მთავარი » ქრისტიანობა

ერთაწმინდა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.10.2016 3 კომენტარი | 3,021 ნახვა

ერთაწმინდაერთაწმინდა “ესტატე წმინდის” შეცვლილი ფორმაა. წმიდა ევსტათის (ესტატეს) სახელობის XIII საუკუნის პირველი ნახევრის ეს ჯვარგუმბათოვანი ტაძარი დგას კასპის რაიონის სოფელ ერთაწმინდის ცენტრში.

თლილი ქვით ნაგები დიდი ეკლესიის გუმბათი ორ თავისუფლად მდგარ ბურჯსა და ბემის კუთხეებს ეყრდნობა. საკურთხევლის ორივე მხარეს ორ სართულად განლაგებული კუთხის ოთახებია. ტაძარს აქვს მხატვრობაც, მაგრამ იგი განსაკუთრებით ფასადებით გამოირჩევა. მას ოთხივე მხარეს დიდი მოჩუქურთმებული ჯვარი ამშვენებს. ისინი მკლავების ფრონტონებიდან იწყება. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია აღმოსავლეთის ფასადი, ხსენებული ჯვრით, ღრმა, მდიდრულად მორთული ნიშებით და დიდი თუ მცირე სარკმლის საპირეებით. საგრძნობლად გვიანდელია ტაძრის გუმბათი, რომელიც რამდენადმე ამოვარდნილია პროპორციებიდან. მდიდრულად არის მორთული ეკლესიის პორტალები, რომლებიც მას სამი მხრიდან აქვს.

ტაძრის გუმბათი დასავლეთით ეყრდნობა ორ თავისუფალ სვეტს, აღმოსავლეთით კი საკურთხევლის ბემის კედელთან შერწყმულ ბურჯებს. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა ხდება აფრების საშუალებით.

ერთაწმინდის ტაძარი სტილისტიკით იმეორებს XII-XIII საუკუნეების ძეგლებს იკორთას, ფიტარეთს, ბეთანიას, ქვათახევს, წუღრუღაშენს და სხვებს.

XVII საუკუნის დასაწყისიდან ტაძარი თარხნიშვილთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. შემდგომში ის სააკაძეების საგვარეულო საძვალეც გახდა. აქ არის დაკრძალული გიორგი სააკაძის ერთ-ერთი ვაჟის, მოწამებრივად დაღუპული პაატას მოკვეთილი თავი.

წყარო: http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/ertatsminda/ertatsminda.htm


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

  • ნინო says:

    ეს ტაძარი ევსტატე პლაკიდას სახელობისაა უფრო ზუსტად :)

  • ერეკლე says:

    ერთაწმინდა ექვემდებარება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სამთავისისა და გორის ეპარქიას.

  • არჩილი says:

    ევსტათი მცხეთელის სახელობის ტაძარი არის თელავის რაიონის (ალავერდის ეპარქია) სოფელ ფშაველში, იგი XVIII საუკუნის ერთ ნავიანი ბაზილიკაა. წმიდანის ხსენებას საქართველოს წმიდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესია აღნისნავს ყოველი წლის 11 აგვისტოს.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.