მთავარი » ქრისტიანობა

“ერთი სამარცხვინო შემთხვევა ჩემი ცხოვრებიდან” – მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.09.2022 | 528 ნახვა

მინდა მოგითხროთ ერთი სამარცხვინო შემთხვევა ჩემი ცხოვრებიდან იმის შესახებ, თუ როგორ ვკითხულობდი სახარებას და ვგრძნობდი, რომ ვკითხულობ ამ სიტყვებს, მესმის მაგრამ ჩემს სულამდე ისინი ვერ აღწევენ; ისინი ასხლტებიან, როგორც კედელზე.

გავიფიქრე, როგორ უნდა ვიქადაგო?.. და როცა ქადაგების დრო დადგა, მე გამოვედი და ვთქვი დაახლოებით ასეთი რამ: „აი, რა დამემართა დღეს: ხმამაღლა ვკითხულობდი სახარებას, ქრისტე მაცხოვარი პირადად მესაუბრებოდა. იგი მომმართავდა სიტყვით, მე კი ერთადერთი, რაც შემეძლო, მეთქვა, იყო შემდეგი: შენი სიტყვები ჩემამდე არ მოდიან, ისინი ჩემთვის ცარიელი სიტყვებია… რა საშინელებაა!.. მაგრამ იფიქრეთ თვითონ (ვუთხარი იქ მოსულთ): როცა სახარება ეკლესიაში იკითხება ან თქვენ მას სახლში კითხულობთ, შეგიძლიათ თქვათ, რომ სახარების თითოეული სიტყვა, რომელსაც ქრისტე მაცხოვარი პირადად თქვენ გეუბნებათ, სულში გხვდებათ და გულის სიღრმემდე შეგძრავთ, აღანთებს მასში რაღაც ნათელს და ახალ სიცოცხლეს გაძლევთ? თუ ასე არაა, მაშინ თქვენ აღმოჩნდებით იმ მდგომარეობაში, რომელშიც მე ვიყავი, მაგრამ ჩემი მდგომარეობა გაცილებით საშინელია, რამეთუ ქრისტემ დამადგინა, რათა მისი სიმართლე გამცნოთ, მე კი დღეს ვერ შევძელი, მისი სიტყვები მომესმინა. შემინდეთ, ილოცეთ ჩემთვის და იფიქრეთ საკუთარ თავზე. ამინ!“

აი, ქადაგება, რომელიც მაშინ წარმოვთქვი, და ეს სიმართლე იყო; ვფიქრობ, რომ, ერთის მხრივ, ადამიანები ამით თავზარდაცემულნი იყვნენ, მაგრამ, მეორეს მხრივ, რაღაც ისწავლეს. მე შემეძლო, საკუთარი მცირე განსწავლულობით მათთვის განმემერტა სახარების ეს ადგილი, მაგრამ ეს სიცრუე იქნებოდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ახალგაზრდა მღვდელსაც შეუძლია, თავისი გაუზიაროს მრევლს. თუ იგი ისაუბრებს იმის შესახებ, რასაც განიცდიდა სახარების კითხვის დროს, თუკი ეს გულის სიღრმემდე განიცადა, რაოდენ უბრალოც არ უნდა იყოს მისი სიტყვები, მრევლისათვის ის გასაგები იქნება.

მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი