მთავარი » სხვადასხვა

ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივნისს იწყება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.05.2013 ერთი კომენტარი | 2,305 ნახვა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივნისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.

გამოცდების განრიგი მაისის ბოლოს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge) გამოქვეყნდება. მაისის ბოლოდან საგამოცდო ბარათების დარიგებაც დაიწყება.

2013 წელს საქართველოს მასშტაბით 18 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 42 000-მდე აბიტურიენტი, 8 000-ზე მეტი გრანტის გაუმჯობესების მსურველი, 9 500-ზე მეტი მაგისტრანტი და 25 000 – ზე მეტი მასწავლებელი დარეგისტრირდა. აბიტურიენტთა უმეტესობამ, 30 000-მდე აპლიკანტმა, უცხო ენად ინგლისური აირჩია. რაც შეეხება არჩევით საგნებს, ყველაზე მეტ 14 500-მდე აბიტურიენტს ისტორია აქვს მითითებული, 11 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა კი ჩასაბარებელ საგნად გეოგრაფია აირჩია.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი