მთავარი » ემიგრანტის წერილები

“ემიგრანტები ჩვენი ქვეყნის “დესპანები” ვართ უცხოეთში” – წერილი რომიდან

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.05.2014 5 კომენტარი | 4,506 ნახვა

“ამბიონის” რედაქცია პასუხს არ აგებს “ემიგრანტის წერილების” რუბრიკაში გამოქვეყნებული მასალების შინაარსზე.

ლია უკლება
ექთანი

ჩვენი ფრანგი შვილობილი…

ცხოვრება მართლაც რომ მოულოდნელობებითაა სავსე. წლების წინ, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ემიგრანტი ვიქნებოდი იტალიაში და რომში მომიწევდა ცხოვრება და თანაც ფრანგ გოგონასთან ერთად ერთჭერქვეშ.

მარლინი საფრანგეთიდან იტალიაში ჩამოვიდა სასწავლებლად, წინაპრები იტალიელები ჰყავს. ლია უკლება ასე რომ, ცოტა იტალიური იცოდა. ბინას ეძებდა და ჩვენ ქართველებმა შევიკედლეთ. როგორც დავინახე ჩემს შვილს მივამსგავსე და მაშინვე ჩემს გულში შემოვიდა… ფრანგი გოგოებისაგან განსხვავებით მარლინი ჩვენებური აღმოჩნდა – ინსტიტუტი, სახლი და ჩვენ… ეს იყო მისი ცხოვრება. ქალაქსაც მხოლოდ ჩვენთან ერთად ათვალიერებდა. ერთხელ, დილით თვალცრემლიანი დავინახე, შეყვარებული და დედა მენატრებაო, მეც მეტი რა მინდოდა, მასთან ერთად ავტირდი… მერე ვეხუმრებოდით, მარლინ, შენ ის მაინც იცი ერთ წელიწადში დაბრუნდები ჩვენ კიდევ როდის გვეღირსება “ამინისტა” არ ვიცი–თქო. ის ფრანგულს გვასწავლიდა, ჩვენ კი – ქართულს. უწმაწურ სიტყვებს ისე საყვარლად ამბობდა, ხშირად ვამეორებინებდით. ყოველ დილით გვესალმებოდა: გარ–მარ–ჯო–ბა!

მარლინი, რა თქმა უნდა, ქართულ კვებაზე გადავიყვანეთ,კერძების სახელები ისწავლა და ამბობდა: – დღეს რას მივირთმევთ? – აჯაფსანდალსო! ყოველი ჩვენგანი მასში მონატრებულ შვილს ვხედავდით და წარმოიდგინეთ როგორ მოვეფერებოდით. თვითონაც თბილი გული გვიჩვენა, თქვენ ჩემი ქართველი დედები ხართ იტალიაშიო! მარლინმა სწავლა დაამთავრა და დიდი ზარზეიმით გავაცილეთ. მას ხშირად ვესაუბრებით ინტერნეტით.

ერთ დღეს მარლინი საფრანგეთიდან მირეკავს ტელეფონით და თან სიცილით იგუდება, ახლა რაგბის სტადიონზე ვიმყოფები, ქართველები და ფრანგები ხვდებიან ერთმანეთსო. მარლინი ფრანგებმა ლელო რომ დაუდეს ქართველებს წამოვხტი ფეხზე და ქართულად “ვუკურთხებ” ფრანგებს, ხოლო ქართველებმა, რომ დადეს ლელო ფრანგულად “ვუკურთხებ” ქართველებსო! ჩემ უკან ერთი ფრანგების ოჯახი ზის და ეხლა მკითხეს დიდი ხანია გაკვირდებით და ვერ დავადგინეთ, შენ ან თამაშის წესები არ იცი ან ვერ გაგიგია ვის “უბალეშჩიკო”, როგორ შეიძლება რომ ყოველი ლელოს დადება გიხაროდესო! ამათმა რა იციან მე რა მიხარიაო!…

მარლინს ქართული ანბანიც შევასწავლეთ…

ჩვენ, ემიგრანტები მართლაც რომ ჩვენი ქვეყნის “დესპანები” ვართ უცხოეთში. ჩვენზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, თუ როგორ წარმოვაჩენთ ჩვენს ერს და ჩვენს კულტურას ალბათ,შევძელით მარლინის გულში ქართველების მიმართ სიყვარულის გაღვივება. თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ გაგვიკეთებია, მხოლოდ ჩვენებურად მოვეფერეთ…

მოგვწერეთ თქვენც, თუ ხართ ემიგრანტი. ელ.ფოსტა: teo.nozadze@yahoo.com


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

5 კომენტარი »

  • inga says:

    ვისთვისაც სულ ერთი არ არის „ვისი გორისანი“ არიან და მიუხედავად იმისა ძალით არიან წამოსულები თუ ნებით(ყველა რაღაცა პრობლემის გამოა წასული ემიგრაციაში), მათთვის მცნება „მშობლიური“ ყველაზე ფასეული და გაუცვეთელია. სადაც არ უნდა წახვიდე ყველგან იყავი ზრდილობიანი და მადლიანი.

  • ლია says:

    გამარჯობა.აქ ერთი დეტალი აქვს რედაქციას გამოტოვებული ფაქტიურად რომლის გამოც ეს ამბავი დავწერე,ალბათ წერილი იყო მოცულობით ვრცელი ან კიდე ფაქტი ჟღერს დაუჯერებლად. აი ისიც:მარლინმა სურათი გადმოგვიგზავნა ინტერნეტით,ტატუ გაუკეთებია ქართული წარწერით:”ანდრე”,ავტოკატასტროფაში დაღუპული გამზრდელი ბიძის ხსოვნისათვის,ქართული ანბანი კი ჩვენი სიყვარულით!ამ ფაქტმა სასიამოვნოდ გამაოცადა და დამაფიქრა.

  • chemo megobaro chenma cerilma am dilit cota amatira magram mere siamakem ufro damclia imitom rom rac tkven gaaketet amas xom qartvelis meti veravin gaigebs da gaakdetebs me monatrebuli chvili kaegad arc momaferebines ise gamouchvi romchi samsaxuris sacebrad mixaria rom ram chemorca kide adamianis gulchi madli da es chveni qartveli emigrantebi arian gaixaret xvtis ckaloba cinsvla carmatebebi xvavi baraqa da rac mtavaria is ramac es emociebi ver damamalvina dges tkvens mimart rasac qartuli suli qvia ar mogchlodet gilocavt qristechobis brckinvali dgesascauls gaixaret

  • datiko48 says:

    chemo Lika,gadaxvewili var ukve Samshoblodan 11-ti welia amerikashi,samwuxarod bevr Qartvelshi sheicvala ertmanettan damokidebuleba,win dgas bevrisatvis fuli.Me mixaria rom aseti ketili xar da mouare ucxo shvils,Gmerti daglocavs dagayenebs male dzliers fexze da dabrundebi Saqartveloshi!!!

  • Zurabi says:

    წმ. მღვდელმთავარი ნექტარიოს ეგინელი

    გზა ბედნიერებისკენ

    არაფერია წმინდა გულზე უფრო სასურველი, რადგან ასეთი გული ღვთის საყდარი ხდება. არის კი რაიმე უფრო დიდებული, ვიდრე საყდარი ღვთისა? რა თქმა უნდა, არა. მათ შესახებ, ვისაც წმინდა გული აქვს, უფალი ამბობს: „დავიმკვიდრო და ვიქცეოდი მათ შორის და ვიყო მე მათა ღმერთ და იგინი იყვნენ ჩემდა ერად.“ (2 კორ. 6,16). ამგვარად, ვინაა ასეთ ხალხზე უფრო ბედნიერი? და რომელი სიკეთე აკლიათ მათ? განა სული წმიდის ყველა ნიჭი მათ ნეტარ სულებში არ არის? რაღა შეიძლება აკლდეთ მათ? არაფერი, ჭეშმარიტად არაფერი! რადგან მათ გულში იმყოფება უდიდესი სიკეთე – თავად ღმერთი!
    რამდენად ცდებიან ისინი, ვინც ბედნიერებას საკუთარი თავის გარეთ ეძებს – უცხო ქვეყნებში და მოგზაურობებში, სიმდიდრესა და დიდებაში, დიდ სამფლობელოებში და სიტკბოებებში, სიამოვნებებში, სიუხვესა და უსარგებლო საგნებში, რომელთაც მწარე დასასრული აქვთ. საკუთარი გულის გარეთ ბედნიერების კოშკის აგება იგივეა, რაც სახლის აშენება იმ ადგილას, რომელიც მიწისძვრისგან მუდმივად ირყევა. ასეთი შენობა ძალიან მალე შეიმუსრება…
    ძმებო და დებო! ბედნიერება ჩვენშია, და ნეტარია, ვინც მიხვდა ამას. გამოიკვლიეთ თქვენი გული და დაუკვირდით მის სულიერ მდგომარეობას. იქნებ ღვთის წინაშე კადნიერებაა დაკარგული? იქნებ სინდისი გვამხელს უფლის მცნებების დარღვევის გამო? იქნებ ის გვამხელს უსამართლობების, სიცრუის, ღვთისა და მოყვასის წინაშე მოვალეობების შეუსრულებლობის გამო? გამოიძიეთ, იქნებ ბოროტებამ და ვნებებმა აავსეს თქვენი გული; იქნებ ის მრუდე და გაუვალი გზებისკენ მიიდრიკა…
    სამწუხაროდ, ვინც საკუთარი გული უყურადღებოდ მიატოვა, მან ყველა სიკეთე დაკარგა და მრავალ სიავეს ეწია; განაგდო სიხარული და აივსო სიმწარით, მწუხარებითა და სულიერი სივიწროვით; განაგდო მშვიდობა და შეიძინა დათრგუნვილობა, მოუსვენრობა და ძრწოლა; განაგდო სიყვარული და შეიძინა სიძულვილი; და საბოლოოდ, განაგდო სული წმიდის ყველა ნიჭი და ნაყოფი, რომლებიც ნათლობისას შეიძინა, და დაუახლოვდა ყველა ბოროტმოქმედებას, რომლებიც ადამიანს საცოდავად და დაწყევლილად აქცევენ.
    ძმებო და დებო! ყოვლადმოწყალე ღმერთს ჩვენთვის, ყველასთვის ბედნიერება სურს, ამ ცხოვრებაშიც და მომავალშიც. ამისთვის მან თავისი წმიდა ეკლესია დააარსა, რათა მან განგვწინდოს ცოდვებისაგან, რათა გვაკურთხოს, შეგვარიგოს ღმერთთან და მოგვანიჭოს ზეციური კურთხევა.
    ეკლესია ყოველთვის მზადაა იმისთვის, რომ გულში ჩაგვიკრას. მივისწრაფოთ მისკენ ყველამ, ვისაც დამძიმებული გვაქვს სინდისი. მივისწრაფოთ – და ეკლესია იტვირთავს ჩვენი ტვირთის სიმძიმეს, გვიბოძებს ღვთის წინაშე კადნიერებას და აავსებს ჩვენს გულებს ბედნიერებითა და ნეტარებით.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.