ფარისებრი ჯირკვალი
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები დღეს ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოში. ფარისებრი ჯირკვალი მომცრო პეპლის ფორმის ენდოკრინული ორგანოა.
ჩიყვი, ანუ ფარისებრი ჯირკვლის გადიდება მრავალი დაავადების დასაბამი შეიძლება გახდეს. სწორედ ამიტომ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებთან დაკავშირებით გთავაზობთ ინტერვიუს ექიმ – ენდოკრინოლოგ, მედიცინის დოქტორ მაკა კვირიკაშვილთან:
რა დაავადებები ახასიათებს ფარისებრ ჯირკვალს?
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების და მისი რეგულაციის დარღვევის შედეგად განვითარებული დაავადებები ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან იყო ცნობილი. ამ მიმართულებით საუკუნეების განმავლობაში ბევრი რამ გაირკვა და გაკეთდა. მიუხედავად ამისა, მათი გავრცელების სიხშირე და მიმდინარეობის ხანგრძლივობა, არა იშვიათად ჩატარებული თერაპიის დაბალეფექტურობა დღემდე აქტუალურს ხდის ამ დაავადებებს.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა კლასიფიკაცია მისი ფუნქციური მდგომარეობის მიხედვით შემდეგია:
1 ეუთირეოიდული ჩიყვი (შენარჩუნებული ჰორმონალური სტატუსი)
2 ჰიპოთირეოზი – თანდაყოლილი, ან შეძენილი (დაქვეითებული ჰორმონალური სტატუსი)
3 ჰიპერთირეოზი (მომატებული ჰორმონალური სტატუსი)
სონოგრაფიულად გამოყოფენ ფარისებრი ჯირკვლის დიფუზურ და კეროვან ცვლილებებს. ულტრაბგერითი ცვლილებების გათვალისწინებით ფარისებრ ჯირკვალს ახასიათებს შემდეგი პათოლოგიები:
4 დიფუზური ჩიყვი (დიფუზურ-ტოქსიური ჩიყვი, აუტოიმუნური თირეოიდიტი);
5 კვანძოვანი ჩიყვი (ადენომა);
6 ფარისებრი ჯირკვლის კიბო.
შესაძლებელია თუ არა ჩიყვის ბოლომდე განკურნება?
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების უმრავლესობას საფუძვლად უდევს იოდის დეფიციტი. მოგეხსენებათ, იოდი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტია, ადამიანის ორგანიზმში იგი არ წარმოიქმნება. ორგანიზმს ის უმთავრესად ცხოველური და მცენარეული საკვებით მიეწოდება. თუ ორგანიზმმა საკმარისი რაოდენობის იოდი ვერ მიიღო, ვითარდება იოდდეფიციტური მდგომარეობა, რომელიც სხვადასხვა დაავადებას აძლევს დასაბამს. იოდის ნაკლებობისას ფარისებრი ჯირკვალი ვერ წარმოქნის საჭირო რაოდენობის ჰორმონებს და კომპენსატორულად დიდდება – ყალიბდება ჩიყვი. ჩიყვის ჩამოყალიბებას იოდდეფიციტის პირობებში 6-12 თვე სჭირდება. არსებობს ამ დაავადებათა მთელი სპექტრი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა პათოლოგიებს მუცლადყოფნის პერიოდიდან დაწყებული სიცოცხლის ბოლომდე.
ფარისებრი ჯირკვლის გადიდება – ჩიყვი – შეიძლება მიმდინარეობდეს განსხვავებული ჰორმონალური სტატუსით, შესაბამისი კლინიკური გამოსავლით.
-ეუთირეოიდული ჩიყვი, თუ ის იოდდეფიციტის შედეგია, იოდპროფილაქტიკის სწორი დაგეგმარების შემთხვევაში სასურველ შედეგს იძლევა.
– ჰიპოთირეოიდული ჩიყვი, განსხვავებული ეტიოპათოგენეზური მექანიზმების გათვალისწინებით, შეიძლება იყოს იოდდეფიციტის, ან აუტოიმინური თირეოიდიტის შედეგი. აღნიშნულ მდგომარეობათა შორის განსხვავება განაპირობებს მკურნალობას და კლინიკური გამოსავლის შედეგს.
– ჰიპერთირეოიდული ჩიყვის თერაპია თირეოსტატიკური სამკურნალო საშუალებებით – სამწუხაროდ, არ იძლევა დაავადების რეციდივის თავიდან აცილების გარანტიას. საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა, ან რადიოაქტიური იოდით (I-131) მკურნალობა.
რა შემთხვევაშია დასაშვები ქირურგიული ჩარევა?
შეკითხვაში თითქოს პასუხიც ჩანს. როდესაც თერაპიული მკურნალობა არაეფექტურია, შესაბამისი ჩვენების საფუძველზე მივმართავთ შემდეგი ტიპის ქირურგიულ ჩარევებს:
8 ფარისებრი ჯირკვლის რეზექცია
9 ფარისებრი ჯირკვლის სუბტოტალური რეზექცია
10 ჰემითირეოიდექტომია
11 ფარისებრი ჯირკვლის კვანძის ენუკლიაცია
ფარისებრი ჯირკვლის კვლევისა და დიაგნოსტიკის რა მეთოდები არსებობს?
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა დიაგნოსტიკა ორი მიმართულებით წარმოებს:
1. ჯირკვლის მორფოლოგიის განსაზღვრა;
2. ჯირკვლის ფუნქციის განსაზღვრა (Hoster F. A. 1989)
სადღეისოდ სონოგრაფია (ექოგრაფია, ულტრაბგერითი გამოკვლევა) ფარისებრი ჯირკვლის მორფოლოგიური კვლევის ძირითადი მეთოდია, რომელიც გამოიყენება ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკაში. აღნიშნული განპირობებულია მისი საკმარისად მაღალი სიზუსტით. მართალია, სონოგრაფია არ იძლევა ქსოვილის ჰისტოლოგიური დიფერენცირების საშუალებას, მაგრამ ამავე დროს ის საკმარისად ზუსტად ასახავს ჯირკვლის ზომებსა და მის მაკრომორფოლოგიას. ამას გარდა, ის იძლევა დამიზნებითი პუნქციის საშულებას, რაც კიდევ მეტად ზრდის მეთოდის ღირებულებას. ფარისებრი ჯირკვლის სონოგრაფიული კვლევის მიზანია (Wiedemann W., Bornwr W. 1984, Lutz H., Meudt R. 1984, Braun B. 1992):
1. ფარისებრი ჯირკვლის დაზიანების გამოვლენა, ან მისი უარყოფა (კვანძოვანი და დიფუზური ჩიყვი, თირეოიდიტი, ადენომა, ავთვისებიანი სიმსივნეები);
2. ფარისებრი ჯირკვლის ნოზოლოგიათა დიაგნოსტიკა;
3. ფარისებრი ჯირკვლის მოცულობითი პროცესის გამოვლენა, ცისტის დიაგნოსტირება მოცულობითი პროცესისგან;
4. სცინტიგრამაზე გამოვლენილი ”ცივი” ზონების დიფერენცირება;
5. პალპირებადი წარმონაქმნების დიფერენცირება;
6. ფარისებრი ჯირკვლის ზომების დადგენა;
7. მკურნალობის შედეგების კონტროლი;
8. ფუნქციური ბიოფსია;
9. სასკრინინგო კვლევა.
თირეოიდული ჰორმონების განსაზღვრა სისხლის პლაზმაში ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. მათი შემცველობის განსაზღვრა იმუნოფერმენტული მეთოდით საშუალებას გვაძლევს, მოვახდინოთ საფუძვლიანი დიფერენციაცია ეუ-, ჰიპო- და ჰიპერთირეოიდულ მდგომარეობებს შორის. რადიოიმუნოლოგიური ტესტის დიაგნოსტიკის სიზუსტე დაავადებულებში შეადგენს 90%-ს.
რა ეტაპებს მოიცავს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა მკურნალობა?
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა მკურნალობა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
1. თერაპიული – პროფილაქტიკური (იოდით), შენაცვლებითი თერაპია (თიროქსინით), თირეოსტატიკური საშუალებები;
2. ქირურგიული;
3. რადიოაქტიური იოდი (I-131); ამ მეთოდს ფარისებრი ჯირკვლის უსისხლო ოპერაციას უწოდებენ, რომლის შედეგად ფარისებრი ჯირკვალი წყვეტს ფუნქციონირებას ჯირკვლის შენარჩუნებით. სამწუხაროდ, აღნიშნული მეთოდი საქართველოში არ ტარდება.
რა სიმპტომები ახასიათებს ჩიყვს?
ჰიპოთირეოიდული ჩიყვის შემთხვევაში ჰორმონების უკმარისობა უარყოფითად აისახება ორგანიზმის სისტემების ფუნქციონირებაზე. ხშირია გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხება. ამ დროს მთელ ორგანიზმში ირღვევა მეტაბოლიზმი, ქვეითდება არტერიული წნევა, ვითარდება ჰიპერქოლესტერინემია, სუსტდება გულის ცემა, თავს იჩენს ბრადიკარდია, კუნთოვანი ტონუსის დაქვეითება, ზოგადი სისუსტე, ყაბზობა, იმუნიტეტის და შრომისუნარიანობის დაქვეითება, ანემია. ირღვევა რეპროდუქციული ფუნქცია (უშვილობა, სპონტანური აბორტი, იზრდება კრეტინიზმით დაავადებული ბავშვის გაჩენის რისკი) და სხვა.
თირეოიდული ჰორმონების სიჭარბე ხასიათდება შემდეგი სიმპტომატიკით: წონაში კლება, ტაქიკარდია, მომატებული ნერვული აშლილობა, ოფლიანობა, საერთო სისუსტე, გამოხატული ოფთალმოლოგიური პრობლემები, მენსტრუალური ციკლის მოშლილობა, უშვილობა, თვითნებური აბორტები, სითბოს აუტანლობა, შინაგანი ცახცახი, უმიზეზო ფორიაქი, გამოხატული ტრემორი და სხვა.
რამდენად ხშირია ჩიყვი ბავშვებში?
რისკჯგუფებს ქმნიან:
1. ჩვილები, რომლებიც ადრეული ასაკიდან გადაიყვანეს ხელოვნურ კვებაზე, მაგრამ არ იღებდნენ იოდით გამდიდრებულ ადაპტირებულ ნარევებს;
2. 1-4 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც არ იღებენ იოდიზირებული მარილით გამდიდრებულ საკვებს;
3. სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვები, რომლებსაც აღენიშნებათ ფიზიკური განვითარების შეფერხების ნებისმიერი ფორმა, აქვთ ენდემიური ჩიყვით დატვირთული მემკვიდრეობა;
4. გარდატეხის ასაკის მოზარდები, განსაკუთრებით გოგონები 11-12 წლიდან 16-18 წლამდე.
რამდენად საშიშია ჩიყვი ორსულებისთვის? რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მან ნაყოფზე?
ფარისებრ ჯირკვალს ხშირად გონიერ ჯირკვალსაც უწოდებენ, ვინაიდან მისი ჰორმონები, უპირველეს ყოვლისა, ინტელექტუალურ სფეროზე ახდენენ გავლენას. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს ქალები 5-7-ჯერ უფრო ხშირად უჩივიან, ვიდრე მამაკაცები. ეს სნეულებები ქალებს უმთავრესად შვილოსნობის ასაკში ემართებათ. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისადმი უფრო მეტად მიდრეკილნი არიან ორსულები, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ამ ორგანოს ესა თუ ის პათოლოგია. ორსულობისას ქალების უმრავლესობას იოდის დეფიციტი უვითარდება, მაგრამ ზოგიერთის ორგანიზმი ეგუება ამ მდგომარეობას და ნაყოფის განვითარებისთვის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნორმალურ კონცენტრაციას უზრუნველყოფს.
თირეოიდული ჰორმონი ასტიმულირებს ენერგიის წარმოქმნას და ზრდის ჟანგბადზე ქსოვილის მოთხოვნას. ხელს უწყობს ცილების სინთეზს, ზრდას, ცხიმების და ნახშირწყლების ცვლას, ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულაციას. სხვა ანაბოლური ჰორმონისგან განსხვავებით, იგი არა მარტო ზრდის, არამედ ქსოვილთა დიფერენცირების პროცესს არეგულირებს და ამით ბავშვის ორგანიზმს ზრდასთან ერთად მის მომწიფებასაც უწყობს ხელს.
მუცლად ყოფნის პერიოდში ეს ჰორმონი აკონტროლებს ემბრიოგენეზს (ნაყოფის ფორმირება), ორგანოების და სისტემების დიფერენცირებას, ტვინის მომწიფებას, ინტელექტის ფორმირებას. მუცლად ყოფნის ადრეულ ეტაპზე თირეოიდული ჰორმონის გავლენით ფორმირდება ძირითადი ცერებრული ფუნქციები. ამ ჰორმონის ნაკლებობა ტვინის განვითარება-ფორმირების ამა თუ იმ ეტაპზე შეჩერებას განაპირობებს, რასაც შეუქცევადი პროცესები, ადამიანის ინტელექტუალური და მოტორული ფუნქციების განუვითარებლობა მოჰყვება. ისინი გავლენას ახდენენ ფილტვების ქსოვილის, ძვალ-სახსროვანი სისტემის ფორმირებაზე. ჩონჩხისა და ხრტილოვანი ქსოვილის ზრდა პირდაპირ უკავშირდება ბავშვის ორგანიზმის იოდით მომარაგებას. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ასტიმულირებს ძვლის წარმოქმნას, აჩქარებს ძვლებში მინერალების (უმთავრესად კალციუმის და ფოსფორის) ჩალაგებას.
იმის მიხედვით, რომელ ეტაპზე დაიწყო თირეოიდული ჰორმონების სინთეზის დარღვევა, მოსალოდნელია:
მუცლად ყოფნის პერიოდში:
1. თვითნებური აბორტი;
2. მკვდრადშობადობა;
3. თანდაყოლილი ანომალიები;
4. მაღალი პერინატალური სიკვდილიანობა;
5. ნევროლოგიური კრეტინიზმი (გონებრივი ჩამორჩენა, სიყრუე, სიელმე);
6. მიქსედემატოზური კრეტინიზმი (გონებრივი ჩამორჩენა, სიმაღლეში ჩამორჩენა, ჰიპოთირეოზი);
7. ფსიქომოტორული დარღვევები.
ახალშობილის პერიოდში:
1. ნეონატალური ჰიპოთირეოზი;
2. ნეონატალური ჩიყვი.
რას გვეტყვით ჩიყვის პროფილაქტიკის შესახებ?
ჩიყვის პროფილაქტიკა – ეს იგივეა, რაც იოდდეფიციტის პროფილაქტიკა. წყლიდან და ჰაერიდან ორგანიზმში მოხვედრილი იოდის წილი ძალიან მცირეა. მინერალურ წყლებში ეს ელემენტი შედარებით მეტია. იოდით განსაკუთრებით მდიდარია ზღვის პროდუქტები, კერძოდ, ზღვის კომბოსტო (ლამინარია), წყალმცენარეები, თევზი. ბევრია იოდი თევზის ქონშიც. არსებობს შეხედულება, თითქოს ზოგიერთი მცენარეული პროდუქტი, მაგ.: ფეიხოა, ხურმა, კაკლის უღელი, ბევრ იოდს შეიცავს. ეს არ შეეფერება სინამდვილეს. საერთოდ, ხილსა და ბოსტნეულში (გარდა ისპანახისა) იოდი უმნიშვნელო რაოდენობითაა, შედარებით მეტია ხორცში, რძესა და რძის ნაწარმში, კვერცხში.
მთელ რიგ ქვეყნებში ოდდეფიციტური დაავადებების პროფილაქტიკაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება იოდიან მარილს, ვინაიდან ეს უკანასკნელი ყველაზე ფიზიოლოგიურ, იაფ და გავრცელებულ მეთოდს წარმოადგენს. ალტერნატიული საშუალებაა იოდიზირებული ჩაი. იოდდეფიციტურ კერებში მცხოვრები მოსახლეობის იოდით გამდიდრებული პროდუქტებით უზრუნველყოფა გულისხმობს მოსახლეობის მასობრივ პროფილაქტიკას იოდიანი პროდუქტებით (მარილი,რძე, პური, ზეთი, წყალი, შაქარი). არსებობს იოდიანი კოსმეტიკაც. დიდ ბრიტანეთსა და სკანდინავიის ქვეყნებში მოსახლეობისთვის იოდის ძირითად წყაროს რძის პროდუქტები წარმოადგენს, ვინაიდან მათ საქონლის საკვების იოდირებას კანონი ავალდებულებს. თუმცა მარილი ამ თვალსაზრისით შეუცვლელია. მართლაც, იოდდეფიციტის სავალალო შედეგების პროფილაქტიკისთვის ყველაზე მარტივი გზაა. ის ერთადერთი მინერალია, რომელიც საკვებს სპეციალური ქიმიური დამუშავების გარეშე ემატება, ამასთანავე, მას მოიხმარს მოსახლეობის ყველა ფენა, განურჩევლად სოციალური და ეკონომიური სტატუსისა. მისი დღიური ნორმის დიაპაზონი (საშუალოდ 5-10გ) მცირეა და არ არის დამოკიდებული სქესზე, ასაკსა და სეზონზე. იოდდეფიციტის პროფილაქტიკისთვის მარილის მოხმარების გაზრდა არ არის საჭირო, მაგრამ იოდდეფიციტის სიმძიმის კვალობაზე შეიძლება ადეკვატურად გაიზარდოს მარილის იოდიზირების პროცესი. მარილის იმ დოზით იოდირება, რომელიც ყოველდღიურად 150-250მკგ იოდის მიღებას უზრუნველყოფს, უსაფრთხოა, მათ შორის მათთვისაც, ვისაც იოდდეფიციტი არ აღენიშნება. კალიუმის იოდით გამდიდრებულ მარილს თავისებური სუნი, ფერი და გემო აქვს. ვინაიდან იოდი აქროლადი ნაერთია, მარილი უნდა მოვარიდოთ ნესტსა და მზის სხივების უშუალო ზემოქმედებას. მისი შენახვა სასურველია მჭიდროდ დახურულ მუქ ჭურჭელში. იოდიანი მარილი კერძს არა მომზადებისას, არამედ ქურიდან გადმოდგმის შემდეგ უნდა დაემატოს, ვინაიდან მაღალი ტემპერატურა იოდის ინაქტივაციას იწვევს.
ამჟამად, მსოფლიოს 40 ქვეყანაში მოქმედებს მარილის იოდირების უნივერსალური პროგრამა, რაც მოსახლეობისთვის მხოლოდ იოდიანი მარილის მიწოდებას ითვალისწინებს.
ექიმის რჩევა: იოდის პრეპარატებით თვითმკურნალობა და თვითპროფილაქტიკა კატეგორიულად იკრძალება. ამ პრეპარატების არასწორმა მიღებამ შესაძლოა ვერაფერი უშველოს იოდდეფიციტურ პრობლემას, მეტიც, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის მიზეზად იქცეს. გარდა ამისა, იოდის პრეპარატების მიღებამდე უნდა დავაზუსტოთ, როგორ მუშაობს ფარისებრი ჯირკვალი. იოდშემცველი საშუალებების მიღება უკუნაჩვენებია ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტივობისას. თუ ფარისებრი ჯირკვლის დაავადება გაქვთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს კვალიფიციური რჩევისთვის.
დავით დანელია
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
ძალიან მომეწონა ეს სტატია, მაგრამ მაინტერესებს მე ფარისებრი ჯირკვალი ძალიან პატარა მაქვს ვსვმ იოდ ბალანს.რა შეიძლება მოჰყვეს ამას.იქნებ მიპასუხოთ
Me tdh mqonda mpmatebuli da L-tiroxini daminishna eqimma da ramdenad sworia? Misi migebis shemdeg tavs cudad vgrdznobdi tavbrusxveva mwonda wonasworobas vkargavdi, lidev ta minda gkitxot muceli momedhala erti wlis win da exla vegar vorsuldebi da sheidzleba ushvilo gavxde amis gamo?
Farisebri maqvs amokvetili.ukve4welia.aqamde normashi mqonda analizebi.axla ki FT4 maqvs magali44. TSH normashia es risi brali sheidzleba iyos da ra gavaketo?
საინტერესო სტატიაა, ზუსტად ეგ ნისჰნები მაქვს ცჰიყვის და ცუდად მხდის, ხვალვე მივალ ექიმტან, მადლობტ რომ ასე კარგად ახსენიტ მის სჰესახებ
როგორც ვიცი მეც ფარული ცჰიყვი მაქვს.ალბატ მტელი ცხოვრება მქონდა,ყურადგჰებას არ ვაქცევ,მესჰინია წამლების და ექიმების.ერტადერტი გჰმერტის იმედი მაქვს,ტუ რაიმე მოსახდენია ალბატ ისედაც მოხდება.მარტი მამა გაბრიელის და მამა ვიტალის ზეტს ვსვამ. მე არ მომბადზოტ მიხედეტ დროზე,რომ მორცჰეტ. გჰმერტმა ყველა კარგად გამყოფოტ. ამინ
Eqimi aucilebelia da sashishic araferia
Rogor daadginet paruli roa mec maq echvebibda
anti t p o – s analizi unda chaabarot
დიდი მადლობა, ტქვენც გმერტი გპარავდეტ, მე დგეს ვიყავი ექიმტან, პატარა ცჰიყვი გაქვსო, სისხლი ამიგეს და ვნახოტ რა პასუხი იქნება,ისე ჯობია ტქვენც მიხვიდეტ, სასჰისჰი არაფერია
მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ჩიყვის ბოლომდე განკურნება?
კიიი მაგრამ სულ კონტროლს საჭიროებს
გავიკეტე ცჰიყვის ოპერაცია,მაინტერესებს TSH FR4 ამ ანალისების ნორმა რამდენია? მაინრერესებს ეხლა რა სიმპტომები სეიდზლება ქონდეს?
მთლიანად გაქვს ამოკვეთილი თუ ნახევრად?ვინ გაგიკეთა ოპერაცია?
vaxo says:
20.06.2015 at 15:46
ჩემი შვილი 4 წლის არი (ბიჭი) გუშინ აუგეთ ანალიზები, ჩიყვი აღმოჩნდა დზაან პატარა ზომის,მაინტერესებს ეგ საშიშია თუ არა და რა ზომები მივიღო?მადლობთ წინასწარ
maqvs kvandzovani chiyvi..hormonebi ar maqvs shecvlili…var sul cudad…titqos goneba mekargeba….narjvniv maqvs kvandzi da mteli yeli da kiseri dacherili maqvs…es chiyvia tu nervozi vegar gavige..nervopatologi dzliers arafers micers
დაახლოებით 10 წლის წინ ექოსკოპიამ აჩვენა ,რომ მაქვს პატარა კვანძი.მკურნალობა არ დამინიშნეს.რამდენჯერმე გავაკონტროლე და მომატებული არ იყო.ახლახან კი მითხრეს ,რომ 3 მილიმეტრით არის მომატებული.როგორ მოვიქცე?
მეც 2 მილიმეტრი მაქვს.არანაირი სხვა მიზეზი არა მაქვს.გამომიწერეს პროფილაქტიკისატვის წამალი და დამავიწყდა სახელი იქნებ მირციოთ თქვენ რა წამალი დავლიო
ძალიან კარგი და საინტერესო სტატუსია ძალიან მომეწონა>>მაგრამ მაინტერესებს განიკურნება თუარა ჩიყვი საბოლოოდ???
maqvs hipotireozi.taxikardia magali wneva zogjer udzilobamovimate wonashi aris tu ara chikvis mizezi.
imedia gamomexmaurebit—-598141248
გავიკეთე ოპერაცია მთლიანად ამომკვეთეს ვარ 23 წლის და აქ თუ სწორად წავიკითხე იოდით მკურნალობის დროს ოპერაცია არ უნდა იყოს გაკეთებული?ვერ გავიგე იქნება ამიხსნათ დნეპრში დავდივარ რადიაციულიიოდით ვმკურნალობ:(ეხლა მაქვს ისეთი შეგრძნება თითქოს გონებას ვკარგავ ხოლმე:(როგორც ვატყობ ნერვოზი მაქვს და რითი უნდა ვუშველო:(
ნანიკო ნევროზი არაფერ შუაშია როცა იოდით სამკურნალოდ მიდიხარ ერთი თვით ადრე ხო წყვიტავ წამლის მიღებას და ამდროს ტსჰ ადის ძალიან მაღლა და ეს ძლიერად მოქმედებს ნერვიულ სისტემაში და სტრესში გაგდებს , მეც გაკეთებული მაქვს ეგ ოპერაცია და მეც დავდივარ იოდზე
sad gaiketet operacia da rogor grznobt tavs mec axali gaketebuli maqvs erti tvis da zalian vnanob jobda shemenarchunebina da raiaqtiuli iodit memkurnala
calian gtxovt mipasuxot rogoria eg iodit mkurnaloba.mec daminishnes.calian vnerviulob.iqneb amixsnat.555664050
5 dgea rac gamiketes chiyvis operacia. meubnebian ro unda davlio iodis kafsula .calian mainteresebs eg rogoria.an vis aaqvs mixebuli. sad gaiketa. yvelaferi rac ki am kafsulas sheexeba.calian gtxovt iqneb momcerot an damikavshirdet. calian vnerviulob.555664050.tamuna. cinascar didi madloba.
მაინტერესებს ჩიყვს თუ ახასიათებს სიცხე, დაბალი სიცხეები 37-37 და ორი
მე ნანა 13 წლის ვარ და ჩიყვით დაავადებული ვარ მაგრამ ეს არ არის საშიში მე ჩიყვი 3 ზომით დაპატარავებული მაქვს და რა გავაკეთო ?
კიდე მაინტერესებს ჩიყვი თუ იწვევს მაღალ წნევებს? ან თავის ძლიერ ტკივილს?
Gamarjobat, kii chiyvi iwvevs wnevas,mec agmomachnda chiyvi da ramodenime xani 160cs vatarebdi…tavis tkivilebic iseti maqvs magijebs..
radioaqtiuli iodit mkurnaloba saqartveloshi ukve arsebobs…
sashineli rame yopila, gvian gamiges, exla gormonaluri mkurnaloba maqvs danishnuli , imedia mishvelis. wlebis manzilze nevrozi megona, da parisebris daqveitebuli punqcia mqonia. momkles ginekologebtan sirbilit, arc bavshvi meyola da esec turme mwamvlavda. dabali sicxeebit mixvda bolos eqimi 34,5 da 35, 5 rom sadgac anteba mqonda organizmshi. da rogorc gairkva skolis mere mtanjavs 45 wlis var da exla gamiges. ise yvelapers eshveleba tu diagnozi sworad dasves. ubralod kontrolia sul sachiro.
http://www.schilddruesenguide.de/sd_krankheitssymptome.pdf
20 wlis win gamiketes iperacia da amomkvetes ramdenadac vici mtlianad, ukve ramdenime welia isev makvs problemebi, sakmaod seriozuli da isev mjirdeba mkurnaloba, mainteresebs, aseti shemtxvevebi xshiria tu raime gansakutrebul shemtxvevaa?
kargi statiaa,kargad aris axsnili.me titkmis kvela simptomi makvs rats aris chamotserili garda ertisa,ar mtsxela xolme pirikit sul mtsiva,am bolo 2 kviris mandzilze vatkob rom spazmebis saxit kisershi utsnauri titkos da tsamoxvelebasavit metskeba da mere gadamivlis xolme.ekimtan ar vkopilvar da gtxovt mirchiot rame
Gamarjonat. Yeli mawuxens ylapvisas tkacunobs da titqos ragac mag gachxerili xom ver metuvit ta sheidzleba iyos mizezi.?
mkavs 15 clis gogo,agmoachnda farisebri jirkvlis hiperplazia,saerto moculoba 14,1sm3,ramdenad sashishia da rogor mkurnalobas sachiroebs? madloba cinascar.zugdidi
Me tsh mqonda momatebuli da L-tiroxini daminishna eqimma da ramdenad sworia? Misi migebis shemdeg tavs cudad vgrdznobdi tavbrusxveva mwonda wonasworobas vkargavdi, lidev ta minda gkitxot muceli momedhala erti wlis win da exla vegar vorsuldebi da sheidzleba ushvilo gavxde amis gamo?
yelis areshi xandaxan tkivils da zewolas vgrdznob michirs ylapva xasiati cvalebadi gamixda nerviuli gavxdi, xshirad xma chaxlechili maqvs maxvelebs ishviatad maqvs sisuste, depresia, xshirad metireba rac adre ar yofilaa da bevri ragac maviwydeba. ras fiqrobt? rogor ggoniat es chiyviis gamoa da tu asea ra saxis chiyvi maqvs?
gamarjoba. kankali umizezod foriaqi da sitbos autanloba eg yvelaferi macuxebs da martla shesadzloa chiyvi mqondes? vis mivmarto?
dzalian momewona es statia. dzalian saintereso infformacia ewera.
gavikete analizebi (TSH)HR4.7 da shedegia 6,65
(FT4)1,46 sakmaod magalia da MAINTERESEBS RAMDENAS SASHISHIA ?gtxovt mipasuxot madloba winaswar
vaime gamarjobat ra minda gkitxot gtxovt mipasuxet yelze gamomivida gverdze yurs dabla burtivit ragca 1 mxares marto da ra iqneba
Raadgilze gaqvt gavmagrebulia?mec maq msgavsi ragac
Gamarjobad me Nata var shegidzliat mipasuxod yeli mecvis mtkiva da sodas civ ckals vsvav magram tkivili ar qreba ukve 1 tvea rom ase cudat var da ram gamoicvia netav
Gamarjobat dedachems aqvs chiyvi da utxres rom adrnoma aqvs da mainteresebs ketiltvisebiani adenoma tu avtvisebiani dzalian gtxovt mipasuxet
anka piradad me mkonda adenoma sashishi araa ketiltvisebiania
mec adenoma maqvs da operacia aucilebelia mag dros?
mainteresebs shesadzlebelia tu ara qali darches orsulad tu mas mtlianad amokvetili aqvs farisebri jirkvali?
gamarjoba me paruli chiyvi maqvs da xshirad mawuxebs uhaeroba tvalebi xshirad mibneldeba aseve xshirad mipujdeba xasiati midrekileba makvs stresisken ra sheidzleba gavaketo am shemtxvevashi rame mirchiet
gamarjobat, maqvs kvandzovani chiyvi(koloiduri kvandzi)vmkurnalob sam tveshi ertxel viketeb yvelanair gamokvlevebs.analizebi yvelaferi normis farglebshi maqvs,exoskopiuri kvlevac yvela misvlaze michvenebs rom mkurnalobis shedegi ashkarad uketesia saerto zoma fariseburi jirkvlis 14.7 ia.maintereesebs mipasuxot mainc aucilebelia amokveta? iqneb ase nel-nela gacova moxdes? cinascar gixdit madlobas!
მე ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე აღმომაჩნდა.მარდალეიშვილის კლინიკაში ლევან კალმახელიძემ გამიკეთა ოპერაცია და გამიშვა იოდის დასალევად ხარკოვში(რადიოაქტიური იოდი).იქ აღმოჩნდა რომ ოპერაცია საოცრად კარგად იყო ჩატარებული და მიუხედავად იმისა რომ ორი მეტასტაზიც მქონდა კვალიც აღარ ჩანდა სიმსივნის… მადლობა უფალს და ბატონ ლევანს..
gamarjobat.
gamarjobat chemmma axlobelma gaiketa operacia , utxres rom amis gamo ar hyavda shvili, operaciis mere ki schirdeba iodis sxivebi, ainteresebs tu aris shesadzlebeli am yvelafris shemdeg shvilianoba da mohyveba tu ara iodis sxivebs raime dabrkolebebi
Gamarjobat. Var 16 wlis gavikete operacia. Kvandzovani chiyvi mqonda da operaciis mere xma davkarge. Var momgeralia da sheidzleba mer e xma ro damibrundeba momgerloba gavagrdzelo???
გავიკეთე კვანძოვანი ჩიყვის ოპერაცია მარცხენა წილის სუბტოტალური რეზექცია, მას შემდეგ გავიდა 7-8 წელი ამ ეტაპზე კიდევ აღმომაჩნდა მეორე მხარეზე კვანძი როგორ მოვიქცე
Mainteresebs yurebze tu aq gadacema yurebi mishupdeba maqvs qavili viyavi yuris eqomtan da araferiao maqvs aseve tmis cvena sashishia?
exla gavige rom maqvs,kvanzovani hikvi orive mxares 7 mlm,ramdenad sahihia da ra vqna.
me eqvsi wlis win gavikete chiyvis operacia da axla intensiurad vigeb eutiroks. mainteresebs orsulad darchenaze tu moaxdens gavlenas es operacia. didi madloba winaswar
ჩემი შვილი 4 წლის არი (ბიჭი) გუშინ აუგეთ ანალიზები, ჩიყვი აღმოჩნდა დზაან პატარა ზომის,მაინტერესებს ეგ საშიშია თუ არა და რა ზომები მივიღო?მადლობთ წინასწარ
gamarjoba vaxo.unda miiyvano bavshvi endokrinelogtan da gamoikvlevs bavshvs safudzvlianad mere tu dasanishni ineba daunishnavs wamals da kontrolze aiyvan.vajafshavelas #19-Shi
Gamarjobat! sashishi araferia,ubralod endokrinologs unda mimartot…batara asakidan ufro advilia mkurnaloba! mec mitxres patara,rom viyavi chiyvze gaesinjeo ,magram yuradgeba ar miaqcies chemma mshoblebma.axla ki 20 wlis asakshi gamomivlinda chiyvis sashineli formebi : magali wneva,glukozis momatema,uhaeroba da spazmebi gulis areshi..unda gitxrat ,rom chiyvi bichebshi sashishi araa!! :) ufali faravdes tqvens shvilss))
agmomachnda dipuziurad gadidebuli chiyvi,maqvs dabali wnevebi,xandaxan magalic,maqvs mudmivi dagliloba da motentiloba,tavic mibruvdeba,yvela kunti da dzvali mtkiva,var gagizianebuli gacinebac ki ar shemidzlia titqos yvelaperi chameketa.axasiatebs tu ara eg yvelaperi chiyvs??
TSH-5,2, FT4-1,0 es pasuxii momividaa daa ramdenad sashishiaa
Makvs hipeethireozuli chikvi clebia.vsvamdi l-tiroksins pexmdzimobisas.kvelaperma normalurad chaiara da bavshvebic absolutyrad jamrtelebi mkavs.bolo ori tvea ar damilevia camali da gushin dilit gagvidzebidan ert saatshi davkarge goneba da mockvetit daveci.aris tu ara shesadzlebeli ikos chikvis brali.ubralod mainteresebs radgan 3 shvili gavachine da arcerti ordulibis drosac ki arasdros saertod ras nishnavda da rogor xdeboda es ver carmomedgina.
me farisevli jirkvlis anteba mitxres vsvam tirozols tsh mkonda daqveitebuli da autanlad mtkiva yelirogorc garedan ise shignidanac meshinia saoperacio xo ar var
Mec maqvs chikvi da titqmis kvela simptomi ufro nervuli shishebi.gtxov irchiot vinme dzlieri eqimi
გამრჯობა მაინტერესებს ისეთი გრძნობა მაკვს რომ თითქოს ყელში რაღაც მაწუხებს და ხანდახან მახრჩობს . მეშინია ეკიმთან მისვლის .
ერთხელ რომ მივედი ყელის ეკიმთან მითხრა შვილო შნ ნერვოზი გაკვსო და დამინიშნა ვალერიანი. შეიძლება ეს იყოს რამე სერიოზული და რა სახის კვლევა ჩავიტარო რომ სწორი დიაგნოზი დამისვან.
Gamarjobat maqvs faruli chiyvi da am shemtxvevashi sheidzlebaa qirurgiuli chareva?
Ertxel davlie iodis 50gramiani kapsula axla micevs ati grami da kide ar sheizleba bavshvtan mikarebaa
gamarjoba eqimo dzalian gtxovt mitxarit ra jdeba kvandzovani chiyvis operacia
?
ზომაზე მეტად დაპატარავებული მაქვს ჩიყვი, მჭირდება თუ არა მკურნალობა
chikvi maqvs da rac aq weria rac axasiatebs farisebri jirkvals kvelaferi aisaxeba chems mimartebashi da saqartveloshi rom mivdivar vabareb analizebs da shemdeg shevdivar eqimtan ambobs chemi mxridan chareva sachiro araris mibdzandit nervopatologtano. da turqetshi rom chamovfrindi turme kai xnis saoperacioc mqonia da es aq gavige. asea saqartveloshi medicina ganvitarebuli
ჩემს გოგონას11 წლის მოზარდს დაეწყო თმის ცვენა მაინთერესებს ჩიყვს ახასიათებს ეს სიმპთომი?
Gamarjobat! kii chiyvs axasiatebs tmis cvena,frchxilebis mtvreva da kanis simshrale tavshi))
xom ver metkvit ras nishnavs gadagvarebuli jirkvali? chems bebias utxra eqimma rom es schirs da shesazlebelia tu ara gankurneba
chavitare gamokvleva da maqvs 12 kvandzi shxamianoba maqvs momatebuli mainteresebs biofsiss gareshe tu damenishneba mkurnaloba?
sad mdebareobs es savandyofo?
გამარჯობათ მე ვარ 17 წლის.გიგი. წელიწადნახევარია მაქვს ჩახლეჩილი ხმა რა შეიძპებწ იყოს ამის მიზეზი
გამაჯობათ, მაინტერესებს ჰორმონალური ცვლილების დროს, შესაძლებელია თუ არა აღინიშნებოდეს ტემპერატურა 37 – დან 37. 4 მდეც კი. და რომელი აბალიზებია საჭირო, მადლობა
gamarjobat. eqoskopiis surati kargi maqvs. eqimma mainc momtxova tsh da ft4 analizis gaketeba da aucilebelia tu ara? anu roca zomebi mowesrigebulia sheileba rom mainc iyos hormonaluri dargveva?
madloba winaswar
gamarjobat. eqoskopiis surati kargi maqvs. eqimma mainc momtxova tsh da ft4 analizis gaketeba da aucilebelia tu ara? anu roca zomebi mowesrigebulia sheileba rom mainc iyos hormonaluri dargveva?
madloba winaswar
sacmlis chama michirs da nerwyvis ylapva.haeris ukmarisoba da gulis sichqarebi maqvs
ras nishnavs parisebri jirkvlis struqturuli cvlileba da sagangashoa tu ara TSH– O,55
Gamarjobat…maqvs aseti diagnozi.adenomatoiduri hiperplazia,ganusazgvreli mnishvnelobis atipia
Gamarjobat…maqvs aseti diagnozi.adenomatoiduri hiperplazia,ganusazgvreli mnishvnelobis atipia.mainteresrbs ramdenad sashishia da sachiroebs tuara saswrafo operacias
Tan vgegmav orsulobas.hormonebi idealurad maqvs..didi madloba winaswar
parisebri jirkvali
gamarjobat . mainteresebs es zomebi sashishi aris tu ara . marjvena wilis zoma 2.1×1.9×4.9 sm. moculoba 10.7
marcxena wilis zoma 2.1×2.3×5.3 moculoba 12.8
istmusis sisqe 0.89
saerto moculoba 23.5
kerovani cvlilebebi.marvena.wilshi.piqsirdeba daqveitebulieqogenobis warmomqni swori mkvetri konturebit homogenuri shigtavsis zomit 0.6×0.5 . madlobt winaswar .
Salami,exlaxans gamovikvlie,5wlis won mqonda 7mm dges 18mm ia,analizebi rac chirdeba chiyvis kvlevas normashi zis.exoze michvena es zomebi da tan sisxlis nawilakebi rom ikvebeba kvandzi.ramdenad sashishia ase swrapi zrda?kisris areshi maqvs maxchobela spazmi.gtxovt mipasuxot.
gamarjobat,var 3 tvis orsuli da tsh maqvs normaze dabali,rua sashishi nayopistvis?