მთავარი » სხვადასხვა

ესე თუ ასე? ესეთი თუ ასეთი? – “ქართული მეტყველების კულტურა”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.01.2017 | 22,304 ნახვა

ესე თუ ასე? ამა თუ იმ საგნისა და მოვლენის საჩვენებლად, მასზე მისათითებლად, თუ ნაგულისხმებია პირველ პირთან სიახლოვე, ვხმარობთ შემდეგ სიტყვებს: ასე, ასევე, ასეთი, ასეთნაირი, ასეთნაირად…

როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისაგან სწორი და უმართებულო ვარიანტები?

მივმართოთ ტრადიციას, კერძოდ, გავიხსენოთ პოპულარული ქართული ანდაზა: “ასე, ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო”: აქ სიტყვა ასე ორჯერ იხმარება – თავსა და ბოლოში. გავიხსენოთ ასევე ქართული გამოთქმები: ასე რომ, შემოკლება ა. შ., რომელიც იხმარება სხვა შემოკლებების – და სხვ., და მისთ. -ის სინონიმად და რომლის გაშლილი სახეა ასე შემდეგ. ამ ფონზე შეუფერებელია ვწეროთ ა. შ. და წარმოვთქვათ “ესე შემდეგ” – თუნდაც მინიმალური (ერთი ხმოვნის სხვაობით).

ასე სიტყვისაგან მიღებული ფორმებიც, სახელებისა და ზმნების მსაზღვრელები – ასეთი, ასეთნაირი, ასეთნაირად, – ცხადია, ზემოაღნიშნულ წესს ემორჩილება. ამ წესის გათვალისწინებით, უკუსაგდებია ჩვენებითი ნაცვალსახელებისა და ზმნისართების, ანუ ზმნიზედების ენიანი ფორმები. მართებული ვარიანტები იქნება:

ასე, ასევე; ასე შემდეგ

ასეთი, ასეთნაირი, ასეთნაირად.

მოამზადა ტყებუჩავა ანამ

წყარო: აფრიდონიძე, შუქია. ჩვენი ენა ქართული. თბილისი: ბაკურ სულაკაური გამომცემლობა, 2009.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი