მთავარი » კულტურა, საზოგადოება

„ერთხელ აუცილებლად მოვქარგავ ჩემს კუთხეს“

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.02.2019 | 434 ნახვა

საზოგადოებრივ-რელიგიური ინტერნეტჟურნალი „ამბიონი“ გაგაცნობთ სალომე ქარდავას, რომელიც
საინტერესო ნამუშევრებს ქმნის.

სალომე ქარდავა არის 26 წლის,  გალის რაიონ სოფელ ნაბაკევიდან. მისი მშობლები იქ ცხოვრობენ. „ჩემი ნაქარგების უმრავლესობა არის პეიზაჟები სახლების ფონზე, ეზოები. ვფიქრობ ხოლმე რატომ ვქარგავ სულ ამ თემაზე, მერე ვხვდები რომ ქვეცნობიერი მამოძრავებს. ომის დროს როცა გადმოვედით ზუგდიდში,
მახსოვს როგორ შეატყობინეს ჩემს მშობლებს,
ბებიას რომ სახლი დაწვეს. ეს ძალიან დიდი სტრესი იყო მიუხედავად იმისა,
რომ ბავშვი ვიყავი,
ეს ტკივილი ღრმად ჩაიმარხა გულსა და გონებაში. ეს მარტო სახლის დაწვა ხომ არ იყო?! მთელი წარსული ცხოვრება დაწვეს და მომავლის იმედიც. შემდგომ იყო დევნილობა და სხვადასხვა ჩასახლებები.
ალბათ,
ძალიან მინდოდა ჩემს ოჯახს თბილი სახლი და უდარდელი გარემო ჰქონოდა. ამ ყველაფერმა კვალი დატოვა ჩემში და ქარგვის დროს,
სწორედ
ეს
ტკივილი გადმომაქვს. ეს საქმიანობა მისგან განთავისუფლების საშუალებაა“.

სალომე სწავლობდა
სასულიერო სემინარია აკადემიასთან არსებულ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში. არის დაოჯახებლი, ჰყავს
ორი შვილი. სალომემ ქარგვა
და სამკაულების დამზადება საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთში“
ისწავლა და ახლა სოციალურად მოწყვლად ქალებს თვითონ ასწავლის
სუტაჟის ტექნიკით აქსესუარების დამზადებასა
და ჯვარედნულ ქარგვას.

სალომე, მოგვიყევით თქვენს
პირველ ნაბიჯებზე ამ სფეროში…

  • ქარგვა ხუთი წლის წინ დავიწყე და ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად ვქარგავ.
    ქარგვა ჩემმა მეგობარმა მასწავლა. ერთ დღეს შემთხვევით ვნახე, როგორ ქარგავდა და იმ დღის მერე, ერთი დღეც არ გასულა რომ არ მომექარგა. ძირითადად, პეიზაჟებს ვქარგავ,
    ქარგვის დროს საერთოდ სხვა სამყაროში გადავდივარ. რაც შეეხება ჩემს ნაქარგებს,
    თითოეულ ნამუშევარში ჩანს ჩემი ხასიათი, განწყობა. ყველა ნაქარგი რაღაც მოვლენასთანაა დაკავშირებული და ყველას თავისი ისტორია აქვს.

როგორც
ვიცით, ქარგვის გარდა, ქმნით ულამაზეს სამკაულებს, ამაზეც რომ მოგვიყვეთ…

  • დიხ, როდესაც სამკაულებს ვქმნი კონკრეტულ პერსონას წარმოვიდგენ, წინასწარ წარმოვიდგენ ხოლმე ვინც შეიძლება ატაროს. ვცდილობ ერთნაირი არ შევქმნა,
    რადგან ეს არის ხელნაკეთი,
    რისი ხიბლიც ისაა,  რომ ერთადერთია და განუმეორებელი.

სალომე სამკაულების შემნისას იყენებს სუტაჟის
ტექნიკას (სუტაჟი ხელოვნური მასალისაგან დამზადებული თასმაა, იგი გამოიყენება, როგორც ტანსაცმლის მოსაქარგად, ასევე ძალიან ლამაზი სამკაულების დასამზადებლად) „სუტაჟზე მუშაობა არის საკმაოდ რთული, რადაგან აქსესუარის თითოეული დეტალი ცალ-ცალკე იკერება და შემდგომ იქცევა ერთ მთლიანობად“.

„ამბიონის“ სახელით სალომეს ვუსურვებთ წარმატებებს თავის
საყვარელ საქმიანობაში.

მოამზადა ტყებუჩავა ანამ




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.