მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

ესაუბრეთ ბავშვს, როგორც თანასწორს!

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.07.2013 3 კომენტარი | 6,413 ნახვა

რა ასაკიდან უნდა მოვთხოვოთ ბავშვს ჩვენი თხოვნის შესრულება და რატომ არ ასრულებს ხშირად ბავშვი მშობლის, უფროსის მითითებას? “ამბიონს” სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის საკოორდინაციო დედა და შვილი ცენტრის ფსიქოლოგი ნატალია მჭედლიშვილი ესაუბრა:

“მცირე ასაკის ბავშვებს ჯერ კიდევ არ აქვთ გააზრებული, რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა. პატარები ხშირად მშობლის დაჟინებულ მოთხოვნას არ ასრულებენ. ეს ბუნებრივია, მათ არ ესმით მიზეზი. 2 წლის ასაკიდან, როცა ბავშვი ლაპარაკს იწყებს, მშობელს შეუძლია გააგებინოს და მოთხოვოს ისეთი მარტივი „დავალებების“ შესრულება, როგორიცაა მაგ.: ქოთანზე დაჯდომა, თავისი ხელით საკვების მირთმევა და სხვ. გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ბავშვს ფიზიკურად შეეძლოს მშობლის მოთხოვნის შესრულება, ისეთი რამ არ უნდა მოვთხოვოთ რაც მის ძალებს აღემატება.”

როგორი უნდა იყოს მშობლის დამოკიდებულება, რომ ბავშვმა ჩვენი თხოვნა დაუყოვნებლივ შეასრულოს?

მშობელმა მშვიდად უნდა მიმართოს ბავშვს და თუ ბავშვმა ვერ გაიგო რას ითხოვენ მისგან, მოთმინებით აუხსნას. ხშირად მშობელი ადვილად კარგავს მოთმინებას თუ ბავშვმა პირველივე მოთხოვნის შემდეგ არ შეასრულა მისი მითითება. იწყებს ყვირილს და ცდილობს ასე გააგებინოს. ეს დამოკიდებულება არასწორია. ბავშვთან ურთიერთობისას აუცილებელია მოთმინება და მის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების გამოხატვა, შექება, როცა რაიმე სწორად გააკეთა. ეს განსაკუთრებით კარგად აისახება ბავშვის ემოციურ და გონებრივ განვითარებაზე.

რამდენად მართებულია, როდესაც მშობელი სასურველი მოქმედების შესრულების შემთხვევაში შვილს მისი სურვილის დაპირების შესრულებას აძლევს, შეუსროლებლობის შემთხვევაში კი ემუქრება?

ბავშვის სწორად წახალისება საკმაოდ ეფექტიანი მეთოდია. ცრუ დაპირებების მიცემა კი პირიქით, მშობლის მიმართ უნდობლობას უჩენს ბავშვს. მუქარა კი ბავშვზე ემოციური ძალადობის ერთ–ერთი ფორმაა და შესაბამისად, ბავშვის ემოციურ განვითარებას აფერხებს. თუ მშობელი ბავშვის დასჯას გადაწყვეტს და უნდა ამით მიაღწიოს შედეგს, სასჯელი აუცილებლად უნდა იყოს დაკავშირებული მის ცუდ საქციელთან: მაგალითად, თამაშის ან ხატვის დროს დასვარა მაგიდა (ან კედელი), მშობელმა რომ მოთხოვოს კუთხეში დადგომა, არ იქნება სწორი. თუ დაავალებს მაგიდის (ან კედლის) გაწმენდას, სხვა დროს ბავშვი ეცდება აღარ დასვაროს. ასეთი დასჯის მეთოდი არაა ძალადობა და შედეგიანიცაა.

როგორ უნდა წარიმართოს მშობლისა და შვილის ურთიერთობა, რომ მათ შორის ურთიერთგაგება ჩამოყალიბდეს?

ბავშვთან ურთიერთობისას აუცილებელია მოთმინება. როცა პატარა გრძნობს მშობლის მხარდაჭერასა და სიყვარულს, ის მას ენდობა. ნდობის მოპოვება აუცილებელი ფაქტორია მშობელსა და შვილს შორის ურთიერთგაგების ჩამოყალიბებისათვის. გამოხატეთ ბავშვის მიმართ თქვენი უპირობო სიყვარული შექებით, ჩახუტებით და ა. შ. ნუ გაკიცხავთ თუ უნებლიედ დაუშვა შეცდომა, იცელქა ან მშობლის მოთხოვნა არ შეასრულა. ამავე დროს აუცილებელია ბავშვი მივაჩვიოთ, იგრძნოს პასუხისმგებლობა თავისი მოვალეობების მიმართ (მაგალითად ბაღში სიარული, დავალებების მომზადება, ასაკის მიხედვით საკუთარ თავზე ზრუნვა). აუხსენით რომ ეს არის მისი მოვალეობა და ნელ–ნელა მიაჩვიეთ დამოუკიდებლად ჩაცმას, ხელ–პირის დაბანას, ტუალეტს, ჭამას (მცირეწლოვანი, ბაღის ასაკის ბავშვები), თავისი საგნების, ტანსაცმლის მოვლასა და გაფრთხილებას, გაკვეთილების მომზადებასა და სხვა საოჯახო დავალებების შესრულებას. განუსაზღვრეთ დრო: ძილის, თამაშის, მეგობრებთან სტუმრობის, სწავლის და ა.შ. ელაპარაკეთ, ესაუბრეთ როგორც თანასწორს. აუხსენით ყველაფერი რაც მას არ ესმის და აინტერესებს. კარგი იქნება თუ მშობელი შეეცდება ბავშვის ჩართვას სხვადასხვა ოჯახურ საქმიანობაში. ამით ის იგრძნობს პასუხისმგებლობასა და მშობლის მხრიდან პატივისცემას.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი