მთავარი » ქრისტიანობა

ელიაობა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.08.2017 10 კომენტარი | 16,738 ნახვა

ელიაობა ყოველწლიურად 2 აგვისტოს აღინიშნება. განსაკუთრებულად ამ დღეს დედოფლისწყაროში დღესასწაულობენ, სადაც ელიას მთაზე წმიდა ილია თეზბიტელის სახელობის ტაძარი მეექვსე საუკუნიდან არსებობს. მრევლი სპეციალურად ამ დღისთვის დედოფლისწყაროში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩადის.

ნინო ღამბაშიძე (ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი): “ამინდის შეცვლასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებებისა და რწმენა-წარმოდგენების გარდა, რომლებიც მაის-ივნისში, ან საჭიროების დროს იმართებოდა, ხალხურ დღეობათა კალენდარში გამოყოფილია განსაკუთრებული დღე – 2 აგვისტო (ძვ. სტ. 20 ივლისი), ელიაობა როდესაც ამინდის განმგებელის ელიას სახელობის დღე აღინიშნება. საეკლესიო კალენდარიც ამ დღეს ილია წინასწარმეტყველს, იგივე თესბიტელს მოიხსენიებს. უძრავი დღესასწაულის გარდა, წმიდა ელიას გვალვის დროს გაწვიმებას არა მარტო ხალხი, არამედ ეკლესიაც შესთხოვდა.

წმ. ილია (ელია) წინასწარმეტყველი ქრისტეს მოსვლამდე IX ს-ში პალესტინის ქალაქ თესბიტში ცხოვრობდა. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, რომელიც წმ. ეპიფანე კვიპრელიდან მომდინარეობს, წმ. ილიას მამას ჰქონდა ჩვენება: პატივცემული მამები ახალშობილ წმ. ილიას მოწიწებით ესალმებოდნენ, ახვევდნენ ცეცხლოვან სახვევებში და ცეცხლით კვებავდნენ. იერუსალიმელმა მღვდლებმა მამას ჩვენება განუმარტეს და უთხრეს, რომ მისი ვაჟი იერუსალიმს ცეცხლითა და მახვილით განსჯიდა. მართლაც, წმ. ილია ისრაელის ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველი გახდა. იგი მეფე აქაბის დროს მოღვაწეობდა. უკეთური მეფე აქაბის (მან უღალატა ჭეშმარიტ ღმერთს და მის ნაცვლად წარმართული კერპი აღმართა) დასასჯელად ისრაელს სამწლიანი გვალვა მოევლინა, თავად წმ. ილია კი ღვთის მითითებით უდაბნოში მთის ნაკადულთან იმალებოდა, სადაც მასთან ყორნებს დილა-საღამოს პური და ხორცი მიჰქონდათ. ქვეყანას საშინელი გვალვა და შიმშილი დაატყდა თავს. ხალხმა ნელ-ნელა ჭეშმარიტი ღმერთის გახსენება დაიწყო.

ამასობაში, ღმერთის მითითებით, ილია წინასწარმეტყველმა ბაალის ქურუმი გამოიწვია და შესთავაზა, გამოეცადათ, რომელი იყო ჭეშმარიტი ღმერთი: იაჰვე თუ ბაალი. ორივე მხარეს საკუთარი ღმერთისთვის თითო მოზვერი ისე უნდა შეეწირა, რომ შეშისთვის ცეცხლი არც ერთს არ მოეკიდებინა. ჯერ ბაალის მსახურებმა ილოცეს ბაალის წინაშე მთელი დღე, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ წმ. ილიამ უფლის დანგრეული საკურთხეველი თორმეტი ქვით ამოაშენა და სამსხვერპლო მოზვერზე დიდძალი წყალი დაასხმევინა, დაიჩოქა და იაჰვეს წიანშე ილოცა. დაასრულა თუ არა წინასწარმეტყველმა ლოცვა, ზეციდან ელვასავით გადმოსულმა ცეცხლმა მიწიანად დანთქა მსხვერპლი, შეშა, ქვები, ამოაშრო წყალი. ახლა კი კვლავ ირწმუნა ხალხმა იაჰვე. ამის შემდეგ, წმ. ილია ავიდა მთაზე და ღმერთს მხურვალედ ევედრებოდა, წვიმა მოევლინა. შვიდგზის ლოცვის შემდეგ მოვიდა ნანატრი წვიმა. ასე დასრულდა ისრაელში სამწლიანი გვალვა.

გამოხდა ხანი. ამ ხნის განმავლობაში მრავალი რამ მოხდა ისრაელში. დადგა ილია წინასწარმეტყველის გარდაცვალების დრო, მაგრამ ღმერთმა იგი ცეცხლოვანი ეტლით, ქარბორბალას დახმარებით ზეცაში ცოცხლად აიტაცა. მეორედ მოსვლის დროს იგი წმიდა ენოქთან (ასევე წინმასწარმეტყველი) ერთად იქადაგებს ჭეშმარიტ სარწმუნოებას, რისთვისაც ორივეს მოკლავენ. წმიდა ილიამ (ელიამ) თავისი ხალენი (მოსასხამი) დედამიწაზე დატოვა. იგი საქართველოში 26 საუკუნის წინ მოსულმა ებრაელებმა მოიტანეს და სამარხოში საიდუმლოდ ინახავდნენ. სამარხო (სიწმინდეების შესანახი და სამალავია), სადაც ებრაელები ელიას ხალენს ინახავდნენ, მცხეთაში, ბაგინად წოდებულ მათ სალოცავში იყო. ხალენის საქართველოში არსებობა IV ს-ში გამჟღავნდა, როდესაც წმ. ნინო მცხეთაში მოვიდა. მართალია, ხალენის ზუსტი ადგილსამყოფელი ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი, მაგრამ ქართული ისტორიული წყაროების მიხედვით, იგი უფლის კვართთან ახლოსაა დაფლული.

ხალხის წარმოდგენით, ელია თითქოს ბრმა ხარაზია, რომელიც ეტლს დააქროლებს ცაში და სეტყვას უშენს სოფლებს; თითქოს ელიას ეშმაკი დაჰყვება და შეცდომაში შეჰყავს. ეშმაკს ელია “შეცდომაში“ რომ არ შეეყვანა, ხალხი ზარებს რეკდა, თოფებს ისროდა, რათა ელიას გაეგო, რომ ის ადგილი დასახლებული იყო და არ დაესეტყვა. ელიაობის ტრადიციული შესაწირავებია: თხა, ციკანი, იცოდნენ მამლების შეფრენაც, ეკლესიასა თუ სალოცავში მიჰქონდათ რიტუალური პურები.”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

10 კომენტარი »

  • დიმიტრი says:

    უკაცრავად, მაგრამ ეს ქალბატონი ნინო ე.წ. “იგღოველი” ხომ არ არის?

    • ზვიადი says:

      არა ბატონო, სახელი “იაჰვე” ე.წ. იეღოველების მოგონილი არაა და ებრაულად “შემოქმედს” ნიშნავს, ძველ აღთქმაში ჩვეულებრივად ებრაულ ენაზე ჩვეულებრივად ღმერთი “იაჰვე” თი იხსენიება და არაფერი გასაკვირი მაგაში არ არის.

      ეს “იეღოველებმა” შეაზიზღეს ხალხს ეგ სახელი, ვინ არიან სად იყვნენ მაშინ როცა ძველი აღთქმა ებრაულად იწერებოდა.

      ასე რომ ელიას ეპოქაში და ყოველთვის ებრაელები ღმერთს მართლა “იაჰვეთი” მოიხსენიებდნენ.

  • უფალი ჩვენი მხოლოდ იესოა… იაჰვე ეს ხომ სექტის იაღოვლებს ეკუთვნის ან თ ვცდები მითხარით…

    • ზვიადი says:

      არა ქალბატონო, არ არის “იეღოველების” მოგონილი და არც ეკუთვნით მით უმეტეს, ეგ არის ებრაული სიტყვა რომელიც უბრალოდ გამოიყენეს და ხალხს შეაზიზღეს. თორე აქ ამ სტატიაში ზუსტად ისეა მოთხრობილი ყველაფერი როგორც იყო.

      • მოძღვარი says:

        გიდასტურებთ, რომ ,,იაჰვე” ნამდვილად ძველ აღთქმაშია მოხსენებული და არაფერი საერთო არა აქვს ზემოთ ხსენებულ სექტასთან!

        ამ სექტას შეცდომით უწოდებენ ,,იეღოველებს” სინამდვილეში მათი ნამდვილი ოფიციალური სახელწოდებაა ,,რასელიტები”, ამიტომ ყველას გთხოვთ მოიხსენოთ ისინი, როგოც რასელიტების სექტა.

  • ნათია says:

    წმინდა ელია წისასწარმეტყველის სალოცავი მდებარეობს ტყიბულის რაიონში, სოფელ ლაშიაში, რომელიც საჭიროებს რესტავრაციას. https://www.google.ge/maps/place/42°22'30.1“N+42°48’09.1″E/@42.375032,42.8016965,250m/data=!3m2!1e3!4b1!4m5!3m4!1s0x0:0x0!8m2!3d42.375032!4d42.802516

  • ნათია says:

    https://www.google.ge/maps/place/42°22'30.1“N+42°48’09.1″E/@42.3729993,42.7956628,2005m/data=!3m1!1e3!4m14!1m7!3m6!1s0x0:0x0!2zNMKwMDAnMDAuMCJOIDLCsDIyJzMwLjEiRQ!3b1!8m2!3d4!4d2.3750278!3m5!1s0x0:0x2c9fe3d6cb18ea67!7e2!8m2!3d42.375032!4d42.8025171

  • gio gio says:

    Mash ratom ver xvdebian es ugunuri xalxi rom magati vitomda rwmena tyuilia fuchia ufalma sheundot da gansajo gmertma rodis movken gonze. Gfravadet gvtismshobeli mariami ufali shegewiot

  • gio says:

    ubralod quchashi rom shexvdebit pirjvari gadaisaxet da tqvit ufalo shegviwyalen da amat sheundet da gansajos

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ქრისტე ღმერთი სიბრძნითა და თავმდაბლობით იცნეს"- ბერი გაბრიელი სალოსი.