მთავარი » სხვადასხვა

“ექსპო ჯორჯია” მე-12 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას მასპინძლობს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.04.2010 ერთი კომენტარი | 2,983 ნახვა

ზურაბ პოლოლიკაშვილიმეთორმეტე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა – GTF 2010 საგამოფენო ცენტრში “ექსპო ჯორჯია” წერეთლის #118-ში, 23 აპრილს გაიხსნა და 25 აპრილამდე გაგრძელდება. გამოფენის ორგანიზატორია გამოფენების ცენტრი “ექსპო ჯორჯია”, პროექტის მხარდამჭერი და თანამონაწილე კი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კორორტების დეპარტამენტი. ასევე პროექტის მხარდამჭერები არიან ქალაქის მერია და დაცული ტერიტორიების სააგენტო.

გამოფენაზე 41 საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილი იქნა 90 სხვადასხვა ორგანიზაცია. ადგილობრივი კომპანიების გვერდზე კი უცხოური კომპანიებიც იქნენ წარმოდგენილი.

აღნიშნული გამოფენა ქართული ტურიზმის აღორძინების დახმარებას და ასევე უცხოური ტურისტული კურორტების და მარშრუტების ქართულ ბაზარზე დანერგვასა და განვითარებას ეძღვნება.

გამოფენა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა გახსნა. “აღნიშნული ტიპის ღონისძიებებს დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის გავითარებისთვის, განსაკუთრებით კი რეგიონალური ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, რაც ჩვენი პრიორიტეტია” – აღნიშნა ზურაბ პოლოლიკაშვილმა. მან პროექტში მონაწილე ყველა ორგანიზატორს წარმატება უსურვა და დამსწრე საზოგადოებას დაპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა მომავალ წელს გამოფენაზე უფრო მეტი უცხოეთის ქვეყნები იყოს წარმოდგენილი.

მაია კვირკველია (საგანმანათლებლო სააგენტო “უნივერსალის” დირექტორი): “ჩვენი სააგენტო ახალგაზრდებს ეხმარება, რათა მათ სრულფასოვანი განათლება ევროპაში მიიღონ. დღევანდელ ღონისძიებაზე კი ევროპულ უნივერსიტეტს “დიზაინს” წარმოვადგენთ, რომელსაც 9 ცენტრი აქვს ევროპაში. სასიხარულოა, რომ ნაბიჯ–ნაბიჯ მივდივართ მიზნამდე, რაც საქართველომ დაისახა, გადაიქცეს ერთ–ერთ ტურისტულ ქვეეყნად, არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ ევროპაში და საერთოდ მსოფლიოში”.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონი არსებული სანატორიუმებით, პანსიონატებით, დასასვენებელი სახლებითა და სამკურნალო გამაჯანსაღებელი ცენტრებით. მსგავსი მასშტაბისა და შინაარსიის ღონისძიებაზე ჭიათურა პირველად იქნა წარმოდგენილი. გამოფენაზე ჭიათურის მუნიციპალიტეტი და მისი ღირსშესანიშნაობები არასამთავრობო ორგანიზაციამ “გზად ჭიათურისაკენ” წარმოადგინა.

ნესტორ ნოზაძე (ორგანიზაცია “გზად ჭიათურისაკენ” პრეზიდენტი): “თუ ჭიათურა დღემდე ცნობილი იყო, როგორც მარგანეცის საბადო და ე.წ. შავი ქალაქი, ჩვენ მიერ განხორცილებული პროექტი “იცნობდე შენს მხარეს და გააცანი იგი სხვას” მიზნად ისახავს ამ შემთხვევაში სწორედ ჭიათურის სხვა მხარეების, ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას. ვიმედოვნებთ რომ შიდა ტურიზმი განვითარდება, ჭიათურის რაიონში არსებულ კულტურულ-ისტორიულ და გეოგრაფიულ ძეგლებს კი ქართველ დამთვალიერებლებთან ერთად, უცხოელი ტურისტებიც ეწვევიან”.

ამასთან, წელს გამოფენაზე ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ქართულენოვანი გზამკვლევის (ე.წ. “guide-book”) პრეზენტაცია გამართა. გზამკვლევის საშუალებით ქართული საზოგადოება შეძლებს, მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს როგორც გადაადგილება-განთავსების შესახებ, ასევე გაეცნოს საქართველოს კულტურულ ძეგლებსა და ისტორიულ ადგილებს.

გამოფენაზე მისულ თითოეულ ადამიანს საშუალება მიეცა, გაცნობოდა ინფორმაციას გამოფენილი პროდუქციისა და კომპანიების შესახებ.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი