მთავარი » ქრისტიანობა

ეკლესიაში ყოფნა აუცილებელია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.08.2018 | 805 ნახვა

თბილისის სიონი გაგიგონია ალბათ, როგორ ამტკიცებენ დაუფიქრებელი ან ეკლესიისადმი მტრულად განწყობილი ადამიანები, ტაძრები – მღვდლების მოგონილია საკუთარი გამდიდრებისთვისო. ამაზე დიდი სისულელე არ არსებობს! მაშინ თონე ხაბაზების მოგონილი ყოფილა, ხოლო სასტუმროები მათი მეპატრონეების ნააზრევი, წყალი კი – მეთულუხჩეებისა. მაგრამ ჩემო ძვირფასო, აუცილებელია რომ არ იყოს ჭამა, სმა, ანდა ძილი, არ ვისარგებდით თონეებით, ჭებით და სასტუმროებით. აუცილებელი რომ არ იყოს ეკლესიაში სიარული, ხალხი ტაძრებს არ ააშენებდა, ეკლესია კი, სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ემსახურება.

ეკლესიაში სიარულის აუცილებლობის გრძნობა ყველა დროის ხალხებს ჰქონდათ, ამიტომ ტაძრებს და საკურთხეველებს ყველა ქვეყანაში აშენებდნენ ყველაზე თვალწარმტაც ადგილებზე. ქალაქების ცენტრებში და მთებზე, მაღალ სანაპიროებზე და ბორცვებზე, მინდვრებში და კუნძულებზე – ყველგან, სადაც თავისი კვალი დატოვა ცივილიზაციამ, არქეოლოგიის წერაქვი პოულობს დადებულ საეკლესიო ნაგებობებს. ისინი საუკეთესონი არიან ყველა სხვა შენობებს შორის. პართენონი, სოლომონის ტაძარი, წმინდა სოფია და ბევრი სხვა საუკუნოდ დარჩებიან არქიტექტურის საოცრებად.

ჩვენს დროშიც შენდება მრავალი ახალი ტაძარი. ყველგან მოჩანს მონასტრებისა და სამრეკლოების დიდი და პატარა გუმბათები. და ყოველივე ეს ჩვენი სახლიდან ორ ნაბიჯზეა. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენთვის ისინი აუცილებელია, როგორც წყალი და ჰაერი არის აუცილებელი პირობა ჩვენი არსებობისა, ასევე ჩვენს სახლებთან მდებარე ტაძრები არის ძირითადი წყარო ადამიანის სასიცოცხლო ძალებისა.

ამქვეყნად მოვლინებულნი, უკვე მადლობელნი უნდა ვიყოთ ჩვენი მშობლებისა. ღმერთი კი მათი პატივისცემისათვის ჯილდოსაც გვპირდება და თანაც აქ, ამ ცხოვრებაში: „პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, ვითარ-სახედ გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან, რათა კეთილი იქმნეს შენდა და რათა გრძელ ჟამ იყო ქუეყანასა ზედა, რომელსა უფალი ღმერთი შენი მოგცემს შენ“. მაშ ასე, წარსულისათვის მადლიერებით შენ იძენ მომავალს. მშობლებისთვის თქმული მადლობის სიტყვა წავა უფრო შორს, ყველა შენს წინაპართან. და ასე უკან მიმართულებით, აზრობრივი ხედვით, აუცილებლად შეხვდები შემოქმედს. მას როგორღა გადაუხდი მადლობას?

შენმა წინაპრებმა წმინდა ნათლობით მიიღეს მართლმადიდებლის სახელი, ამითვე დააჯილდოვეს მათ შენი სული. ნუთუ ეს მხოლოდ ტრადიციაა? მაშინ რატომ ხდებიან მართლმადიდებლები არა მარტო ბერძნები, რუსები, სერბები, არამედ ფრანგებიც, ამერიკელებიც, იაპონელებიც? ბევრი მართლმადიდებელია სხვა ხალხებს შორისაც. მარტო ეს ფაქტიც კმარა იმის დასამტკიცებლად, რომ მართლმადიდებლობა მხოლოდ ეროვნული ტრადიცია კი არ არის, არამედ რაღაც უფრო მეტია.

ჩვენს სარწმუნოებას „მართლმადიდებლური“ ჰქვია. ეს ნისნავს ღვთის მართლად, სწორად დიდებას. მტრებიც კი მართლმადიდებლებს გვიწოდებენ, ამით ისინი ეთანხმებიან იმ აზრს, რომ ჩვენ ღმერთს მართლად, სწორად ვადიდებთ, სწორ სარწმუნოებაზე ვდგავართ. ამ სიმართლეს სიფრთხილით ვიცავთ უცხო გავლენისაგან, მასთან თუნდაც წვეთი ტყუილის შერევისაგან. სარწმუნოების მტკიცედ დაცვა წინაპრებმა დაგვიბარეს, მათ კი იცოდნენ, რას ნიშნავს ღვთისადმი მადლიერება, რადგანაც თვითონ იკვებებოდნენ ამ ნაყოფით და მისდამი მოფრთხილება ჩვენც გვიანდერძეს.

 

არქიმანდრიტი ხარლამპი ვასილოპულოსი
რატომ არა ხარ ეკლესიაში?


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.