მთავარი » სხვადასხვა

ეხლა თუ ახლა?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.12.2016 9 კომენტარი | 59,982 ნახვა

კითხვის ნიშანი თანამედროვე ქართულში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენობრივი დარღვევაა ხმოვანთა მონაცვლეობა მითითებით სიტყვებში. სიჭრელე გვაქვს და ხშირად არ ვიცით, თუ რომელია სწორი ფორმები: ეხლა თუ ახლა, ესე თუ ასე, ესეთი თუ ასეთი, აქით თუ აქეთ, იქეთ თუ იქით და მისთ.

ამგვარ მოცილე ფორმებს შორის არის აგრეთვე დროის აღმნიშვნელი სიტყვის ვარიანტები – ეხლა და ახლა, აგრეთვე მათგან ნაწარმოები სიტყვები: ეხლავე და ახლავე, ეხლახან და ახლახან, ეხლანდელი და ახლანდელი.

სწორი ფორმების შერჩევა გაგვიადვილდება, თუ გავიხსენებთ ამ სიტყვების მონაწილეობით შედგენილ რთულ სიტყვებს, რომელთაც ერთადერთი ფორმა აქვთ. ასეთი სიტყვებია ზედსართავი ხელახალი და მისგან ნაწარმოები ზმნისართი ხელახლა. ყველასათვის აშკარაა, რომ მათ მოცილე ფორმები არ გააჩნიათ (არ გვაქვს ხელეხალი და ხელეხლა), ვინაიდან ამ სიტყვების მეორე შემადგენელი ნაწილი მომდინარეობს ახალ-ფუძისაგან. მასთანვეა დაკავშირებული აგრეთვე ახლოს.

სიტყვა ახალი თავისი მნიშვნელობით რომ უშუალოდ და მჭიდროდ უკავშირდება ახლა და ახლოს სიტყვებს, ამას მოწმობს დროითი და სივრცითი მიმართების აღმნიშვნელი ამ ქართული სიტყვების ევროპული შესატყვისების ურთიერთკავშირი და სიახლოვე. მაგალითად, ინგლისურში სამივე ეს სიტყვა – new (ახალი), now (ახლა), near (ახლოს) – ავლენს ეტიმოლოგიურ (ფონეტიკურ და შინაარსობრივ) კავშირს ერთმანეთთან. ნაწილობრივ იგივე შეიძლება ითქვას რუსული შესატყვისების შესახებაც. შევადაროთ: новыи (ახალი) და снова ან вновъ (ხელახლა).

მაშასადამე, ახლა და ეხლავარიანტებიდან და მათგან ნაწარმოები სიტყვების მოცილე ფორმებიდან სწორი ვარიანტებია:

ახლა, ახლავე, ახლახან, ახლანდელი.

მოამზადა ტყებუჩავა ანამ

წყარო: აფრიდონიძე, შუქია. ჩვენი ენა ქართული. თბილისი: ბაკურ სულაკაური გამომცემლობა, 2009.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

9 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი