მთავარი » ეკლესია-მონასტრები

ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესია – საჩხერის მუნიციპალიტეტი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.10.2021 | 91 ნახვა

ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესია — XI საუკუნის დამდეგის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთნავიანი ეკლესია „დედა ღვთისა“ მდინარე ყვირილის ხეობაში, საჩხერიდან 10 კმ-ზე.

საყურადღებოა მისი ჩრდილოეთი და დასავლეთი შესასვლელების მოჩუქურთმებული ტიმპანები და დასავლეთ და აღმოსავლეთ სარკმლის საპირეები, სათაურები და შეწყვილებული გრეხილი „სვეტები“, რომლებიც ტაო-კლარჯეთის X-XI საუკუნეების ძეგლთა მორთულობის ენათესავება. ჩუქურთმები მაღალ პროფესიულ დონეზეა შესრულებული. თავდაპირველად ეკლესიას ეგვტერები ჰქონია, რომლებიც XX საუკუნის დასაწყისში შენობის შეკეთებისას ძველი სენაკების ნაშთებთან ერთად დაუნგრევიათ.

საქართველოს ძეგლთა დაცვის ფონდის დაფინანსებით (ქართველი მეცენატი ბიძინა ივანიშვილი) დაიწყო და უკვე დასრულებულია ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესის რესტავრაცია (არქიტექტორ-რესტავრატორი თ. ნემსაძე).

ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2006 წლის 30 მარტს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ, ხოლო ამავე წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის № 665 ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი