მთავარი » ქრისტიანობა

ერისკაცის მიერ შესრულებული ნათლისღების საიდუმლოს წესი მომაკვდავისათვის

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.01.2020 | 583 ნახვა

უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში (როცა მოსანათლ ადამიანს რეალურად ემუქრება სიკვდილი და იმ დროს არანაირი შესაძლებლობა არ არის მღვდლის მოყვანისა, და ამასთან, მომაკვდავიც თანახმაა, რომ მოინათლოს), ნათლისღების საიდუმლო შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა, ანუ მონათლულმა ქრისტიანმა, ეკლესიის წევრმა აღასრულოს, რომელსაც არა აქვს სამღვდელო წოდება (მათ შორის ქალმაც). ასეთ შემთხვევებში ნათლობა სრულდება მოსანათლის სამგზისი შთაფლვით წყალში, ანდა სამგზისი დასხმით მის თავზე წყალისა (თუკი ნაკურთხი წყალი არ მოიძევება, შეიძლება ჩვეულებრივიც იყოს) ნათლობის სიტყვების წარმოთქმით: „ნათელს იღებს მონა (მხევალი) ღმრთისა (სახელი), სახელითა მამისათა (პირველი შთაფლვა წყალში), ამინ. და ძისათა (მეორე შთაფლვა წყალში), ამინ. და სულისა წმიდისათა (მესამე შთაფლვა წყალში), ამინ. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“.

თუკი, ამგვარად მონათლული ადამიანი მოკვდება, იგი ეკლესიის სრულუფლებიან წევრად ითვლება და შესაძლებელია მისთვის მართლმადიდებლურად წესის აგება და შემდგომში ეკლესიის ლოცვებში მოხსენიება. იმ შემთხვევაში, თუკი ასე მონათლული ადამიანი არ მოკვდება და გაჩნდება მღვდლის მოწვევის, ანდა თავად მისი ეკლესიაში მისვლისა თუ მიყვანის შესაძლებლობა, მაშინ აუცილებელია ამის დაუყოვნებლივ, გადაუდებლად გაკეთება: მღვდელი, შეამოწმებს რა მონათლულზე წარმოთქმული ნათლობის სიტყვების სისწორეს (მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიჩნევა ასეთი ნათლობა შესრულებულად, ქმედითად), შეავსებს დაკლებულს და ბოლომდე აღასრულებს ნათლისღების საიდუმლოს, ანუ მირონცხების საიდუმლოსაც შეასრულებს ერისკაცის მიერ მონათლულზე, თუმცა ნათლობის ფორმულას აღარ გაიმეორებს. ხოლო ნათლისღების საიდუმლოს აღსრულება ერისკაცის მიერ ისეთ ვითარებაში, როცა ამის უკიდურესი აუცილებლობა არ არის, ყოვლად დაუშვებელია და უმძიმესი ცოდვაა.

ნათლისღების საიდუმლო ადამიანზე მხოლოდ ერთგზის აღესრულება, როგორადაც ერთგზისვე იშვება ადამიანი, თუმცა თუკი, ზრდასრულმა ადამიანმა დანამდვილებით არ იცის, მონათლულია თუ არა და თუკი, ამასთანავე, არც არსებობს ვინმე, ვისაც შეიძლება ჰკითხონ და დაზუსტებული ინფორმაცია მიიღონ ამის შესახებ, მაშინ იგი ეკლესიაში უნდა მივიდეს, ყოველივე უთხრას მღვდელს, და იგიც მონათლავს მას სიტყვებით: „უკუეთუ არა ნათელ-უღებიეს, ინათლება მონა (მხევალი) ღმრთისა…“ და ა.შ.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი