მთავარი » სხვადასხვა

ერეკლე II-ის სტამბის ისტორია ეროვნული არქივის კვირის დოკუმენტში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.01.2015 | 1,728 ნახვა

ეროვნულმა არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია მუშრიბ დავით ყორღანაშვილის 1803 წლის 12 აპრილის წერილი თავად ციციანოვისადმი ერეკლე II-ის მიერ თბილისში სტამბის დაარსების, მისი ფუნქციონირების, რამდენიმეგზის აღდგენის, საბოლოოდ დაშლის შესახებ.

ერეკლე II-ის სტამბა თბილისში 1749 წელს დაარსდა და 1802 წლამდე არსებობდა; 1784 წლიდან სტამბას სათავეში ერეკლე II-ის კარის მოძღვარი მარტყოფელი მღვდელი ქრისტეფორე კეჟერაშვილი ჩაუდგა. 1781-82 წლებში სტამბას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.

ერეკლე II-ის სტამბის ისტორია

“მეფემ ირაკლიმ ტფილისში სტამბის კარგათ გამართვა და მუშაობა რომ მოინდომა, თეთრი და კაცი გაგზავნა და სტანბოლიდამ სტამბის ოსტატი მოაყვანინა. ზოგი იარაღი და ნივთები თან მოიტანა და ფასი მეფეს გამოართვა. რაც იარაღები და ან ნივთები უნდოდა და ან სახლები, ფიცრები, ტყავი თუ ქაღალდი, მეფემ თავის ხარჯით გაუკეთებინა. ამას გარდა, ზოგიერთი სტამბის იარაღი ძველთას მეფის ვახტანგის დროსი და ზოგი კიდევ მეფის თეიმურაზის და მეფის ირაკლის დროს პირველ წელიწადებში ნამუშავრებისა იყო დარჩომილი, ისინიც მოვიტანეთ და იმხანად სტამბას მართვა დაუწყევით…”

“კვირის დოკუმენტი” ეროვნული არქივის პროექტია, რაც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი