მთავარი » ჯანმრთელობა

ეპილეფსია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.06.2012 82 კომენტარი | 57,230 ნახვა

ეპილეფსია უძველესი დაავადებაა. იგი ბერძნული სიტყვისაგან “epilambanein” წარმოდგება და ნიშნავს “მოულოდნელობით შეპყრობილს”.
ეპილეფსიანი ეპილეფსია თავის ტვინის ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა და შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერი ასაკის, სქესის, რასისა და სოციალური ფენის ადამიანს.

სხვადასხვა პერიოდში ეს დაავადება ცნობილი იყო, როგორც: “ღვთაებრივი დაავადება”, “მთვარის დაავადება”, “ვარსკვლავთა დაავადება”, “ჰერკულესის დაავადება”, “კომიტეტის დაავადება” და სხვა. საქართველოში ეპილეფსიას უწოდებდნენ “მტერდაცემას”, “სარას”, “ავ ზნეს”, “ბნედას” და “კრუნჩხვას”.

ეპილეფსიით იყვნენ დაავადებულნი შემდეგი ცნობილი ადამიანები: იულიუს კეისარი, ალექსანდრე მაკედონელი, ნოსტრადამუსი, პეტრე I, ნაპოლეონ ბონაპარტე, დევიდ ბაირონი, სტენდალი, ვინსენტ ვან გოგი, თეოდორ დოსტოევსკი, გუსტავ ფლობერი, ალფრედ ნობელი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეპილეფსია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ეპილეფსიის შესახებ “ამბიონს” ესაუბრება ექიმი-ნევროლოგი ნინო ბუკია:

რამდენად გავრცელებული დაავადებაა ეპილეფსია, რა სტატისტიკური მონაცემები არსებობს მსოფლიოსა და საქართველოში?

ეპილეფსია საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. დადგენილია, რომ მსოფლიო პოპულაციის 1% დაავადებულია ეპილეფსიით, ასევე, ითვლება, რომ ყოველი 1000 ადამიანიდან 5–10–ს აღენიშნება ეპილეფსია. მისი გავრცელება შედარებით ხშირია ბავშვებსა და ხანშიშესული ასაკის პირებში. საქართველოში აქტიური ეპილეფსიით დაავადებულია 40 000–მდე ადამიანი (ყოველ 1000–ზე – 8,8 დაავადებული).

როგორ ვლინდება და ყალიბდება, რა არის მისი გამომწვევი მიზეზები?

ეპილეფსიის ბიოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს თავის ტვინის(თ.ტ) ნეირონების ნორმალური აქტივობის უეცარი დარღვევა, კერძოდ, აგზნება–შეკავებითი პროცესების მოშლა, რაც გარეგნულად – გულყრით, ხოლო ელექტროენცეფალოგრაფიულად (ეეგ) სპეციფიკური ელექტროგრაფიული ცვლილებებით ვლინდება.

ეპილეფსია პოლიეტიოლოგიური დაავადებაა, ანუ მას მრავალი სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იწვევდეს, რის შედეგადაც ზიანდება ტვინის უჯრედების (ნეირონების) აქტივობა. ეპილეფსიის შემთხვევათა 25%–ში გამომწვევი მიზეზის დადგენა ხშირად ვერ ხერხდება. დაავადების განვითრებაში მნიშვნელოვანი ფაქტორია მემკვიდრეობით განპირობებული ნერვული უჯრედის მეტაბოლური თავისებურებები, რაც ქმნის გულყრითი მზაობის წინასწარ განწყობას და ამცირებს თავის ტვინის გულყრითი აქტივობის ზღურბლს. მემკვიდრეობით გადაეცემა არა თვით ეპილეფსია, როგორც დაავადება, არამედ გულყრებისადმი მაღალი მზაობა, რაც შესაბამისი არახელსაყრელი გარემო ფაქტორების თანდართვის შემთხვევაში შესაძლოა გახდეს დაავადების განვითარების მიზეზი. სხვადასხვა ასაკში ეპილეფსიის განვითარების ძირითადი გამომწვევი მიზეზებია:

მუცლადყოფნის პერიოდში:
• თანდაყოლილი ანომალიები
• ნივთიერებათა ცვლის დაავადებები
• ტუბეროზული სკლეროზი
• გენეტიკური ეპილეფსიები
ახალშობილობის პერიოდში:
• სამშობიარო ტრავმა
• ქალასშიდა სისხლჩაქცევები
• თავის ტვინის ინფექციები
• რთული ფებრილური გულყრები
• ჰიპოქსია (ჟანგბადის უკმარისობა)
მოზრდილობის ასაკში:
• თავის ტვინის სიმსივნეები
• თავის ტვინის ტრავმა
• ალკოჰოლი და ნარკოტიკები
ხანშიშესულობის ასაკში:
• თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებები

რას გვეტყვით ეპილეფსიის ტიპებზე, რომელია მათგან ყველაზე გავრცელებული საქართველოში?

ეპილეფსია საზოგადოების უდიდეს ნაწილს მიაჩნია, რომ ეპილეფსიისათვის მხოლოდ კრუნჩხვითი შეტევებია დამახასითებელი. სინამდვილეში, ეპილეფსია სხვადასხვა ტიპის შეტევებითა და მათთვის სპეციფიკური ელექტროფიზიოლოგიური პატერნებით ვლინდება. ეპილეფსიური გულყრა ეპილეფსიის აუცილებელი ნიშანია, რაც შეიძლება იყოს კრუნჩხვითი და არაკრუნჩხვითი.

გულყრის ტიპების მიხედვით გამოყოფენ გენერალიზებულ და ფოკალურ (პარციალურ) ეპილეფსიებს:

გენერალიზებული კრუნჩხვითი გულყრები ტონურ–კლონური კრუნჩხვის სახელითაა ცნობილი. ასეთი ტიპის გულყრა გონების უეცარი დაკარგვით იწყება; ადამიანი კარგავს ცნობიერებას, მოკვეთილივით ეცემა და ეწყება ე.წ. ტონური კრუნჩხვა – მთელი სხეულის ყოველი კუნთი იჭიმება, ადამიანი თითქოს იზმორება, ზოგჯერ დასაწყისში აღმოხდება შემზარავი ხმა (ღმუილი); სახე ჯერ უფერმკრთალდება, შემდეგ სუნთქვის გაძნელების გამო შეიძლება მოლურჯო– მოწითალო ელფერით შეეცვალოს. თავი და თვალები ხან გვერდზე, ხანაც ზემოთ აქვს მიქცეული. კრუნჩხვის ეს პირველი ფაზა დაახლოებით 1 წთ–მდე გრძელდება და თანდათანობით გადადის მეორე – კლონურ ფაზაში, რომელიც შეიძლება 1–4 წთ გაგრძელდეს. ამ დროს ადამიანი იწყებს თავისა და კიდურების მოხრას – გაშლითი ხასიათის რიტმულ მოძრაობებს (ძიგძიგს), უწესრიგო ხმაურიან სუნთქვას, ხროტინს, პირიდან გადმოსდის დუჟი; ამ პერიოდში შეიძლება ჰქონდეს უნებლიე შარდვა, იშვიათად – კუჭის მოქმედება (დეფეკაცია). მოზრდილებში ეპილეფსიური კრუნჩხვითი გულყრა 5 წთ–მდე გრძელდება. ტონურ–კლონური კრუნჩხვების ჩამთავრების შემდეგ ადამიანი გადადის ძილში. ხანდახან, გულყრის შემდეგ, ადამიანს ხანმოკლე დროით უჭირს მეტყველება, ზოგჯერ აგზნებულია, მოუსვენრობს და აგრესიულია. მოზრდილებთან შედარებით ეპილეფსიური გულყრა ბავშვებში შეიძლება გახანგრძლივდეს (15–20წთ–მდე). გულყრის შემდეგ ხშირია პირღებინება და დეფეკაცია.

აბსანსი – გენერალიზებული, თუმცა არაკრუნჩხვითი გულყრაა. ის უფრო ხშირია ბავშვებში. აბსანსი გამოვლინდება ცნობიერების ხანმოკლე დათრგუნვით; ამ დროს ადამიანი რამოდენიმე წამით წყვეტს მოქმედებას, ირინდება (თითქოს „აქ არ არის“), თვალები ერთ წერტილში აქვს ფიქსირებული (“თვალები უშტერდება”), შეკითხვებზე არ პასუხობს: რამოდენიმე წამში აგრძელებს დაწყებულ მოქმედებას და ვერაფერს იხსენებს მომხდარის შესახებ.

პარციალური გულყრები – ადამიანს ნათელი ცნობიერების ფონზე შეიძლება დაეწყოს ერთ–ერთი კიდურის კუნთების რიტმული განტვირთვები, რომელსაც წინ უსწრებს დაჭიმულობაც, ეს განტვირთვები შეიძლება გავრცელდეს მხრის, სახისა და ფეხის კუნთებზე. ზემოხსენებული გულყრა მარტივი ფოკალური გულყრაა, ხოლო რთულის შემთხვევაში ადამიანს გულყრა შეიძლება დაეწყოს ნათელი ცნობიერების ფონზე და შემდეგ დაეთრგუნოს, ან თვიდანვე დაიწყოს შეცვლილი ცნობიერებით.

თუ გულყრის დამთავრებას მცირე ინტერვალებით კვლავ მოსდევს მეორე, მესამე და ა.შ. შეტევა და შეტევათა შორის პერიოდში შესაძლებელია ადამიანთან კონტაქტი, ასეთ მდგომარეობას ეპილეფსიური გულყრების სერიას უწოდებენ. ხოლო თუ გულყრები მიმდინარეობს შეტევათა შორის პერიოდში ცნობიერების აღდგენის გარეშე , ასეთ მდგომარეობას ეპილეფსიური სტატუსი ჰქვია. აღნიშნული მდგომარეობები სიცოცხლისთვის საშიშია და საჭიროებს გადაუდებელ ინტენსიურ სამედიცინო დახმარებას.

გამომწვევი მიზეზების მიხედვითგამოყოფილია ეპილეფსიის შემდეგი ფორმები:

სიმპტომური – კვლევის თანამედროვე მეთოდებით (თ.ტ–ის კომპიუტერული ტომოგრაფია – კ.ტ; ბირთვულ–მაგნიტურ–რეზონანსული გამოკვლევა – ბ.მ.რ ) ვლინდება ტვინის დაზიანების უბანი;

კრიპტოგენული – ეპილეფსიის კლინიკური ნიშნები მიუთითებს ეპილეფსიის სიმპტომურ მიზეზზე, მაგრამ კვლევის თანამედროვე მეთოდებით ტვინის დაზიანების უბნის გამოვლენა ვერ ხერხდება;

იდიოპათიური – გულყრათა მიზეზი უცნობია; ხშირია გენეტიკური ფორმები; ხასიათდება ასაკდამოკიდებული საწყისით, კეთილთვისებიანი მიმდინარეობით, გამოჯანმრთელებით, ან ადეკვატური მკურნალობის ფონზე გულყრათა სრული კუპირების ეფექტით.

დაავადების მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ კეთილთვისებიან და ავთვისებიან (პროგრესულად მიმდინარე) ეპილეფსიებს.
საქართველოში ეპილეფსიის ამა თუ იმ ტიპის გავრცელების მაჩვენებელი არ განსხვავდება მსოფლიოში არსებული სტატისტიკისაგან.

როგორ მკურნალობენ ამ დაავადებას?

ეპილეფსიის მკურნალობა ძირითადად კონსერვატიულია და წამლებით წარმოებს. ამ წამლებს ანტიკონვულსანტებს (ანტიეპილეფსიური პრეპარატები) უწოდებენ. მკურნალობის მიზანია გულყრების სრული კუპირება. ეპილეფსია ეპილეფსიის სხვადასხვა ფორმა სხვადასხვა ანტიკონვულსანტს მოითხოვს, ანუ არ არსებობს პრეპარატი, რომელიც ერთნაირად შველის ეპილეფსიური გულყრის ყველა ფორმას. ექიმების თვალსაზრისით, უფრო ეფექტურია ერთი პრეპარატით მკურნალობა (მონოთერაპია), თუ პაციენტის მდგომარეობა და ეპილეფსიური სინდრომი იძლევა ამის საშუალებას. თუ ვერ ხერხდება გულყრების სრული კუპირება, მიმართავენ ორი ან სამი ანტიკონვულსანტის კომბინაციას (პოლითერაპია). მკურნალობა აუცილებლად უნდა მიმდინარეობდეს ექიმი–ნევროლოგის ან ეპილეფტოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ და არ უნდა იცვლებოდეს მეზობლების, ახლობლების, სხვა პაციენტების რჩევების გავლენით. ეპილეფსიის მქონე პირმა ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატები უნდა მიიღოს დანიშნული დოზებით დანიშნულ საათებში. წამლის დოზის თვითნებური ცვლა და მკურნალობის უცაბედი შეწყვეტა ზრდის ეპილეფსიური გულყრების განახლებისა და გახშირების საშიშროებას. ეპილეფსიის მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია; ის, როგორც წესი, რამდენიმე, ხშირად 4–5 წელი გრძელდება. განკურნება მხოლოდ ხანგრძლივი და ადეკვატური მკურნალობის საფუძველზეა შესაძლებელი, ამიტომაც პაციენტი და მისი ახლობლები დიდი მოთმინებით უნდა მოეკიდონ ამ საკითხს. თუ ეპილეფსია კონსერვატიულ მკურნალობას არ ემორჩილება, მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას, ხოლო როდესაც ეპილეფსიის გამომწვევი მიზეზი ნივთიერებათა ცვლის დარღვევაა – ე.წ. კეტოგენურ დიეტას (ცხიმებით მდიდარი საკვების დიდი რაოდენობით მიღება).

რა პირველადი დახმარება შეიძლება აღმოვუჩინოთ ადამიანს ეპილეფსიური შეტევის, ე.წ. გულყრის დროს?

გენერალიზებული ტონურ–კლონური კრუნჩხვითი გულყრა 3–დან 5 წთ–მდე გრძელდება. ამ დროს ბავშვი ან მოზრდილი არ უნდა დატოვოთ უყურადღებოდ. არ დაუყვიროთ და არ გაუწიოთ წინააღმდეგობა, უბრალოდ მოაშორეთ საფრთხეს (მჭრელი საგნები, ცეცხლი, ელექტრობა, ღუმელი და სხვა) და უსაფრთხო ადგილას დააწვინეთ. იყავით მასთნ მანამ, სანამ სრულად არ ჩაუმთავრდება გულყრა და არ აღუდგება ცნობიერება. აუცილებელი ქმედებებია: შეინარჩუნეთ სიმშვიდე; შეუთავისუფლეთ ტანსაცმელი; გადააწვინეთ გვერდზე; თავი გვერდზე გადაუწიეთ და თავქვეშ ამოუდეთ რბილი საგანი (ბალიში, მუთაქა, ან სხვა); ზედმიწევნით დაიმახსოვრეთ შეტევის დაწყების, მიმდინარეობის, დამთავრებისა და შემდგომი პერიოდის ყველა სიმპტომი, შეაფასეთ გულყრის ხანგრძლივობა; 3–5 წთ–ზე მეტი ხანგრძლივობის ნებისმიერი გულყრისას, თუ შესაძლებლობა გაქვთ, ავადმყოფს კუნთში შეუყვანეთ დიაზეპამის ხსნარი (2 მლ.); თუ ავადმყოფს კრუნჩხვების შემდეგ არ აღუდგა ცნობიერება და განუვითრდა მეორე შეტევაც, გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რადგან მოსალოდნელია ეპილეფსიური სტატუსის განვითარება. დაუშვებელი ქმედებებია: პირის ძალდატანებითი გახსნა მყარი საგნებით; წყლის, მედიკამენტების, ან საკვების მიწოდება; პაციენტის გაკავება, თავის წამოწევა, წამოჯენა; ენის დაჭერა; მძაფრი სასუნთქებლის (მაგ.: ნიშადურის) გამოყენება; სახეზე ნაჭრის გადაფარება; ტკივილის მიყენება (ჩხვლეტა, თითის გაჭრა, ან თითზე კბენა და ა.შ); გულყრის შემდეგ ავადმყოფის გამოღვიძების მცდელობა.

ექიმის რჩევა ეპილეფსიით დაავადებულებს:

პირველ რიგში, ეპილეფსიით დაავადებულმა უნდა მიმართოს ექიმ–ნევროლოგს, ან ეპილეფტოლოგს. ეს უკანასკნელი, სწორი დიაგნოსტიკის მიზნით, უნიშნავს სათანადო გამოკვლევებს (ეეგ–ს, საჭიროების შემთხვევაში, კ.ტ ან ბ.მ.რ კვლევას) თ.ტ–ის ფუნქციური თუ სტრუქტურული მდგომარეობის შესაფასებლად. დადგენილი ეპილეფსიური სინდრომისა და პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, პაციენტს ენიშნება ანტიეპილეფსიური მკურნალობა, რაც მან ზედმიწევნით უნდა შეასრულოს. ამასთან, ეპილეფსიით დაავადებულმა ადამიანმა უნდა დაიცვას ძილის ადეკვატური რეჟიმი, რადგან უძილობა უარყოფითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და ამძიმებს დაავადების მიმდინარეობას, მან უნდა გაიაროს ექიმთან პერიოდული კონსულტაცია და ჩაიტაროს გამოკვლევები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეპილეფსიის მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს დიდ მოთმინებას როგორც პაციენტის, ასევე მისი ოჯახის წევრების მხრიდან, შესაძლოა მკურნალობა გაგრძელდეს სიცოცხლის ბოლომდე ეპილეფსიის გარკვეული ფორმების დროს. ამასთანავე, ეპილეფსიით დაავადებულმა ადამიანმა უნდა დაიცვას ცხოვრების ჯანსაღი წესი, რაც გულისხმობს: მავნე ჩვევებზე უარის თქმას (თამბაქო, ალკოჰოლი, ნარკოტიკები), ნორმირებულ ფიზიკურ და გონებრივ დატვირთვას, სწორი კვების რეჟიმს. ეპილეფსიით დაავადებული ადამიანი პროფესიის არჩევაში თავისუფალია და ემყარება საკუთარ ინტერესებს, თუმცა ამავე დროს გასათვალისწინებელია ერთი გარემოება: უსაფრთხოების მიზნით ტრანსპორტთან დაკავშირებული პროფესიების არჩევა არ არის მიზანშეწონილი. ასევე, მოსარიდებელია ისეთი სამუშაოები, რომლებიც ღამის ცვლაში მუშაობას მოითხოვს, რადგან ძილ–ღვიძილის რიტმის ცვლა და დარღვევა აუარესებს ეპილეფსიის მქონე პირის მდგომარეობას. მოზარდისთვის სპორტული აქტივობები სავსებით შესაძლებელია და სასარგებლოც, თუ ის საფრთხესთან არ არის დაკავშირებული, კერძოდ, წყლისა და სამთო–სათხილამურო სპორტი.

განკურნებადია თუ არა ეპილეფსია?

ეპილეფსიის მკურნალობის თანამედროვე საშუალებები იმდენად განვითარდა, რომ სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებით, პაციენტთა 60–70%–ში ეპილეფსიის ხარისხისა და სიმძიმის მიხედვით მიიღწევა გულყრისგან სრული გათავისუფლება. 15%–ის მდგომარეობა უმჯობესდება, ხოლო 15%–ში კი მკურნალობა არაეფექტურია. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ რაც უფრო ადრე ისმევა სწორი დიაგნოზი და იწყება მკურნალობა, მით უფრო ეფექტურია იგი. გამოჯანმრთელების ალბათობა დიდია, თუ გულყრა არ მეორდება 2 წლის მანძილზე. ეპილეფსია განკურნებულად ითვლება, თუ წამლის მიღების შეწყვეტიდან 5 წლის მანძილზე შეტევა არ განმეორდა.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

82 კომენტარი »

  • ნათია says:

    გამარჯობათ! ჩემს დედას 6 წლის უკან 53 წლის ასაკშო მოულოდნელად დაეწყო ეპილეპსიური გულყრა. ექიმმა დაუნიშნა ფილეფსინ რეტარდი 200 -იანი დილას საღამოს.მაინტერესებს ძირითადი მიზეზი არ უთქვამთ(თუ იმას არ ჩავთვლით რომ შეიძლება გამოწვეული იყოს სტრესიდანო).მაინტერესებს ასეთ შემთხვევაში პაციენტი სრულად თუ იკურნება

    • ნინო says:

      ამ ასაკში დაწყებული გულყრები, როგორც წესი, დაკავშირებულია თავის ტვინის სისხლძარღვოვან პათოლოგიებთან. გადაღებული გაქვთ თუ არა თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია? მიზეზის დადგენა სწორედ ამ გამოკვლევის და რათქმაუნდა ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევის საფუძველზე ხდება. ფინლეფსინ-რეტარდის მოხსნის საკითხს კლინიცისტი წყვეტს გულყრების სრული კუპირებისა და ელექტროენცეფალოგრაფიული მონაცემების საფუძველზე.

  • მზია says:

    გამარჯობათ! ჩემს პატარა 2 წლისა და სიცხის დროს დაემართა გულყრა სასწრაფოტი გადავიყვანეთ ბავშვთა სავადმყოფოში იქ ექიმებმა არ ჩათვალეს ნერვოპათოლოგის გასინჯვა, როც უკეთ გახდა წავიყვანე თბილისში იქ თავზე გადაუღგეს და ცოტა ცვლილებები აქვს და დაუნიშნეს დეპაკინი, როცა ძინავს უხტის მშვიდი არ არის, რა არის ამის მიზეზე.
    გმადლობთ

    • ნინო says:

      ბავშვთა ასაკში ე.წ. ფებრილური გულყრები ძალიან ხშირია, რადგანაც ბავშვის ტვინის სტრუქტურები მოუმწიფებელია და ტვინის პასუხი ტემპერატურულ რეაქციაზე გამოვლინდება გულყრით. რათქმაუნდა ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა. როგორც წესი, გულყრის საწინააღმდეგო პრეპარატები როგორიცაა დეპაკინი, პირველი ფებრილური გულყრის შემდეგ არ ინიშნება, თუ ელექტროენცეფალოგრამაზე არ არის კრუნჩხვითი მზაობა. თქვენს პატარას მზაობა ეეგ-ზე ჰქონდა და ამ მიზეზით დაენიშნა მკურნალობა დეპაკინით. ამ შემთხვევაში აუცილებელია ბავშვთა ნევროლოგ-ეპილეფტოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა და კონსულტაცია 6 თვეში ერთხელ და ეეგ კონტროლი. გულყრების არარსებობისა და ნორმალური ეეგ მონაცემების საფუძველზე კლინიცისტი გადაწყვეტს წამლის მოხსნის საკითხს. დეპაკინის და ნებისმიერი ანტიეპილეფსიური პრეპარატების მოხსნა ან დოზების თვითნებური გაზრდა დაუშვებელია!

  • daji says:

    gamarjobat.chemi gogo 3 wlisaa,erti tvis win mdzinares adrianat daewyo jer vitom xvesa da ro shevxede exvidza da giyurebda gadafitrebuli iyo da pasuxs ar mcemda,mere uceb gaumuqda pirze da gonze ar iyo.2wuti gagrdzelda da uceb mere movida ferze xmac gamca medzinebao da modunda sul.eqimtan gvyavda encefalograma im dges gadauget da ar achvena da maro noofeni daunishnes.10dgeshi dagvibares da mashin gamochnda eqimma krunchxvis zeda zgvarzeao.exla 5dgis win kide daemarta zustad im dros da im nairad.eqimma depakini daunishna dozebis neli zrdit da tvis bolos kide unda gadaugot e.e.g ,ise nerviulia dzalian da vcdilob ar gavaxiziano,mainteresebs am wamlis fonze sheileba kide ro gaumeoros?ro tendeba ukve shishis qvesh var ro mshvidad gaexvidzos.

    • nino says:

      დეპაკინის ადეკვატური დოზებით მკურნალობის პირობებში, გულყრის განმეორების ალბათობა ძალიან დაბალია. ანტიეპილეფსიური პრეპარატებით მკურნალობის მიზანიც სწორედ ეს არის, გულყრების სრული კუპირება.

    • nino says:

      დიახ, ეს შემთხვევა ძალიან გავს ეპილეფსიურ გულყრებს, თუმცა ადრეულ ასაკში დაწყებული ეპილეფსია და დროულად დაწყებული მკურნალობა (მკურნალობის ხანგრძლივობა დაახლოებით 3-5 წელია) იძლევა ხანგრძლივი რემისიისა და ხშირად, სრული განკურნების საშუალებას. აუცილებელია ეეგ-კონტროლი ყოველ 3-6 თვეში. ადეკვატური ანტიეპილეფსიური თერაპია პრეპარატის ადეკვატური დოზებით, ასაკისა და ბავშვის წონის გათვალიწინებით, რაც ექიმი ნევროლოგის პრეროგატივაა.

  • daji says:

    dzalian gtxovt eqimo qamcet kitxvaze pasuxi…

  • daji says:

    gamarjobat.kidev me gawuxebt.chem shvils gauketet isev eeg ganmeorebit da eqimm yvelaferi kargataao normashiao.da kide gaukete toduashi naxevar saatiani eleqtro tomografia narkozit 500 lari dajda,sul daatvalieres tavis ujredebi da gmertis wyalobit yvelaferi kargat dasrulda,pasuxebi kargi iyo araferi ar emuqreba tavis tvinso.ase rom vagrdzelebt xelaxla depakins ar mogvixsna eqimma da yovel 6tveshi eeg unda gaviketot.madlobt pasuxistvis….

    • xatuna says:

      2004 clidan… 10 clidan gonebis xanmokle gatishva, romelsac tan axlavs mteli sxeulis shekrtomebi.8 clis asakshi agenishneboda tavis tvinis travma, tvinis sheryeva. xolo 2 clis shemdeg pirvelad gamovlinda zemotagcerili sheteva. shemdgomshi shetevebi gaxshirda. 2005 cels chatarda eleqtroencefalografia, sadac sxvadasxva fokusit amocenda mravlobiti alfa-diapazonis camaxvilebuli da maxvili talgebi, gamovlinda paroqizmuli aqtivoba generalizebuli bilateralurad-sinqronuli agmocenebis saxit………..
      chamitarda tavis tvinis kompiuteruli tomografia, sadac gamovlinda intrakranluri hipertenzia
      diagnozi: iveniluri mioklonus-epilefsia…
      ris shedegadac damenishna preparadi 1) depakini jer 500ni 3 clis shemdeg 300ni. dgeshi 3jer 2 clis shemdgom 2jer. aseve depakintan ertad vgebulobdi klonazepami 2 ml.2010cels damimata preparati adaptoli dgeshi 2 jer……10 celia vgebulob preparatebs ertaderti is shedegi maqvs xandaxan tu cudad gavxde unda vgrdznob esec xandaxan… atashi rti ati clis mandzilze tumca amastan ertad ciklic areuli maqvs xandaxan tveshi orjer xandaxan 6 tvis shemdeg . da ase shemdeg ras mirchevt rogor moviqce …….camieri gatioshva ufrop gardatexis periodshi momivida 14 slis asakshi shesadzlebelia gatxovebis shemdeg ganmimeordes an rogor davanebo camlebs tavi rame mirchiet….. madlobt

  • ნატო says:

    იწვევს თუ არა ტავში არსებული ვენური შუნტი ეპილეფსიას .გმადლობთ

  • marika says:

    მოგესალმებით, ჩემს მეუღლეს 21 წლის ასაკში დაემართა გულყრა. მანამდე როგორც ამბობენ მისი მშობლები, არ ჰქონია. არც გენეტიკურია. ახალ მოყვანილი ყავდა მეუღლე. ექიმმა დაუნიშნა ტეგრეტოლი დღეში ერთხელ ძილის წინ. და დღემდე იღებს უკვე 16 წელია. შედეგიც არ არის. 2 დღით თუ შეწყვიტა წამლის მიღება ისევ ემართება გულყრა ღამე ძილში. წამლის ამდენი ხნით მიღება ხომ არ ქმნის საშიშროებას იმისას, რომ სხვა ორგანოებს დააზიანებს? იქნება მითხრათ კარგი ექიმი ეპილეფსიის. გმადლობთ. პასუხი მომწერეთ მეილზე გთხოვთ.

  • daji says:

    gamarjoba marika chems shvils 3wlis asakshi sheemtxav da masac dzilshi daemarta 2jer….me depakins vadzlev.jvaniashvi dzalian kargi eqimi gvyavs nana xachapuridze.

  • .... says:

    როგორია ეპილეფსიის ნიშნები?და შეიძლება ადამიანს 25 წლის ასაკში გამოუვლინდეს და ბავშვი ყავდეს?კაცზე მაქვს საუბარი

  • Lobachevsky says:

    wamierad gonebas kargavs, da adamians unda ro gelaparakos magram ar sheudzlia, am dros gamoscems gansakutrebul xmas ai cxovelurad bgavis titqos. yvela midit laitadze nunustan damijeret da daisvenebt :)

  • ავთო says:

    მოკლედ ეპილეპსია არ მაწუხებს არც მე და არც ჩემს ახლობელ ადამიანებს უბრალოდ მჭირდება დზალიან კვალიფიცირებული ნერვოპათოლოგი და დზალიან გთხოვთ მირჩიოთ ვინმე. სახელი და გვარი ან ობიექტის მისამართი. ადრე ვიყავი ერთთან სახელს და გვარს შეგნებულად არ დავასახელებ მაგრამ უკმაყოფილო ვარ

  • .... says:

    gmertma gvishvelos da gadmogvxedos…daifaros patarebi am daavadebisgan

  • დიანა says:

    შეიძლება კრუნჩხვები ეპილეფსიის დროს დაეწყოთ?ეილეფსიის დროს სვავენ თუარა ანდანტეს?

  • Tatia says:

    Maqvs tandayolili epilefsia xshiri parcialuri gulyrit.3welia vmkurnalob,krunchxva agar mqonia.mainteresebs ramdenad saimedoa mdgomareobis gamoketeba

  • ani says:

    rodesac tavbru gexveva da xshirad gaqvs sicxeebi.. tvins ar miewodeba jangbadii … itishebi magram guli ar migdis ubralod gonebrivad momentshi itishebi .. eses epilepsiaa?

  • ani says:

    mipasuxet gtxovt .. chems sauketeso daqals ese emarteba .. eqimebi amas ver xsnian .. mipasuxet

    • maia says:

      myavs wlis da 9tvis gogo ukve samjer daemarta gulyra ianvarshi ,teervalshi,martshi pirvelad rom daemarta agmochhnda kalci dabali da mkurnalobdi kalze magram orjer kidev gaumeore mis mere gadagebuli maq tavze ar agmocnda epilefsiuri nishnebi magram rato umeorebs mashin?? mesamed rom mouvida eqima kidev ertxel mitxra araq am bavshvs epilefsiao damec arvici ukve ravqnao da ragamc samjer gaumeore mainc sabolad daunishna samtviani mkurnaloba krunchxvis sawinamdego preparatit luminalit kalcis da mesam aris kidev amati shemadgenlobit fxvieri wamali??/ tu sheizleba kidev ganmeordes gulyra am wamlis migebis shemdeg??/ da kidev echvi mgrnis ar iyves mainc epilefsiuri nishnebi da ra sheizleba kidev gavaketo rom ufro swori pasuxi mivigo eqimidan gtxovt mipasuxot madlobt.

  • mariami says:

    chemi gogo 9 tvisaa 7 tvis asakshi daewyo mini gulyra tavis chamoqindvrebit.. ori vea vmkurnalobt depakinis sirofit da topamaxsis tabletit magram tavis chamoqindvrebi isev aqvs gvirchiet rame

  • რუსო says:

    თუ შეგიძლიათ ვინმემ მითხრათ რა შეიძლება იყოს 22 წლის ასაკში ეპილეფსიის გამომწვევი მიზეზი, გენეტიკური ფაქტორები გამორიცხულია, პრეპარატი დგეში 1500მგ. რამდენად ძლიერი პრეპარატია და რა სირთულის ავადობის დროს ინიშნება?

  • ლიკა says:

    16 წლის ასაკში დამემართა პირველი გულყრა. კვლევა ჩამიტარდა ეპილეფსიის კონტროლისა და პრევენციის ცენტრში. დამენიშნა ანტიეპილეპსიური პრეპარატი,რომელსაც დღემდე ვიღებ. მკურნალობის დაწყებიდან დღემდე არ მქონია ანარანაირი გულყრა, იშვიათად მაქვს შეკრთომები და მზერა მიშეშდება წამიერად, გადაღლის შემთხვევაში. მამა დაავადებული იყო ეპილეფსიით… მაინტერესებს წამლის მიგების შეწყვეტის შემთხვევაში რა მელის…

  • lia says:

    gamarjobat!! ar vici amas ra qvia sheidzleba esec epilefsiis ertgvari saxea…. chemi shvilishvili 2 wlisaa da ukve ramdenjerme dzilshi iwyebs tirilis.igrixeba,iklakneba tiris ganwiruli xmit zinavs,ver gamogvyavs dzilidan tu daveleparaket ufro agresis ichens ,anu tirils umatebs xma exrinwebam,ofliandeba igleba,da rom dzalian daigleba sheidleba 30 wutic gavides gamofxizldes .da vitomc aq araferi chveulebrivad iwyebs laparaks da kontaqts.ukve gveshinia misis dazinebis…eqimo iqnebt gvirchiot rame.pativiscemit q-ni lia.

  • tiko says:

    გამარჯობათ..ჩემი პატარა 2 წლის არის..ვერეტყველებს უჩირს კონტაქტი..თვალები უშტერდება და წითიერად ითიშება..მყავდა ნერვოლოგთან..ეეგ-ს გადაღების შემდეგ დადგინდა ეპილეფსიის ნიშნები..დაუნიშნა დეპაკინი გამალატი და გლატანი..და მაინტერესებს დეპაკინი 12 საათში ერთხელ შეიძლება?დგეში ორჯერ დაუნიშნა მეორედ საგამოს 9ზე და შემდგომ ისევ დილით 9ზე უნდა მივცე?რამდენად სწორი დანიშნულებაა.. და რამდენად მალე განიკურნება ჩემი პატარა ..

  • გამარჯობათ შეკითხვა მაქვს დიდი ხანია რაც მაწუხებს შეტევები მაგრამ წინათგრძნობა მაქვს ბევრჯერ ისე გადამიტანია არ გაუვლია სხეულში ამ ტანჯვას მაგრამ ფაქტია რომ ვატარებ ეპილეფსიას და სად უნდა მივიდე ამ კვლევების ჩასატარებლად ხომ ვერ მეტყვით?

  • .......... says:

    აბსანსი – გენერალიზებული, თუმცა არაკრუნჩხვითი გულყრაა. ის უფრო ხშირია ბავშვებში. აბსანსი გამოვლინდება ცნობიერების ხანმოკლე დათრგუნვით; ამ დროს ადამიანი რამოდენიმე წამით წყვეტს მოქმედებას, ირინდება (თითქოს „აქ არ არის“), თვალები ერთ წერტილში აქვს ფიქსირებული (“თვალები უშტერდება”), შეკითხვებზე არ პასუხობს: რამოდენიმე წამში აგრძელებს დაწყებულ მოქმედებას და ვერაფერს იხსენებს მომხდარის შესახებ.amis gankurneba shesadzlebelia tuara mainteresebs madloba pasuxistvis

  • nana says:

    var 52 clis.10 tvis ukan gavikete tavze operacia.mkonda meningioma.arvici ramdenad aris dakavshirebuli chems axlandel mdgomareobastan.2 tvea makvs perioduli sicxeebi.orjer gavikete kvleva kvelapris titkmis da xelmosajidi veraperi naxes.vikavi sepsisis centrshic,gavikete kvelapris exoskopia,da araperia,romelmac sheidzleba momces amxela sicxe 39.voltarenis meti araperi mshvelis.4-5 dge da gadis tavisit.risi brali sheiodzleba ikos,xom ar gkoniat vinmes msgavsi ram?

  • nana says:

    zalian gtxovt mipasuxet didi imedit gelodebit pativiscemit nana

  • Nino says:

    შეიძლება თუ არა ორსულობა გახდეს ეპილეფსიის გამომწვევი მიზეზი? დედაჩემუსთვის გონი ასე იყო….საერთოდაც საშვილოსნს ამოღების შემდეგ შეუმცირდა გულყრები..ცოტათი მაინც..

  • anjela says:

    სჰემს მეუხლეს ცლინახევრის ცინ დაემარტა ინსულტი 38 ცლისააახ


    ახლა გულყრა დაემარტა სჰეიიბერება როცა მოსდის იგუდება ს

    მესინია რომ დაიხრჯოს

  • ia says:

    gamarjobat chemi patara 2tvis iyo pirvelad daemarta msgavsi ram daiwyo dzlieri tirili da mowyda,3wutsis ganmavlobashi mowyvetili iyo shemdeg movida gonze da dzili gaaagrdela..2jer kidev daemarta zustad ase miviyvane eqimtan da epilefsia daudgines axla vasmev filepsins.mainteresebs ramdenad gankurnebadia es daavadeba mitumetes 6tvis asakshi gtxovt mipasuxot..madlobtt.

  • nino says:

    chem bijs 4 tvis iyo rom pirvelad daemarta gulyra ,tvali gaushterda da mxolod xelis mtevnebs amodzravebda ..dgeshi 16jer xan 18 jer hqonda titqmis 2 welia gvyavs depakinze da eqimis metvalyureobis qvesh..4 tvis mere agar damartnia saertod rogor fiqrobt eseti gulyra gankurnebadia?gtxovt gemudarebit mipasuxet

  • tamari says:

    gamarjobat kitxva maqvs bavshvobashi maqvs krunchxvebi gadatanili dgegameshi 13 gauvlia man cota efeqtic damitova tvalt malia cota axla ki xandaxan wamierad tavshi denivit martyavs ert wertilshi mudam es sashishia tu ara axla 28 wlis var adre gadavige da bevri swortalgovani xazebi agmomachnda savaraudod bavshvobashi krunchxvisgan shemorchenili ragaca, udziloba mchirs sashineli da xshiri tabrus xvevebi es sashishia

  • mari says:

    mamachems daemarta es epilefsia gamowveuli iyo nervuli stresis gamo udzilobit alkoholit

  • mariami says:

    GAmarjobat, epilefsia awuxebs chems ert dzalian sayvarel adamians. Chems muls, chemi muli 25wlisaa Da es daavadeba bavshvobidanve awuxebs, aqvs krunchxviti shetevebi Da dzalian xshirad, mainteresebs arsebobs Tu ARA raime shansi rom midi mdgomareoba Cotati mainc gaumjobesde?

  • ჩემი შვილი არის 7,წლის 1,თვის უკან დაუდგინეს ტვინის ეპილეფსია ქონდა გულყრა სულ დაემარტა 6,ჯერ აქამდე ვერც ერთმა ექიმმა ვერ დაუდგინეს თუ რა სჭირდა ბავშვს და სულ ერთი თვეა რაც დაუდგინდა და აქვს ახალი შეძენილი და გვითხრეს 3,წელი უნდა სვან წამლები ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან ( ახალი შეზენილი ეპილეფსია ინკურნება.

  • ლიკა says:

    იშემიური ინსულტიან პაციენტს 10 თვის შემდეგ განუვითარდა ეპილეფსიის შეტევა ორჯერ. მკურნალმა ექიმმა დაგვინიშნა კარბამაზებინი 200 მგ. დილა-საღამოს. პაციენტს აღენიშნება მკვეთრი ძილიანობა. ძალიან გთხოვთ ვინმემ მომწეროთ რამდენად სწორი დანიშნულებაა. გმადლობთ.

  • ლელა says:

    ჩემი შვილი 4წლის და 4 თვისაა, ეპილეპსია დაუდგინეს 1 ელის და 4 თვის ასაკში, ბაბშვობიდან თავს ქინდრავდა და ასე მეორდებოდა დღეში 30 ჯერ დაახლოებით, ეპილეპტოლოგმა დაუნიშნა დეპაკინი, ამის შემდეგ უფრო გართულდა ბავშვის მდგომარეობა, საკვებზე უარს ამბობდა, ყველა კუნთი მოდუნებული ქონდა, ვერ დადიოდა ვერც ხოხავდა, იყო უსიცოცხლო, წამლის ფონზე 2 ჯერ დაუვარდა შაქარი სისხლში, მაგრამ წამლის შეწუვეტას გვიკრძალავდა ექიმი, თვალებს ატიალებდა ბავშვი და თრთოდა ძილის წინ ხელს და ფეხს იქნევდა, და ძილშიც. ასე მეორდებოდა, ჩავიკეტე სახლში და ვეღარ გამყავდა სასეირნოდ არ მინდოდა ვინმეს შევცოდებოდი. მოკლედ ერთ მშვენიერ დღეს აღარ მივეცი წამალი, დავიქირავე მასაჟისტი და ბავშვი 4 თვეში დავაყენეთ ფეხზე, დავუწყე კალცის მიცემა, შუალედებში ვიტამინის კომპლექს ვალევდი, მოძლიერდა ბავშვი და შეწყვიტა თავის ქინდვრა. მაგრამ დაეწყო 3 წუთიანი გულყრები თვეში ერთხელ და ექიმმა დაუნიშნა ლამიქტალი და ძალიან მეშინია ისევ არ მოდუნდეს და უკონტაქტო არ გახდეს, როგორი პრეპარატია ეგება მირჩიოთ როგორ მოვიქცე? იგივე ტანჯვას ვეღარ გადავიტან…….,მეშინია ბავშვს არ ვავნოთ ამ პრეპარატით,,,,

    • ლელა says:

      anotaciaShi miTiTebulia, rom lamiqtali iniSneba 12 wlis asakis zemoT. epilefsia ar aris xelwamosakravi daavadeba. tumca
      gankurnebadi formac arsebobs da sworad Shercheuli mkurnalobis kurs!!! mimartet yofil me-9shi (exlandeli xechinashvi

      lis saxelobis sauniversiteto klinika)tBILISI.TURQETIS SAELCHOS UKAN. NATELA OKUJAVAS (epileptologi) an bavshvta nervologs iashvilis klinikashi-NANA TATISHVILS

  • ლელა says:

    ჩემი შვილი 4წლის და 4 თვისაა, ეპილეპსია დაუდგინეს 1 ელის და 4 თვის ასაკში, ბაბშვობიდან თავს ქინდრავდა და ასე მეორდებოდა დღეში 30 ჯერ დაახლოებით, ეპილეპტოლოგმა დაუნიშნა დეპაკინი, ამის შემდეგ უფრო გართულდა ბავშვის მდგომარეობა, საკვებზე უარს ამბობდა, ყველა კუნთი მოდუნებული ქონდა, ვერ დადიოდა ვერც ხოხავდა, იყო უსიცოცხლო, წამლის ფონზე 2 ჯერ დაუვარდა შაქარი სისხლში, მაგრამ წამლის შეწუვეტას გვიკრძალავდა ექიმი, თვალებს ატიალებდა ბავშვი და თრთოდა ძილის წინ ხელს და ფეხს იქნევდა, და ძილშიც. ასე მეორდებოდა, ჩავიკეტე სახლში და ვეღარ გამყავდა სასეირნოდ არ მინდოდა ვინმეს შევც ოდებოდი. მოკლედ ერთ მშვენიერ დღეს აღარ მივეცი წამალი, დავიქირავე მასაჟისტი და ბავშვი 4 თვეში დავაყენეთ ფეხზე, დავუწყე კალცის მიცემა, შუალედებში ვიტამინის კომპლექს ვალევდი, მოძლიერდა ბავშვი და შეწყვიტა თავის ქინდვრა. მაგრამ დაეწყო 3 წუთიანი გულყრები თვეში ერთხელ და ექიმმა დაუნიშნა ლამიქტალი და ძალიან მეშინია ისევ არ მოდუნდეს და უკონტაქტო არ გახდეს, როგორი პრეპარატია ეგება მირჩიოთ როგორ მოვიქცე? იგივე ტანჯვას ვეღარ გადავიტან…….,მეშინია ბავშვს არ ვავნოთ ამ პრეპარატით,,,,

  • pati says:

    es davadeba gankurnebadia metviton mqonda epilefsiuri gulyrebi xutiwlis ukan tavis tvinis tramvis shedagad mtavaria swori mkurnaloba da eqims mihyvet.

  • 21 წლის ასაკში ძილში დამემართა გულყრა,შემდეგ 6 თვის შემდეგ გამიმეორა.ფილეფსინ რეტარდის მკურნალობის ფონზე რამდენჯერმე გამიმეორდა ისევ ძილში,შემდეგ დამიმატეს დეპაკინი.ამის შემდეგ დღისით მქონდა შეგრძნება თითქოს წუთიერად სხვა სამყაროში ვიყავი,მემართებოდა თვალის ხამხამი,გულის აფორიაქება და ტუჩებს ვილოკავდი.ჩემ მკურნალ ექიმმა მომიხსნა დეპაკინი და 800გრ ფილეფსინ რეტარდთან ერთად დამინიშნა 500მგ ლეტირამი.ამის შემდეგ ჩივილები მომეხსნა 1წ და4 თვეა,მაგრამ მეხსიერება მღალატობს,მახსოვრობა დამიქვეითდა.მაგ მხრივ სამსახურში პრობლემები მიჩნდება.ახლა ვარ 38 წლის და ვარ მედიკამენტების ქვეშ.რამდენად სწორეა ჩემი მკურნალობა და გავიკურნრბი თუ არა ,პასუხი მომწერეთ ემაილზე.

  • shorena says:

    mantereseb gardatexis periodis epilepsia romelic shedenilia gardatexis periodsi tamlebis vsvamt zusti droit gardatexis asaktan ertad gaivlis

  • mzia says:

    gamarjobat var 33wlis rac tavi maxsobs deda sul xdeba cudat adre xdebida dgisit axlasadgac 2welia gamit xdeba shetevaze metad imas vdardob roca sheteva ewyeba ukvxvdebi aris agresiuli yvelaferze brazibs shetevis shemdeg ki emarteba udzilooba 2an3gamis ganmavlobashi dadis daidzaxi vsivdebio myavda eqimta moumates wamlis doza diazepamsac vuketeb shetevis dros rogor davexmaro ar vici tu daedzindeba mere uketesad aris xoe mirchiet rogor moviqce an tu gqoniat aseti shemtxveva madlobas gixditwinaswar

  • nino afciauri says:

    gamarjobat 1 da 10tvis mkav bavshvi chabjireba icis game uazrot tiroda vmkurnalobdit pediatrtan dagvinishna selinskis fxvnili magram gamis tirili mainc konda shegvicvala tamali da valiumi davinishna amis fonzekargad edzina agarc chabjirebula erti tve vasvi daaxloebit erti tve ori tvis mere isev daicko dzilshi tirili ogond yovel game aremarteboda xan kargd edzina mere magali sicxeebi konda yelidan da ro gauara sicxeeba dzan gagizianebuli damivardnili iko su gagizianebuli iko da kide chamibjirda gaaba tirili mere galurjda tavui chamikida da isev maleve motrialda amis mere su edzineboda da dzala gamoclilli iko tavikvane nervopatologtan da encefalograma gadauget kargi pasuxi iko dagvinishna depakinis siropi siropi dozis matebit sami tve ori dgea vasmev instrukcia ro cavikitxe dzan shemeshinda am tamlis gonebaze da ganvitarebaze mokmedes ramdenad jirdeboda es tamali gtxovt mipasuxet da ramdenad imokmedebs bavshvis tvinze xo ar sheuckvito ra sachiroa aseti dzlieri tamali ra gavaketo mirchiet

  • ana says:

    gamarjoba .9 wlis asakshi damemarta pirvelat epilefsiuri gulyra.2 wlidan vmurnalob qutaishi iza asatiantan.da tavidan daminishna depakini 200 gramiani shemdeg shecvala da oorlepti daminishna shemdeg orlepti 500 mg agar ishoveboda da depakini daminishna 500 mg iani mis shemdeg dgemde vmkurnalob tu wamali ar davlie 3 dge vzleb magram mere gulyra memarteba.sanam krunchxva damewyeba manamde vitishebi mal male da shemdeg memarteba gul yra.mainteresebs bolos dabolos ikurneba tu araes dawyevlili avadmyofoba pasuxi mainteresebs.tqven mainc mitxarit gtxovt agar shemizlia meti

  • aleqsandre says:

    gamarjobad amas sluchainad wavawydi aq myavs 6 wlis gogo da itisheba 1 wutit sadarmyavda mara veraferi pasuxi ver gavige dedamisisgan erti vici ro epilefsia aqvsoo. tu shegidzliat am komentars roca naxavt rom shemexmianot da swor gzaze da swor mkurnalobisken gamishvat tushegidzliat roca amas waikitxavt. 593-15-61-68 da ikitxot aleko wveravas unda chemtan saubario da me tviton dagirekavt . gtxovt ra dazmurad tore devitanje kaci nerviulobit bavshvs vuyureb da verafrit vshveli . bavshvi ixebs or wammals lamiktals 75 procents da filefsins 100 procents. tqveni imedimaqvs. tore mailzec shegidzliat romomwerod tqveni nomeri da dagirekavt. a.cverava@mail.ru ufali faravdes yvelas visac es aqvs da uflis dzalam gamoajamrtelos suyvela/.. chem sicocxles mivcem oxond es ganikurnos…..

  • eka says:

    batono aleko me mlocvel xasans girchevt,tu gjerat locvebis da tu gagigiat xasanze mashin getkvit rom mas sheudzlia bavshvis daxmareba,is getkvit ra mizezia ro bavshvi itisheba da rato,misi nomeria 599246533,is musulmania da bevr bavshvs daxmarebia,matshoris autizmit daaavadebulebs

  • ქეთი says:

    გამარჯვებათ,ჩემს ბიჭს დაემართა 6თვისას თვალებს წევდა მაღლა და ხელ ფეხს წევდა თითქოს ჭიმავდა.ნევროლოგმა თქვა ეპი სინდრომი აქვსო.ეეგე გადაუღეთ და აჩვენა აქტიურობა.დაგვინიშნეს დეპაკინი,ორი კვირა ვსვით თავიდან შეუმცირდა მერე ისევ მოემატა.დაუნიშნეს კონვულეკსი.კეპპრა მაგრამ არ გვიშველა.აგვისტოში დაგვინიშნეს კორტეფი( გარმონები)ერთ კვირაში მოგვეხსნა კრუნჩხები.ეხლა ვრჩებით კურსს 5თვე ვსვით,თან ვსვავთ საბრილს 2თვეა.და ერთი თვის წინ ძილში ისევ დაეწყო ხან ფეხს გაიქნევს ხან ხელს ,ხან კანკალებს ხან ხტება.ეეგე გადაუღეთ10დგის წინ აჩვენა აქწივნასწი.დიაგნოზი გვიწერია კრეფთაგენული ეპილეპსია.იქნებ ვინმეს ქონდა ან გაგონილი აქვს რამე.დამეხმარეთ აძალიან გთხოვთ.1წლის და1თვისა არის ეხლა ვერ დადის ვერაფერს იძახის.1თვეა ცოცვა დაიწყო.წინასწარ დიდი მადლობა.

  • ქეთევანი says:

    თუ მონათლულია ხშირად აზიარეთ ბავშვი. (თუ მონათლული არაა სასწრაფოდ მართლმადიდებლურად მონათლეთ) მშობლებმა მარხვა და ლოცვა დაიწყეთ,მართლმადიდებელი მოძღვარი აიყვანეთ. მაგ ავადმყოფობას ღმერთი შველის, ექიმებს ცოტა უჭირთ.

  • radioni says:

    gamarjobat me gaxlavart radioni gunjua 2013 wels damewyo epilepsiuri shetevebi eqimma daminishna finlepsini 200 mg magram mainc memarteba iqneb mitxrat ganvikurnebi tu ara,an vistan sheidzleba ro vimkurnalo. 597 65 37 38 chemi sakontaqto nomeria.

  • maka says:

    gamarjoba ,2 welze metia vsvav levitracetams ,mkonda gulyrebi,dabal dozas vigeb magram sul gamudmebit mainc tavi mtkiva da sashinlad medzineba,,,ela vimyopebi sazgvargaet da vegar vaqcev yuradgebas ..kiev gadavigo enceplograma da tomgrapia tu gavagrdzelo wamlis migeba?

  • maka matkava says:

    gamarjobat chem shvils 6wlis asakshi qonda pirveli sheteva,eqimma metvalyureobis qvesh dagvtova,cxra tveshi isev gaumeora ris shemdegac daviwyet mkurnaloba,dagvinishnes finlepsin retardi,erti welis shemdeg mogvixsnes,magram moxsnamde naxevari wlit adre daewyo uneblie shardvebi,jer dgis ganmavlobashi qonda,mere game daewyo,rogorc chavawvendi verc igebda ise gazdioda da pampersit vadzinebdi,es gaugrdzelda sadgac 3tve,dozis shemcirebis shemdeg aulagda,exla am wels mogvixsnes wamali martshi,ukve sami tve xdeba,sheteva ar qonia weliwadi da 5tvea,ori gamea isev daewyo gamit uneblie shardva,ra sheidzleba iyos amis mizezi da ra gamokvleva unda chavutaro an rit vushvelo agar vici,bavshvi didia da ganicdis,iqneb mirchiot rame

  • maka matkava says:

    Gamarjoba.isev me gawuxebt maka.dzalian gtxovt iqneb waikitxot chemi shekitxva da ragacit mainc damexmarot,dzalian velodebi tqvens pasuxs

  • ჩემს 33 წლის შვილს ბავშვობის ასაკში 4 ჯერ ქონდა კრუნჩხვები მაღალი სიცხის დროს არის ძალიან აგრესიული უჭირს ხალხთან კონტაქტი უჭირს მეტყველება ხალხთან საუბრის დროს ძალიან იძაბება ლაპარაკის დროს სიტყვას ბოლომდე ვერ ასრულებს ჩვენი შენიშვნის მიუხედავად იგივენაირად იმეორებს არის კარგი ადამიანი არ სვამს არ ეწევა უყვარს მუსაობა გთხოვთ მირჩიოთ როგორ მოვუხსნათ დაძაბულობა.კომპლექსები.როგორ გამოუსწოროთ მეტყველება

  • ქნქ says:

    გამაარჯობათ …მეხითე წელი მისრულდება რაც ეპილეფსია მაქ და მარტოვერთხე გავხდი ცუდად და შეააძლოა რომ კიდე გამიმეორდეს?

  • Mariami says:

    gamarjobat myavs 11wlis biwi daudginda tandayolili anomalia tavshi gtxovt amixsnat ras nishnavs

  • Mariami says:

    gamarjoba chems shvils agmouchinda tandayolili anomalia gtxovt mitxrat rasnishnavs…

  • dedas aqs eseti simtomebi rac aq ceria aris 58 clis eqima daginishna preparati tegretols da es daexmareba tu ara

    mainteres

    ebs

  • მირანდა ნიჟარაძე says:

    გამარჯობათ ჩემ ძმას დაემართა14 წლის ასაკში ფიზიკური გადატვირთვის მერე და დაემართა დამოდენიმეჯერ კრუნჩხვა შესაძლებელია ეს გამოწვეულიყოფილიყო დღლის შედეგად?

  • Tako says:

    Gamarjobat gushin chem bichi 7 wlisaa gamixda cudad me ar viyavi da rogorc 7vebian kompoutertan didxans ijda tan mshieri iyo dilidan sagamomde wyalze amdgara da wyals ro vuyurebdi tavbru damexvao waqceula rom naxes bavshvi gonze iyo da tavis dzmis saxels idzaxda chem qmars auyvania xelshi da tvalebi daxucha da modundao mere wyali daasxa da erti wutic ar gasula mofxizldao. M9kled gadaiyvanes savadmyofoshi da goneba qonda magram nevropatologmatqva tavi mtkivao idzaxda bavshvio da tan tvalis gugebi odnav farto qondao.jangbadi daudges da gadasxma azrze iyo yvelafrrze gvcemda oasuxs 10 wutshi katec gadauget da saertot aranairi cvlileba ar qonda… mainteresebs tu sh4ileba es epilefsias mivawerot ? Tu mshiers da kompiutertan jdomas gtxovt mipasuxot ra dzalian vgelav meshinia

  • ლილი says:

    გამარჯობათ.მყავს 16 წლის ბიჭი.ოთხი წლის წინ გაუკეთდა ოპერაცია თავის ტვინის სიმსივნეზე.მას შემდეგ ეპილეფსიური გულყრა არ ქონია.ამ ხნის მანძილზე სვამდა ფინლეპსინს დღეში სამჯერ 150 მლ.ხუთი თვის წინ დოზა შეუმცირა ექიმმა და სვამდა 100 მლ.დღეში სამჯერ.
    მოუვიდა ეპილეფსიური გულრა თუმცა თვითონ ამტკიცებს რომ საღამოს და დილით წამალი არ დაულევია
    მაინტერსებს წამლის დოზის შემცირება თუ გამოიწვევდა ამდენი წლის შემდეგ ისევ ეპილეფსიურ გულყრას(გულყრა აქვს ფოკალური,მსუბუქი,კრუნჩხვების ა დუჟის გარეშე)

  • ნათია says:

    გამარჯობათ ჩემი პატარა 1 წლის და 5თვისაა წუხელ. ღამის 3 საათზე გაეღვიძა ცოტახანს გონსიყო მერე ისევ დასაძინებლად წავიყვანე და დაიწყო ისტერიკული ტირილი. მეგობა ყური ატკიოდა და otipax ჩავაწვეთე ყურში. წინააღმდეგობას მიწევდა და ტიროდა. წამლის ჩაწვეთების მერე ისევ რო ტიროდა ვიფიქრე ავდვები საწოლიდან გავასეირნებთქო და ტირილი თი
    ტქოს ღმუილში გადაუვიდა ხელებიტ
    და ფეხები
    ტ მაწვებოდა გამიშვიო თითქოს მაგრამ რომ დავსვამდი ძირს იგივენაირად აკე
    ტებდა კალთაში ჩავიჯინე და თავს უკან აგდებდა ხელებიტ და
    ფეხებით მაწვებოდა და ღმუოდა თუ ტიროდა თუ რაერქვა არვიცი იმას. დახლივებით 5დან 7წუთამდე გაგრძელდა მთელი ოჯახი შეგვაშინა გონზე რო მოვიდა სიარულში მალევე ჩაეძინა. ეს შეიძლება ეპილეფსია იყოს? თუ უბრალოდ ოანიკური შეტ
    ევა იყო? ასევე ჩაბჟირებაზე მყავდა ნერვოპათალოგთან
    თავზე გადავუღე და იდეალური ტვინი აქვსო და ჩაბჭირებაზე ესე მითხრა უბრალოდ გაშინებთო. ისევ შეიძლება შესაშინებლად მოქცეულიყო ესე
    თუ ეპილეფსიის ნიშნებია? მთელი ღამე მის სუნთვას ვუსმენ და ვერაფერთან ვერ ვაკავშირებ ამ საქციელს რ
    ადავარქვა არვიცი თითქოს გონზე იყო კიდეც არვიცი დამეხმარეთ ძალიან დაბნეულივარ

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი