მთავარი » ქრისტიანობა

თბილისის წმ. მთავარანგელოზთა ეკლესიის სტიქაროსანი – ბესო კობაიძე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.02.2017 2 კომენტარი | 6,241 ნახვა

ბესო ინტერნეტჟურნალი “ამბიონი” პერიოდულად გაცნობთ ოჯახებს, რომლებიც ცდილობენ იცხოვრონ ქრისტიანული წესების დაცვით, თუმცა ამჯერად გაგაცნობთ თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის სტიქაროსანს – 13 წლის ბესო კობაიძეს. ბესო მშობლებისთვის ერთადერთი და 3 წლის ნანატრი შვილია.

მოგვიყევი შენზე…

– დავიბადე 2004 წლის 7 იანვარს, თბილისში. მოვინათლე 19 იანვარს. ვარ დედისერთა, თუმცა მამიდაშვილებთან ერთად ვიზრდებოდი. დავდივარ მუხიანის 174-ე საჯარო სკოლაში. სკოლაში საუკეთესო მეგობრებიც მყავს, როცა კლასელები რამეს აშავებენ, ვეუბნები ხოლმე.

როდიდან იწყება შენი ეკლესიური ცხოვრება?

– მამაჩემის ამხანაგი იყო ბერი, რომელმაც წამიყვანა ბოლნისში, 12 ნოემბერი იყო, წმინდა იოთამ ზედგენიძის ხსენების დღე. მომეწონა ეკლესიაში და სურვილი გამიჩნდა დამეწყო ეკლესიური ცხოვრება. ჩემი სტიქრით შემოსვა მოხდა ბოლნისში, მეუფე თადეოსისა (იორამაშვილი) და ეფრემის (გამრეკელიძე) ლოცვა-კურთხევით, იქ რამდენჯერმე ვიმსახურე, მაშინ 8 წლის ვიყავი. მდებარეობის გამო ბოლნისში ხშირად ვერ დავდიოდი. უკვე მე-2 წელია თბილისის წმ. მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვრის მამა დავითის (დათუაშვილი) ლოცვა-კურთხევით ამავე ეკლესიის სტიქაროსანი ვარ.

თავისუფალ დროს რითი ხარ დაკავებული?

– თავისუფალ დროს ვკითხულობ წიგნებს ბაბუას რჩევით, ზოგჯერ ბიბლიასაც, რასაც ვერ ვიგებ, იმის გაგებაში მამა ირაკლი (კიკნაძე) მეხმარება.

რა გევალება წირვა-ლოცვის დროს?

– მსახურების დროს მარტივ საქმეებს მავალებენ, როგორიცაა: მოსახსენებლის მოტანა-წაკითხვა, საცეცხლურის მიწოდება, გზის გახსნა, სეფისკვერის დარიგება და ა.შ.

რას ნიშნავს შენთვის ეკლესიურობა და რას ურჩევ არაეკლესიურ ადამიანებს?

ბესო

– ჩემთვის ეკლესიურობა ნიშნავს ცოდვებისაგან განწმენდას, უფალთან დაახლოებას, ისე ცხოვრებას, როგორც უფალი ამბობს. ამქვეყნად ცოტა ხნით ვართ და იქ სულ. ჯობია აქ ცუდად ვიყოთ და იქ კარგად.

ბესოს დედის თქმით, ბესო ძალიან ზრდილობიანია. ბესომ მიიყვანა ეკლესიაში ბაბუა, მამიდაშვილი და სხვებიც. მათი სურვილია, რომ ბესო დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიჰყვეს.

თბილისის წმ. მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვრის მამა დავით დათუაშვილის თქმით:

“ბესო არის ძალიან მკვირცხლი, საზრიანი, თბილი, მოსიყვარულე. მიუხედავად თავისი მცირე ასაკისა, ის ყოველთვის ცდილობს რომ აღასრულოს ღვთისმსახურებაში ის მოვალეობები, რომელიც სტიქაროსანს ევალება. არის ძალიან ყურადღებიანი, მობილიზირებული, რაც თავისთავად კარგია და ეს იმას ნიშნავს, რომ ის ღირსეული სტიქაროსანია. მისი განსაკუთრებული თვისება გახლავთ ის, რომ როდესაც ღვთისმსახურებაზე მოდის ხოლმე სითბოს და სიკეთეს ასხივებს”.

მოამზადა ტყებუჩავა ანამ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი