მთავარი » კონკურსი

ელენე ლაზარიაშვილი – ”ჩემი სკოლა”- სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.12.2014 | 1,457 ნახვა

“ვაზები, დილის ნამნასხურები,
ცა-ყვავილებით სავსე კალათა
დაოქროვილი ხოდაბუნები
და ნამუხლარი მამა-პაპათა.”

ამ უდიდესი ისტორიული წარსულის მქონე და ბარაქიანი კუთხის, კახეთის, ერთ-ერთი ულამაზესი სიფელია კისისხევი.

სოფელი კისისხევი გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთის კალთაზეა შეფენილი.მის აღმოსავლეთით ჩამოედინება მდინარე კისისხევი. ელენე ლაზარიაშვილიკისისხევი უძველესი სოფელია. ისტორიულ წყაროებში ის მეოთხე საუკუნიდანაა მოხსენიებული.

სოფელ კისისხევში ბევრი ისტორიული ძეგლია, რომელიც კისისხევს გამოარჩევს სხვა სოფლებისგა. მათ შორისაა ქობულაშვილების კარის ეკლესია და ციხე კოშკი, რომელიც დაახლოებით მერვე საუკუნით თარიღდება.

აქვე მდებარეობდა ქობულაშვილების მშვენიერი სასახლე რომელშიც 1921 წლიდა ფუნქციონირება დაიწყო სკოლამ. 1934-35 სასწავო წლისათვის სკოლა გადაკეთდა შვიდწლიან არასრულ საშუალო სასწავლებლად, რომლის დირექტორად დაინიშნა მარიამ მეზვრიშვილი. ის იყო ღირსეული ყველა მათ შორის, ვინც დამსახურებული მასწავლებლის წოდებას ატარებდნენ. ქალბატონი მარიამის დიდი მცდელობისა და ძალისხმევის შედეგად 1956-57 სასწავლო წელს სკოლა გადაკეთდა საშუალო სკოლად.

ამ უდიდესი ცოდნის ხის ფესვებზეა აღმოცენებული ჩემი სკოლა, რომელიც მე-20 საუკუნის 70-იან წლებში აშენდა. აქ მოღვაწეობდა ბევრი ღვაწლმოსილი პედაგოგი, რომლებიც დიდი მზრუნველობით ეკიდებოდნენ სოფლის მომავალი თაობის აღზრდას და ბევრი სასახელო შვილი გამოუზარდეს საქართველოს. სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლა სკოლაში ფუნქციონირებდა საბუნებისმეტყველო კაბინეტი, რომელიც აღჭურვილი იყო შესაბამისი ინვენტარით და ლაბორატორიებით.

ახლა კი დგას ჩემი სკოლამოშლილი ინფრასტრუქტურით, დაზიანებული მერხებითა და სკამებით, დაცარიელებული კაბინეტებით. ნათელი წერტილი იმ ორასამდე ბავშვისა, რომელიც ამ სკოლაში სწავლობს არის კომპიუტერებით აღჭურვილი კაბინეტი, რომლითაც სარგებლობა შეუძლია ყველა მოსწავლეს. გვაქვს ლამაზი და სუფთა ეზო, რომელზეც უფროსებთან ერთად ბავშვებიც ვზრუნავთ.

მე მსურს, რომ ჩემი სკოლა გარემონტდეს და გახდეს უფრო მრავალფეროვანი,უფრო თანამედროვე. კაბინეტები აღიჭურვოს შესაბამისი ინვენტარით, სადაც მოსწავლეები შევძლებთ სხვადასხვა მოვლენებზე ცდების საშუალებით დაკვირვებას, რომელიც მნიშვნელოვნად აამაღლებს ჩვენი ცოდნის ხარისხს: მსურს, რომ კომპიუტერებით აღიჭურვოს საკლასო ოთახების. მე მსურს, ჩემი სკოლა აკმაყოფილებდეს თანამედროვე სტანდარტების ყველა მოთხოვნას, რათა აქ მიღებული ცოდნით მე და თითოეულმა ჩემმა მეგობარმა, ჩემმა თანასოფლელმე თამამად შევაბიჯოთ ცხოვრების რთულ და გრძელ გზაზე.

ელენე ლაზარიაშვილი
10 წლის
სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი