მთავარი » ქრისტიანობა

“ეკლესია ადამიანთა შემაერთებელი, სიყვარულისა და ერთობის მასწავლებელია”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.10.2018 | 1,049 ნახვა

ნარიყალა წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ბრძანებს: “ეკლესია ადამიანთა შემაერთებელი, სიყვარულისა და ერთობის მასწავლებელია. ეს სოფელი და ამსოფლიური საქმე კაცს კაცისაგან განყოფს, განაშორებს, ხშირად კი გადაამტერებს კიდეც, ხოლო ეკლესია, პირიქით, შეაერთებს, დააახლოებს, კაცს კაცს შეაყვარებს. ეკლესიაში ყველანი ერთნი ვართ, ყველასათვის ერთი წირვა-ლოცვა სრულდება, ერთი ემბაზისაგან ვიღებთ ნათელს, ერთი ბარძიმიდან – წმინდა ზიარებას. ყოველივე ამის სანაცვლოდ ჩვენც ერთგული და მორჩილი უნდა ვიყოთ მისი; ეკლესია ჩვენი დედაა, რადგან მან გვშვა ჩვენ წმინდა ემბაზისაგან და სულიერი საზრდოთი გვზრდის. შვიდი საიდუმლოს აღსრულებით ჩვენ იგი სულიერ მადლს გვანიჭებს. უმთავრესი ქველმოქმედება ეკლესიისა ის არის, რომ იგი თავის შვილებს ერთმანეთს აყვარებს და ერთმანეთთან აერთებს. მართალია, მთელი ცა და ქვეყანა და ყოველი ადგილი უფლის სამყოფელი და სადგომია, მაგრამ ქვეყანასა ზედა უფლის უაღრესი და უმახლობლესი სამყოფელი საყდარი, ანუ ეკლესიაა. იმიტომ, რომ ეკლესიაში არის მისი სიტყვა, სწავლა და ხატი; ეკლესიაში ღვთისადმი შეიწირება უსისხლო მსხვერპლი, ლოცვა და გალობა, მოკლედ, ეკლესია უფლის საკუთარი სადგომია. კაცი ლოცვითა და ღვთის მადლით საყდარში უნდა ეძიებდეს ნუგეშს, ღონეს, მხნეობასა და ძლიერებას. ნეტარია ის კაცი, რომლის სულიც საყდარშია დამკვიდრებული, ე. ი. ეკლესიაში ხშირად დადის, მაგრამ როცა იქ არ იმყოფება, მაშინაც კი მისი სული და გული იქაა. ასეთი კაცი უკუნითი უკუნისამდე აქებს უფალს, აქებს იმისათვის, რომ ღვთისგან დიდ მადლს იღებს. საყდარში კაცის სული და გული დამშვიდებული და დაწყნარებულია, ხოლო სოფელში მარადის აღშფოთებული და მოუსვენებელი. სოფლის ამაოებითა და შფოთით დაღლილი და გატანჯული კაცი საყდარში განისვენებს და ყოველ სოფლიურ ზრუნვასა და მწუხარებას ივიწყებს. საყდარი მწუხარე კაცის მანუგეშებელია და ყოველი კეთილი საქმისათვის განმაღვიძებელი; საყდარი განმანათლებელია და კაცის სულიერი გამზრდელი. სოფელი ადამიანებს ჰყოფს, მოყვასს მოყვასისაგან განაშორებს. ეკლესია კი შეაერთებს ყოველთა, რათა ერთითა ძალითა და ერთითა გულითა უგალობდნენ და აქებდნენ ერთსა ზეციერსა ყოველთა მამასა და შემოქმედსა.”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი