მთავარი » საზოგადოება

ელექტრონულ მოწმობებთან დაკავშირებით თეა წულუკიანთან შეხვედრა გაიმართება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.01.2013 4 კომენტარი | 3,178 ნახვა

10 იანვარს (14:00 სთ-ზე) სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გაიმართება მართლმადიდებელი სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან თეა წულუკიანთან, ID სადაც დღის წესრიგში იქნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ორასამდე ტაძარში შეკრებილი 30 000 ხელმომწერთა მოთხოვნა სხვადასხვა სააღმსარებლო საკითხებზე.

როგორც “ამბიონს” მართლმადიდებელთა საორგანიზაციო კრებულის ხელმძღვანელმა ზაზა ნანობაშვილმა აცნობა, ამ შეხვედრაზე ძირითადად განხილული იქნება ელექტრონული მოწმობების საკითხი.

ხელმომწერთა მოთხოვნაა, შეწყდეს საქართველოს მოქალაქეებზე იძულებითი წესით (საგანგებოდ შემოღებული კანონებით) ადმინისტრაციული ძალადობა და ახალი საბუთების: ელექტრონული პირადობის მოწმობის, ბიომეტრიული პასპორტის, პლასტიკური ბარათების აღება მოხდეს მხოლოდ ნებაყოფლობით – არასავალდებულო წესით; სახელმწიფოში ყველგან შენარჩუნდეს ფულადი ერთეულით გადახდა, როგორც ეს მრავალ ქვეყანაშია მიღებული.

“განსხვავებული აზრის გამო მოქალაქეები არ შეიძლება აღმოჩნდნენ სახელმწიფოსგან გარიყულნი. არავინ გაიძულებს აღებას, ოღონდ თუ არ აიღებ ქვეყნისაგან გარიყული დარჩები… ასეთი ცინიკური მიდგომა, დაცინვა იყო საკუთარი ხალხის და მათი აღმსარებლობის, რაც ქვეყანაში ბოლო წლებია თითქოსდა წესადაც დაგვიდგინეს. საბუთის ნიშნით, თუნდაც საინდეტიფიკაციო ნომრის გარეშე ითხოვდეს მოქალაქე, არ შეიძლება ადამიანი ქვეყნიდან გარიყო. მსგავსი მოთხოვნები დააკმაყოფილეს უკრაინაში, მოლდოვეთში, საბერძნეთში…

კონტროლის შემცველ ჩიპიან მოწმობებზე – ადამიანის უფლებისა და ღვთივბოძებული ნების ხელყოფის საშიშროებისადა გამო, როგორც მართლმადიდებელმა ქვეყნებმა, აგრეთვე ევროპის სხვა ქვეყნებმაც განაცხადეს პროტესტი: საფრანგეთმა, ინგლისმა, გერმანიამ, უკრაინამ, მოლდოვეთმა… უცხოელმა იურისტებმა ეს პროცესი შეაფასეს როგორც “ადამიანის უფლებების ტოტალური დაპყრობა”. ამ მნიშვნელოვან თემაზე, ათასობით ხელმომწერთა მოთხოვნას, საქართველოშიც სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს და ახლო მომავალში ახალი მთავრობიდან საქმიანი ნაბიჯები გადაიდგას,”- აღნიშნავს ზაზა ნანობაშვილი.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი