მთავარი » კულტურა

ფასანაურის ფოსტა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.03.2018 | 289 ნახვა

დუშეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ფასანაურში მდებარე ფოსტას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი  ფასანაურის ფოსტა ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა (2018 წელი, 9 იანვარი).

ფასანაურის ფოსტა 1840 წელს არის აგებული. შენობა ორი ნაწილისგან შედგება: ჩრდილოეთის ნაწილი ორსართულიანია, სამხრეთის ერთ სართულიანი. ჩრდილოეთის ნაწილი დასავლეთიდან აღმოსავლეთით წაგრძელებული სწორკუთხედია. მასში შესასვლელი დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდანაა. პირველი სართულის სარკმლის ღიობები სწორკუთხაა და თავისი მოჩარჩოება აქვს. მეორე სართულის ფანჯრის ჭრილი კი თაღოვანია. ნაგებობას აღმოსავლეთიდან მიდგმული აქვს ხუთწახნაგა შვერილი რომლის შუა სამ წახნაგში სწორკუთხა სარკმლებია გაკეთებული.


ორსართულიანი შენობის სამხრეთით მთელ სიგრძეზე გრძელდება ერთსართულიანი ნაწილი, იგი დიდი დარბაზის, პატარა ოთახის და მათ შორის მოქცეული აივნისგან შედგება. აივანი სამხრეთ-აღმოსავლეთით ოთხი კვადრატული ბოძითაა გახსნილი. აივანზე ორსაფეხურიანი კიბითაა ასასვლელი, აივნიდან კი ოთახებშია მოხვედრა შესაძლებელი. ფოსტის დასავლეთი კედლის პირველი სართული პილასტრებითა და საფეხუროვანი კაპიტელებითაა გაფორმებული, რომლებიც იმეორებენ აივნის ბოძებისა და კაპიტელების ფორმას. შენობა გადახურულია თუნუქით.

შენობის აგების აუცილებლობა მოიტანა რუსეთ-საქართველოს სამხედრო გზის გაყვანამ. როგორც წესი ამ პერიოდის საფოსტო ადგილები ითავსებდნენ როგორც ინფორმაციის გადამტან, ისე სატრანსპორტო საშუალებების გამოცვლის ფუნქციას. ფასანაურის შენობა კი ერთადერთი ასეთი საფოსტო ადგილი იყო თბილისი-სტეფანწმინდის გზაზე. ამიტომ ამ შენობაში არაერთი ცნობილი ქართველი და უცხოელი გაჩერებულა, საქართველო-რუსეთის გზაზე გავლის დროს (ილია ჭავჭავაძე, ალექსანდრე დიუმა, ალექსანდრე პუშკინი და სხვ.).


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.