც დღეს ქართული იურისდიქცია არ ხორციელდება. ეს ძალიან სამწუხაროა ჩვენთვის.

წარმოუდგენელია, მოხდა ხელის გაშვერა კომუნისტებისკენ, კომუნისტური მმართველობის პერიოდისკენ, თითქოს მაშინ გადაეცა აზერბაიჯანს. ნამდვილად ვერ გავიზიარებთ ამ პოზიციას, რადგან იმ დროს, როდესაც ხელისუფლებაში კომუნისტები იყვნენ, ქართული მხარე იქ სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა. ბერთუბანზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. თუ ეს მაშინვე აზერბაიჯანის ტერიტორია იყო, რაღას ვდაობდით და ვის ვედავებოდით. ძალიან სამწუხაროა ეს ამბავი. გამოდის ისე, რომ ხელისუფლება ნაჩქარევ განცხადებებს აკეთებს. თუ ეს მართლაც ასეა, ძალიან სამწუხაროა.

ჩვენ შევეცდებით, ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით, მოხდეს, როგორმე შეთანხმება, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ძეგლები ან ადგილმონაცვლეობის პრინციპით ან სხვა რაიმე პრინციპის გათვალისწინებით მოხდეს, აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკება და ეს ძეგლები დარჩეს საქართველოს შემადგენლობაში. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია და ძნელად წარმომიდგენია ქართველი ადამიანი, რომელიც შეეგუება სიწმინდეების მიმართ ასეთ დამოკიდებულებას. ხელისუფლებამ ცივი წყალი გადაგვასხა”, – აღნიშნა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

გარეჯის ლავრის უდაბნოში საქართველოს მოქალაქეებისთვის შესვლა შეუძლებელია
6 მაისის შემდეგ წმიდა დავით გარეჯის ლავრის უდაბნოში შესვლა მხოლოდ სასულიერო პირებისა და ქართველი მესაზღვრეებისთვისაა ნებადართული.  14 მაისს ამ ტერიტორიას საქართველოს მოქალაქეები ესტუმრნენ, თუმცა მათთვის, ისე როგორც სხვა ტურისტებისთვის უდაბნოში შესვლა შეუძლებელი აღმოჩნდა. “ამბიონს” ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის პირველი კურსის დოქტორანტი, არჩილ კიკვაძე ესაუბრა:

“როგორც გეოგრაფს, საქართველოს სხვადასხვა ადგილზე ხშირად მიწევს მოგზაურობა. მაგრამ ამ შემთვევაში ჩემი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში წასვლა, სოციალურ ქსელ, www.forum.ge-ზე დაიგეგმა. ოთხმა მომხმარებელმა, იმის გამო რომ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდებოდა, გადავწყიტეთ პირადად შეგვემოწმებინა, რეალურად რა ხდებოდა ადგილზე.

სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის, რომ დავით გარეჯი არის ძალიან დიდი სამონასტრო კომპლექსი, რომლის ტაძრებიც და სხვა სასულიერო ნაგებობანი განლაგებულია საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონების ტერიტორიებზე. დავით გარეჯი მხოლოდ ერთი მონასტერი ჰგონიათ და ფიქრობენ, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები იქ დგანან.

აქ საუბარია დავით გარეჯის სამონასტრო ანსამბლის ყველაზე დიდ ობიექტზე წმიდა დავითის ლავრაზე. ლავრის სამხრეთით მდებარეობს მცირე სიმაღლის სერი, რომლის თხემზეც გადის სახელმწიფო საზღვარი. დაახლოებით 5-10 მეტრის მოშორებით განთავსებულია უდაბნოს მონასტერი, რომელიც პატარ-პატარა ობიექტებისგან შედგება. აქ არის შუა საუკუნეების გამოქვაბულები, სადაც მდებარეობს უნიკალური ფრესკები ტექნიკის შესრულებითა თუ მნიშვნელობით. მათ შორის გვხვდება ისტორიული პიროვნებების თამარ მეფის, ლაშა-გიორგის ფრესკები. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ აქ უნდა იყოს რუსუდან მეფის ერთადერთი შემორჩენილი ფრესკა საქართველოში.

ეს არის ჩვენი ისტორია, კულტურული მემკვიდრეობა.  არ მესმის, რა ლოგიკით შეიძლება იყოს ეს აზერბაიჯანელების საკუთრება. ძმობა ორმხრივი არსებობს და არ შეიძლება ის ცალმხრივი იყოს.

სანამ უშუალოდ წმიდა დავითის ლავრაში მივიდოდით, გზად ჩიჩხიტურის ასახვევს ავუყევით. ქართველმა მესაზღვრემ გზის გაგრძელების საშუალება არ მოგვცა, იმ განმარტებით, რომ ჩიჩხიტურის კოშკი აზერბაიჯანელების ტერიტორიაა. მაშინ, როდესაც ტოპოგრაფიულ რუკაზე კარგად ჩანს,  საზღვარი გადის პირდაპირ კოშკის შუაზე და თუ ნახევარი იმათია, ნაწილი ჩვენიც უნდა იყოს, მის ქართულობაზე რომ აღარ ვისაუბროთ.

ჩიჩხიტურის შემდეგ წმიდა დავითის ლავრაში წავედით. გზად საეკლესიო მაღაზია მდებარეობს. მაღაზიიდან ლავრამდე ბილიკს თხემზე ავყავართ, სადაც უდაბნოს ორი საყდარი მდებარეობს, ამაღლებისა და აღდგომის სახელობის.  მათ შორის კი გამოქვაბულების ჯაჭვია.  თხემზე ქართველი მესაზღვრე დაგვხვდა. მანაც გზის გაგრძელების საშუალება არ მოგვცა, მათგან დაახლოებით 2 მეტრში კი აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან. ჩვენიდან ერთ-ერთი მათ ბრძანებას არ დაემორჩილა, რის შემდეგაც აზერბაიჯანელმა მესაზღრეებმა ხმას აუწიეს, იარაღითაც დაგვემუქრნენ. ქართველი მესაზღვრეების ჩარევის შემდეგ ინციდენტი მეტ დაძაბულობაში არ გადაზრდილა… ეს ფაქტი არასასურველი შედეგის დასრულების შემთხვევაში შეიძლება სახელმწიფოთა შორის კონფლიქტის მიზეზი გამხდარიყო. ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები ისე მივედით ამ ადგილას, მაგრამ როცა ავტომატიანი ადამიანი დგას და გზას გიკეტავენ, ძალით ვერ შეხვალ.

ქართველი მესაზღვრის თქმით, 1992 წლიდან აზერბაიჯანელებმა აქ პერიოდულად ამოსვლა დაიწყეს, მაგრამ შესვლას არავის უშლიდნენ. დღეს კი მხოლოდ ბერებს და მესაზღვრეებს შეუძლიათ აქ შესვლა.

1980-იანი წლების საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის მიერ გამოცემულ ტოპოგრაფიულ რუკებზე (მასშტაბით 1:50 000) ასახულია დავით გარეჯის ტერიტორიაც. საზღვარი ისეა გატარებული, რომ უდაბნოს მონასტრის შემადგენელი ორი საყდარი და გამოქვაბულები იურიდიულად მართლაც ხვდება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. მათგან 5-10 მეტრის მოშორებით ჩრდილოეთისკენ უკვე იწყება საქართველო. ანუ ეს ადგილები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეწეულია მაქსიმუმ 5-10 მეტით.

საქართველოს მხრიდან იყო შეთავაზება ამ უმნიშვნელო ტერიტორიის მაქსიმუმ 20 მეტრის სიგანის და 500 მეტრის სიგრძის დათმობის, ან ერთობლივი იურისდიქციის შესახებ, მაგრამ აზერბაიჯანელები ცივ უარზე არიან, რომ ეს არის სტრატეგიული სიმაღლე და მათთვის მნიშვნელოვანია. თუ ჩვენ ვართ მეგობრები, რას ნიშნავს სტრატეგიული საბრძოლო სიმაღლე? ჩვენ წინააღმდეგ საომრად? თუ სომხეთისთვის სჭირდებათ, აქედან მათ ვერ მიწვდებიან… სამწუხაროა, ვისაც არ ეზარება, ყველა გვჩაგრავს და ეს არ ეხება მხოლოდ ამ ტერიტორიას.

რა მოხდა 6 მაისის შემდეგ არ ვიცი. მაგრამ გამორიცხული არაა, ქვეყნის შიგნით, ან მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა პოლიტიკურ დაჯგუფებებს სიტუაციის დაძაბვა აწყობდეთ. მოულოდნელია, როცა ამას აკეთებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი და ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ კარგი პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობა გვაქვს. როცა ჰერეთი მითვისებული აქვთ, სადაც ქართული წიგნის შეტანაც კი პრობლემაა, უკვე დავით-გარეჯსაც მოადგნენ. აცხადებენ რომ ეს ტერიტორია ალბანური კულტურის ნაწილია, რომელიც თითქოს ქართველებმა მიითვისეს და თუ თამარ მეფე და ლაშა-გიორგი ალბანელები იყვნენ, გასაოცარია.

ჩემი აზრით, პრობლემის მოგვარების მიზნით უნდა იმუშაოს საზღვრის დამდგენმა კომისიამ და დადგინდეს საზღვარი, ვისია ეს ადგილი. იმ შემთხვევაშიც თუ დამტკიცდა, რომ ეს არის აზერბაიჯანის, მაშინ ჩვენი ხელისუფლების მთელი ძალისხმევა მიზანმიმართული უნდა იყოს, რომ ეს ვიწრო ტერიტორია დავათმობინოთ აზერბაიჯანელებს სათანადო კომპენსაციით ან შეიქმნას კონდომინიუმი, რაც გულისხმობს ერთი ტერიტორიის კონტროლს ორი სახელმწიფოს მიერ. ან შეიქმნას საბერძნეთის წმ. ათონის მთის მსგავსად ანალოგიურად სამონასტრო თეოკრატიული რესპუბლიკა ვიწრო მონაკვეთზე. სამწუხაროდ, ბევრ მონასტერზე ილუზია არ მაქვს რომ დავიბრუნებთ, თუნდაც ბერთუბანი, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაში 2-3 კილომეტრითაა შესული, მაგრამ უდაბნოს სამონასტრო ანსამბლისა და ჩიჩხიტურის კოშკის შენარჩუნებაზე უნდა ვიზრუნოთ. ეს სახელმწიფოს ამოცანა უნდა იყოს.”

სტატიაში გამოყენებული ფოტომასალა ეკუთვნის არჩილ კიკვაძეს.

თეონა ნოზაძე

პატრიარქი საფრანგეთში მიემგზავრება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ხელმძღვანელობით, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაცია საფრანგეთში, ქართული კულტურის დღეებზე მიემგზავრება.

ღონისძიებას, რომელიც საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, საქართველოს გარდა სხვა მართლმადიდებლური ქვეყნების სასულიერო დელეგაციებიც დაესწრებიან.

18 მაისს, პარიზის დარბაზ “სალ ფლეიელში” საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისას და უნეტარესის, ილია მეორის განუმეორებელი საგალობელი “SANCTUS – წმიდა არს” შესრულდება.

“გარეჯის სასაზღვრო პრობლემა სახელმწიფო დონეზე უნდა გადაწყდეს”
6 მაისის შემდეგ დავით გარეჯის ლავრის უდაბნოს მონასტერთან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები განლაგდნენ. ტურისტებისა და მომლოცველებისთვის ამ ტერიტორიაზე გადაადგილება შეზღუდულია.  ჰქონდათ თუ არა აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს ამ ქმედების განხორციელების უფლება, როგორ შეიძლება სასაზღვრო პრობლემის მოგვარება? “ამბიონს” გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი ესაუბრა:

“სამწუხაროდ, თითქმის 1924 წლიდან ადგილი, სადაც დავით გარეჯის გამოქვაბულები თავისი უნიკალური ქართული ფრესკებით მდებარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიად ითვლება. იყო გარკვეული შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც არც ერთ სტუმარს მისი მოლოცვის პრობლემა 6 მაისამდე არ ექმნებოდა. საწყენია, რომ დღეს იქ მისულმა როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა ტურისტებმა ამ ადგილის მონახულება ვეღარ შეძლეს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილი აზერბაიჯანის ტერიტორიას ეკუთვნის, მაგრამ არის ბუფერული ზონა, სადაც ორმხრივი მონიტორინგი უნდა მიმდინარეობდეს, სამხედრო პოსტი არ უნდა იყოს. თუ აქ დღეს მხოლოდ სასულიერო პირებს უშვებენ, მომავალში რა მოხდება, არ ვიცით.

ჰქონდათ თუ არა აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს უფლება, ტურისტებისთვის და მომლოცველებისთვის გადაადგილება შეეზღუდათ, ეს ერთი თემაა, მაგრამ ფაქტია, მსგავსი რამ 6 მაისამდე არ ხდებოდა. რატომ დაემთხვა ამ კონკრეტულ თარიღს და დიდ დღესასწაულს, გიორგობას ეს ფაქტი, არ ვიცი.

საზღვრიდან რამდენიმე ათეულ მეტრში არსებული ტერიტორია დავის საგანს არ უნდა წარმოადგენდეს. ცხადია, აზერბაიჯანი ამ ადგილს ასე ადვილად არ გვაჩუქებს, მაგრამ ის რაც 6 მაისის შემდეგ ხდება, გასაკვირია. შეზღუდვები რომ 1924 წლიდან, ან თუნდაც 1991 წლიდან დაწესებულიყო, ეს სხვა საკითხი იქნებოდა.

ეს ტერიტორია 2002 წელს მომხდარი 5 ბალიანი მიწისძვრის მეორე დღეს მოვინახულე, ჩამონგრეულია გარკვეული ადგილები, ისედაც ქარი, წვიმა ანგრევს მას და თუ აქ საერთოდ ვეღარ შევედით, რთული სიტუაცია შეიქმნება.

საგულისხმოა, რომ იმდენად რთული რელიეფია, აზერბაიჯანის მხრიდან, ვერც ტურისტი მოვა, ვერც სამხედრო გააკონტროლებს, რადგან მათი პოსტი შორს არის. ჩვენიდან კი უფრო კარგი მისადგომი აქვს.

საბედნიეროდ, დოდოს რქა, ნათლისმცემლის ლავრა საზღვრიდან შიგნით იმყოფება და იქ მისვლა პრობლემას არ წარმოადგენს. ბერთუბანი უნიკალური თამარ მეფის ფრესკით და სხვა გამოქვაბულები თითქმის ერთი საუკუნეა დავკარგეთ, ბოლო 3 წელია ჩიჩხიტურში ასვლაც პრობლემას წარმოადგენს და იმედია, გარეჯის ლავრის უდაბნოს გამოქვაბულებიც მათ ბედს არ გაიზიარებს. ამასთან, უნდა განვმარტოთ, რომ საუბარია დავით გარეჯის ლავრაზე და არა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე, რომლის მოლოცვაც თითოეულ ადამიანს შეუძლია.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს დავით გარეჯის თემით მილიონობით ქართველია დაინტერესებული. სამწუხაროდ, მხოლოდ სასულიერო პირები, ისტორიკოსები, გეოგრაფები თუ აქტივისტები ამ საკითხის გადაჭრას ვერ შეძლებენ. პრობლემა სახელმწიფო დონეზე უნდა მოგვარდეს. ეს რომ არასასაზღვრო თემას ეხებოდეს, შეიძლებოდა კერძო პირის კომპეტენტური აზრის გამოთქმა. ვფიქრობ, ეს მოგვარებადი საკითხია. მაგრამ მეც და ჩემ გვერდით მდგომ უამრავ ადამიანს გვიჩნდება კითხვა: რა მოხდა? რატომ ვერ უნდა მოვილოცოთ დავით გარეჯის ლავრაში?

სამწუხაროდ, დღეს იურისდიქცია ვერ ვრცელდება აფხაზეთში და მიუხედავად დიდი სურვილისა, იქ შესვლაზე ნაკლებად ვფიქრობთ, იმედია, ამ ლავრაში წასვლაზეც თავის შეკავება არ მოგვიწევს.”

თეონა ნოზაძე

პიროვნების ჩამოყალიბებისათვის
რატომ მომრავლდა სისასტიკე მოზარდებში?

როგორ ხდება პიროვნების ჩამოყალიბება, რა გარემოებები და ფაქტორები ახდენს გავლენას ადამიანის ზნეობრიობაზე? გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე:  “თითოეულ ადამიანს დაბადებისთანავე ენიჭება საერთო მდგომარეობა – ხატება ღვთისა, მაგრამ გამოხატული ადამისეული ცოდვის შედეგით. მართალია, ქვეყნიერებაზე მოვლენისას ცოდვა არ გვაქვს ჩადენილი, მაგრამ მისგან სრულიად განშორებულნი არ ვართ, როგორც კი საშუალება მოგვეცემა, ხშირად ცოდვის ჩადენასაც არ ვაყოვნებთ ხოლმე.

საგულისხმოა მშობლისგან გადმოცემული გენეტიკური მემკვიდრეობა. ის დიდ გავლენას ახდენს პიროვნების ჩამოყალიბებაზე. თუ დავაკვირდებით, ხშირად გონებრივად არასრულყოფილ ადამიანებს, ასეთივე შვილები ჰყავთ. ასევე, თუ მშობლებს გარკვეული ცოდვის ჩადენისკენ აქვთ მიდრეკილება, ამან შესაძლოა დიდი ზეგავლენა მოახდინოს შვილის ცხოვრებასა და სულიერ მდგომარეობაზეც. როდესაც ოჯახი იქმნება და მათში შვილიერებაც იწყება, მშობლების თანაცხოვრების პერიოდსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.

ამდენად, მშობლებისაგან მიღებული გენეტიკური კოდი და ადამისეული მემკვიდრეობა არჩევანის გარეშე გვეძლევა, მაგრამ როგორი ბუნებისაც არ უნდა დაიბადოს ადამიანი, დიდი მნიშვნელობა აქვს აღზრდას. პირველი აღმზრდელი კი მშობელია.”

როგორ აღვზარდოთ მართებულად შვილები?

ბავშვის აღზრდისას საწყისი ეტაპიდანვე დიდი სიფრთხილე გვმართებს. მათთან ურთიერთობაში ზომიერება უნდა შევინარჩუნოთ. შვილი არც ძალიან უნდა გავათამომოთ და არც ისე დავსაჯოთ, რომ ეს ფაქტი ფსიქიური ტრავმის სახით მთელი ცხოვრება გაჰყვეს. ბავშვის ხასიათის ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდანვე ხდება. როცა ისინი ბაღში, ან სკოლაში მიდიან, მოზარდის აღზრდის პროცესში ერთვება პედაგოგი, რომელიც დიდად განსაზღვრავს შემდგომში ბავშვის ზნეობასა და ფსიქიკას. ამის გამო, ადრე მეფეები თავიანთ შვილებს ბერებს აბარებდნენ, რათა ზნეობრიობა და სულიერება ესწავლებინათ.

თუ მასწავლებელი სითბოთი, სიყვარულით დახვდება აღსაზრდელს, მას შეუყვარდება გარემო და ძალდატანებით არ მოუწევს სკოლასა თუ ბაღში სიარული. თუ პედაგოგმა ამ ამოცანას თავი წარმატებით ვერ გაართვა, ბავშვს დიდი ტკივილის გადატანა მოუწევს, რაც გარკვეულ ნეგატიურ კვალს დატოვებს მის ფსიქიკაზე. მნიშვნელოვანია თანაკლასელთა და მეგობართა წრეც, რადგან მათთან ყოველდღიური ურთიერთობა და ერთმანეთისადმი მიმბაძველობა ზოგჯერ არასასურველად მოქმედებს პიროვნების ჩამოყალიბებაზე. გარკვეული წლების შემდეგ, როცა ასე თუ ისე, მომწიფდება ადამიანი, შედარებით დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს, მაგრამ უკვე მრავალი შეძენილი მავნე თვისებით.

მთლიანობაში, როგორი წარსულიც არ უნდა ჰქონდეს ბავშვს, თუ ის თავისი ბუნების გარდაქმნას მოისურვებს, ამის საშუალებას წმიდა ეკლესია სულიწმიდის მადლით ანხორციელებს.

რამდენად სწორად ხდება დღეს ახალგაზრდების ჩამოყალიბება?

დღეს განსაკუთრებით გაძნელდა ახალგაზრდების სულიერი და ზნეობრივი ცხოვრება, რადგან იმდენი საცდური არსებობს და ყველაფერი ისე ლამაზად არის წარმოდგენილი, რომ ახალგაზრდებს სწორი არჩევანის გაკეთება ძალიან უჭირთ. ცოდვას მოდის სახე მიეცა. საერთოდ სიტყვები: ცოდვა, ბიწიერება, უზნეობა და მათი საწინააღმდეგო _ სათნოება, სიწმინდე, ზნეობა მასმედიის საშუალებებიდან მთლიანად გამქრალია. ძლიერი თანამედროვე ზემოქმედების საშუალებები ადამიანთა ზნეობრივ დეგრადაციას აქტიურად უწყობენ ხელს.

ზოგჯერ უმეცართ მიაჩნიათ, რომ ეკლესია ამკრძალავი ორგანიზაციაა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მისი წინამძღოლი ქრისტეა და აქ ადამიანური პრინციპებით როდი ხელმძღვანელობენ. წმიდა ეკლესიაში ღვთის სულია ყოველივეს წარმმართველი: “ხოლო ნუგეშინისმცემელი იგი სული წმიდა, რომელი მოავლინოს სახელითა ჩემითა მამამან, მან გასწაოს თქუენ ყოველივე, და მოგახსენოს თქუენ რაოდენი გარქუ თქუენ” (იოან.14:26). ეკლესია ღვთის მცნებებზეა დაფუძნებული და ადამიანთათვის ღმერთთან შეხვედრის ადგილია. მასში საიდუმლოებათა მეშვეობით ღვთის მადლთან თანაზიარება მიმდინარეობს, რისთვისაც უბიწო და წმიდა ცხოვრების წესია აუცილებელი. ამიტომ, თუკი ეკლესიის მხრიდან რაიმე ქმედებისა და მოვლენისადმი წინააღმდეგობა გამოიხატება, ამას ყოველთვის მზრუნველობითი, დამრიგებლური და შემაგონებელი ხასიათი გააჩნია. თავად ეკლესიაში დადგენილი კანონები და სულიერი სასჯელებიც ყოველთვის პიროვნების გაკეთილშობილებასა და გამოსწორებას ეფუძნება. ადამიანი წმიდა და უბიწო ცხოვრების გარეშე ღმერთთან მიახლების ყოველგვარ საშუალებას ჰკარგავს. ამის გამო ეკლესიას მუდმივად უწევს ამა თუ იმ თანამედროვე გამოწვევის განხილვა და შეფასება, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე. ამიტომ, შესაძლოა ღვთისმსახურთა მხრიდან თავდაპირველად, გარკვეულწილად განსხვავებული პირადი შეხედულებებიც მოვისმინოთ.  თუმცა საბოლოოდ ეკლესია, ამგვარ მსჯელობასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, ერთიან, მტკიცე და ნათელ პოზიციას აყალიბებს. არ შეიძლება ყოველივეს ერთ ჭრილში განხილვა. მაგ: დანაც კი, ეს მეტად საჭირო დამხმარე საშუალება, ზოგჯერ დიდი ცოდვისა და უბედურების მიზეზი ხდება. იგივე შეიძლება ითქვას კომპიუტერზე, ტელევიზორზე. მთავარია, როგორ და რისთვის გამოვიყენებთ მათ. ბავშვები ხშირად თამშობენ აგრესიულ თამაშებს ომებზე, მკვლელობაზე, რასაც მშობლებისგან სათანადო ყურადღება არ ექცევა. შედეგად ბავშვი აგრესიული ყალიბდება, აქვს მუდმივი სწრაფვა განადგურებისკენ. როდესაც ადამიანის ბუნებაში ამდენი სისასტიკე დაილექება, თუნდაც ახალგაზრდობის ასაკში ძალადობის ამსახველი ფილმების ყურებით, რთულ სიტუაციაში გამოსავლისა და პრობლემის მოგვარებასაც ასე შეეცდება. ამიტომ მომრავლდა ჩვენს რეალობაში სისასტიკე, უზნეო დანაშაულებები და ქმედებები.

მაგალითად, რეიტინგულ სატელევიზიო არხებზე ყოველდღიურად მიმდინარეობს მდაბიო და უზნეო უცხოური სერიალები. შესაძლოა, მოხუცებულობაში მან მნიშვნელოვანი ზიანი არ მოგვაყენოს, მაგრამ ახალგაზრდებზე დამღუპველად მოქმედებს. უცხოურ სერიალებში ხშირად ლამაზად ხდება ქრისტეს მცნებების, ოჯახური ტრადიციების უარყოფა და თუ ახალგაზრდა მის ყურებას იმაზე დიდ დროს უთმობს, ვიდრე ღმერთზე ფიქრსა და მოყვასზე მზრუნველობას, თავად განსაზღვროთ, რამ უფრო დიდი გავლენა შეიძლება მოახდინოს ახალგაზრდების სულიერებაზე. ისინი განსაკუთრებით უნდა მოერიდონ ასეთ სანახაობას. რადგან, როგორიც იქნება ადამიანი მოზარდობის წლებში, რასაც ნახავს და აღასრულებს, ის იქცევა მისი ცხოვრების ჩვევად.

ადამიანის გონება ისეა მოწყობილი, რომ რაც თვალით აქვს ნანახი, ის მისი გონებიდან არასდროს ამოიძირკვება. ეშმაკიც, რთულ სიტუაციებში, მას მეხსიერებაში არსებულ შთაბეჭდილებებს წამოუტივტივებს, რის გამოც ცოდვასა და ვნებას ადვილად ემორჩილება.

პავლე მოციქული ამბობს: “ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი უმჯობეს არს; ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი აღმაშენებელ არს” (1კორ.10:23). ჩემთვის ყოველივე ნებადართულია, ყველაფერი შემიძლია აღვასრულო, მაგრამ ყველაფრის აღსრულება არ ღირსო. თუ ყველაფერი განუსჯელად აღვასრულეთ, ჩვენი სული შეიბილწება. ამ სიბილწისა და ცოდვისგან განთავისუფლებას კი ბევრი შრომა, სინანული და მუდმივი ლოცვა სჭირდება. ამიტომ ვეცადოთ, სულში არაფერი მზაკვარი არ შემოვუშვათ.

იგივე შეიძლება ითქვას თანამედროვე გართობისა და განმუხტვის სხვა საშუალებებზე. ყოველივე ისეა შექმნილი და ჩამოყალიბებული, რომ ფხიზელი სულიერი მზერის გარეშე თითქოსდა არაფერია საგანგაშო. სინამდვილეში, მასში აქტიურად ჩართულობის პირობებში სულიერად უვნებელი ძნელად თუ ვინმე დარჩება. სამწუხაროდ, თანამედროვე ახალგაზრდობის დიდმა ნაწილმა ყველაფერი ცხოვრების ჩვეულებრივ წესად აქცია.

ამდენად, მშობელმა თითოეულ შვილთან, მისი ბუნებიდან გამომდინარე განსხვავებული მიდგომა უნდა შეიმუშავოს. ზოგს მეტი სიმკაცრე და კონტროლი სჭირდება, ზოგს პირიქით. თუ დავინახავთ რომ ბავშვს მავნე მიდრეკილებები აქვს, არ უნდა მივცეთ გაღრმავების საშუალება, მაგრამ თავისუფალი ნებაც არ უნდა დავაკარგვინოთ. სანამ შვილები მშობლებზე არიან დამოკიდებულნი, მანამდე უდიდესი ყურადღება და სიფრთხილე გამოვიჩინოთ. ვეცადოთ, ბავშვობიდანვე შევაყვაროთ ეკლესია და ამ სიწმინდის ფონზე დაინახავს რა განსხვავებაა ზნეობრივ და უზნეო ცხოვრებას შორის. შესაბამისად, დღეს როდესაც ასე გაურბიან ღვთის მცნებების აღსრულებას, თითქოსდა მისი სიმძიმის გამო, ადამიანისთვის სწორი არჩევანის გაკეთება ბევრად უფრო მარტივი ხდება, რამეთუ: “მცნებანი მისნი მძიმე არა არიან” (1იოან.5:4).

თეონა ნოზაძე