მთავარი » ქრისტიანობა

ეკლესიას ვერავინ მოერევა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.09.2011 4 კომენტარი | 3,236 ნახვა

გთავაზობთ ამონარიდებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის ქადაგებიდან (სიონის საპატრიარქო ტაძარი, 21 ნოემბერი 2004 წ.).

ილია მეორე“…აი, უკვე 20 საუკუნეა, საქართველო იცავს მართლმადიდებლობას, როგორც უდიდეს საუნჯეს, რადგან სწორედ ამან გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა.

ეს არის ჩვენი ეროვნული, კულტურული და სულიერი ფასეულობა, რომელსაც ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ. როგორ უნდა გავუფრთხილდეთ? უპირველეს ყოვლისა, ამ სულისკვეთებით უნდა გავზარდოთ ჩვენი შვილები, ჩვენი ახალგაზრდობა. რადგან დღეს, როცა იხსნება საზღვრები, როცა ასეთი მჭიდრო ურთიერთობა ყალიბდება ქვეყნებსა და ერებს შორის, ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი მეობის შენარჩუნება. საქართველოს ეკლესია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაიცვას ჩვენი სულიერი, ეროვნული და ზნეობრივი ფასეულობანი…

დღეს ძალიან ხშირად ისმის კრიტიკა ჩვენი ეკლესიის, ჩვენი სამღვდელოების, პატრიარქისა და წმიდა სინოდის მისამართით. უხეშად მოიხსენიებენ სამღვდელოებას. და ამას, ძირითადად, ისეთი ადამიანები აკეთებენ, რომლებიც ან ურწმუნონი არიან, ან არაეკლესიურნი, ან სათანადო ცოდნა არ გააჩნიათ იმისა, თუ რა არის ეკლესია. ეკლესია არის უდიდესი ძალა; ეს არის ისეთი ძალა, რომელსაც ვერ შეარყევს ვერავითარი მტერი! უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: “კლდესა ამას ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას”. ბჭენი ჯოჯოხეთისანი 20 საუკუნის მანძილზე ცდილობენ, მოერიონ ეკლესიას, მაგრამ ამაოა მათი მცდელობა, იმიტომ რომ ეკლესია უფლის მიერ არის დაარსებული.

როცა ჩვენ ვფიქრობთ, თუ რა უნდა ვუპასუხოთ იმ ადამიანებს, რომლებიც თითქმის ყოველდღე ლანძღავენ ეკლესიას, – უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი არიან იარაღი ბნელი, ბოროტი ძალების, არაწმიდა სულების ხელში.
უფალი ჩვენი იესო ქრისტე ამბობს, რომ ბოროტი ძალა განიდევნება ლოცვითა და მარხვით. ამიტომაც, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ლოცვა და მარხვა.

ბოლო დროს ისმის მოწოდებები, რომ შეიკრიბონ ადამიანები მიტინგზე და გამოხატონ თავისი თანადგომა ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ. ეს არ არის ჩვენი საქმე. ეს არ არის სწორი გზა. არავითარი მიტინგები არ არის საჭირო. ეს ისეთი ადამიანების საქმეა, რომლებიც შორს დგანან რწმენისა და ეკლესიისაგან. ჩვენი საქმე, მორწმუნე, ეკლესიური ადამიანის საქმეა, ჩვენი სულიერი წინსვლისათვის ზრუნვა. იმ ადამიანებს კი, რომლებიც ასე უხეშად გამოდიან ეკლესიის წინააღმდეგ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვუსურვოთ რაიმე ცუდი, არამედ უნდა ვილოცოთ მათთვის, რომ უფალმა გაუხსნას მათ გონება და გული…

ისტორიულად საქართველოს ეკლესია იდგა და დღესაც მხარში უდგას ჩვენს ხელისუფლებას. ვფიქრობთ, ხელისუფლებაც ასეთივე სულისკვეთებით არის განმსჭვალული. ჩვენ ერთად ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ იმისათვის, რომ განმტკიცდეს, გაძლიერდეს ჩვენი ქვეყანა.

ჯერ კიდევ მრავალი სიძნელეა გადასალახი, მაგრამ იმედი გვაქვს, ღვთის მადლით სამშვიდობოზე გავალთ…”

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

  • ლაშა says:

    რაც არ უნდა ძლიერი ჩანდეს ბოროტება, ღვთის მადლით ადრე თუ გვიან დამარცხდება,ეკლესიას ვერავინ ვერაფერს დააკლებს,გავიხსენოთ სულ რამდენიმე ათეული წლის წინ როგორ ებრძოდა კომუნიზმი ეკლესიას,მაგრამ ვერაფერი დააკლო ,თვითონ კი დაინგრა და განადგურდა

  • ანი says:

    დიდება უფალს და მადლობა ყველაფრისათვის!

  • ნინო says:

    დიახ,თუკი კვლავ გავყვებით ჭეშმაარიტ გზას,დავიცავთ სტილს,არ შევალთ ეკუმენიზმში,არ წავალთ კომპრომისებზე,არ მივიღებთ ID საბუთებს,არ შეგვეშინდება მხილების,მოვინანიებთ ჩვენს აურაცხელ ცოდვებს რაც ერს ამძიმებს, და ვილოცებთ ერთმანეთისთვის,ასე იქნება.

  • ქეთი says:

    ღმერთს ვთხოვოთ გაგვაძლიეროს რწმენაში..

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი