მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია იწყება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.02.2015 | 2,233 ნახვა

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია დღეს იწყება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოცდების ეროვნული ცენტრი რეგისტრაცია 10 თებერვალს, 10:00 საათიდან დაიწყება და 17 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

აბიტურიენტებმა და სტუდენტებმა რეგისტრაცია ინტერნეტით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უნდა გაიარონ (www.naec.ge; online.naec.ge); იქვე განთავსდება რეგისტრაციის დეტალური ინსტრუქცია.
აბიტურიენტთათვის განკუთვნილი ცნობარი დაიბეჭდება გაზეთში “ახალი განათლება”. ცნობარის ელექტრონული ვერსია რეგისტრაციის დაწყებისთანავე განთავსდება ვებგვერდზე www.naec.ge

სტუდენტები გრანტის გასაუმჯობესებელი კონკურსისათვის ერთ გამოცდას ჩააბარებენ.

რეგისტრაციის პირველ ეტაპზე (10 თებერვლიდან 17 მარტის ჩათვლით) აბიტურიენტმა აუცილებლად უნდა აირჩიოს ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი, მიუთითოს ქალაქი და ის ენა, რომელზეც სურს გამოცდის ჩაბარება – ეს ინფორმაცია ვადის ამოწურვის შემდეგ აღარ შეიცვლება;

2015 წელსაც აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ რამდენიმე თვის განმავლობაში შეცვალონ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამები (ფაკულტეტები), მათი რაოდენობა და თანმიმდევრობა. პროცესი სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებასთან ერთად შეწყდება.

სახელმწიფო წელსაც დააფინანსებს ბაკალავრიატის გარკვეულ მიმართულებებს (შესაბამის პროგრამებზე ჩარიცხულები ისწავლიან უფასოდ). სასწავლებლებისა და მიმართულებების (პროგრამების) ნუსხა გამოქვეყნდება დამტკიცებისთანავე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა (www.mes.gov.ge) და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (www.naec.ge) ვებგვერდებზე.

2015 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგეგმილი სიახლეებია: 2015 წლიდან არჩევითი საგნების ჩამონათვალს დაემატა სამოქალაქო განათლება.

სიახლეა გეოგრაფიის გამოცდაშიც: ტესტირებისათვის განკუთვნილი დრო 3 საათის ნაცვლად იქნება 2.5 საათი. ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 60 (ნაცვლად 70 ქულისა);

ისტორიის ტესტი 70 ქულიანი იქნება ნაცვლად 80-ისა. არ შეიცვლება გამოცდის ხანგრძლივობა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.