მთავარი » კონკურსი

ეკატერინე ხომერიკი – ‘”ჩემი სკოლა” – სსიპ ქალაქ ოზურგეთის №3 საჯარო სკოლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.01.2015 4 კომენტარი | 3,145 ნახვა

ფართოდ გაშლილ, ლამაზად შემოფარგლურ ეზოში, მოშრიალე ჭადრებსა და ტანკენარი ნაძვების ხეივანში დგას სკოლა, რომელიც 115 წელია ცოცხლობს.მე ამ სკოლაში ვსწავლობ, რვა წელია ამ სკოლის კედლებით ვსუნთქავ და მგონია, რომ მას მთელი ცხოვრება ვიცნობ. ეკატერინე ხომერიკიაქ დავფრთიანდი, ვისწავლე ცხოვრება და ქართველობა. აქ, ამ სკოლას უკავშირდება ლამაზი და ტკბილო მოგონებები.

ცის ლურჯ თაღებქვეშ ნათლის სვეტად აღმართულ სკოლას მრავალი თაობა, გონებანათელი მამულიშვილნი გაუზრდია და ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება!

საამაყო და ფასდაუდებელია სკოლის ამაგი – ამაგი, რომელიც ასე ძალიან წააგავს დედის ამაგს… ამ მხრივ სათქმელი ბევრია… და ამის უკან იმ ადამიანთა შრომა, უსაზღვრო სიყვარული და ერთგულება იმალება რომლებიც წლების მანძილზე ერთ მუჭად შეკრულნი იბრძოდნენ მომავლის კეთილდღეობისთვის…

სკოლა… ვჩერდები და ვფიქრობ, ფიქრში კი უამრავი მოგონება ამომიტივტივდა ჩემს კლასელებთან, ჩემს მეგობრებთან გატარებული.გამახსენა ყოველი საინტერესო გაკვეთილი, თუმცა ამას თქმაც არ სჭირდება, ყველა გაკვეთილი საინტერესოა, თუ შენ მას მთელი სულითა და გულით მოუსმენ! ამიტომ მიყვარს ყველა საგანი, ყველა მათგანში იმალება სასწაული,რომლის აღქმაც იოლი არ არის. “ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი თუ ეძებ გემოვნებასა“ – ბედნიერებაა, როდესაც იცი, მაგრამ უფრო დიდი ბედნიერებაა იმის ცოდნა, რომ კვლავ ბევრის გაგება შეგიძლია.

ჩემი სკოლის ისტორია 1900 წლიდან იწყება. ოზურგეთში, ზვანის უბანში, დაწყებითი სკოლა უნდა გახსნილიყო. სკოლისთვის შენობაც კი ვერ გამოინახა, მაგრამ გულშემატკივრებს რა გამოლევს?! და ზვანის დაწყებითი სკოლა კერძო პირების ბინებში გაიხსნა. იზრდებოდა მოსწავლეთა რაოდენობა. სკოლას სახსარი არ გააჩნდა, არ გააჩნდა შენობაც. სკოლის მეურვნი გულგაუტეხელად ეჭიდებოდნენ ეროვნულ საქმეს, ეძებდნენ გულშემატკივრებს, ვინც არ დაიშურებდა სკოლისთვის შესაწირავს და, მართლაც, მათმა ერთგულებამ ნაყოფი გამოიღო. 1917 წელს ზვანის დაწყებით სკოლისთვის აიგო ერთსართულიანი ხის შენობა 6 საკლასო ოთახით. დროთა განმავლობაში სკოლის შენობაც აიგო, მოსწავლეთა რაოდენობამაც და სკოლის პოპულარობამ იმატა. ყველა საგანი უმაღლეს დონეზე ისწავლებოდა და ტექნიკურ პროგრესაც არ რჩებოდა უკან. ჩვენმა სკოლამ მისივე ერთგული მოსწავლეების წყალობით ბევრ კონკურსა და სპორტულ შეჯიბრებებში მიაღწია წარმატებას.

სსიპ ქალაქ ოზურგეთის №3 საჯარო სკოლა

დრო შეიცვალა და გული მტკივა ,რომ ქალაქის განაპირა უბანში მდებარე ჩემს მშობლიურ სკოლაში ახლა მოსწავლეთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა.მაგრამ, მერწმუნეთ,ყველა ვცდილობთ ჩვენი სწავლითა და მონდომებით სკოლას გამოვადგეთ და არ დავუკარგოთ ძველი დიდება, გავაგრძელოთ ტრადიციები და ვიყოთ ცოტანი, მაგრამ საუკეთესონი …

ვფიქრობ, მცირერიცხოვან კლასში მოსწავლეები უფრო უკეთ ვსწავლობთ, ვიდრე მრავალრიცხოვანში. წარმოიდგინეთ, თითეულ კლასში 10 –15 მოსწავლეა და ყველანი ჩართულნი ვართ საგაკვეთილო პროცესში.მოსმენაც გვიადვილდება და სწავლაც.

საუკუნის თვალსაწიერიდან თვალს ვავლებ ჩემი სკოლის მიერ განვლილ გზას და სიამაყით ვაცხადებ – წლებს უკვალოდ არ ჩაუვლია.ძირძველობა კი ფუძემაგრობასაც გაგრძნობინებს და უკეთესი მერმისის იმედს გვანიჭებს.

ეკატერინე ხომერიკი
14 წლის
სსიპ ქალაქ ოზურგეთის №3 საჯარო სკოლა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

  • maia salukvadze says:

    ეკა მადლობთ ამ დიდი სიყვარულისთვის,გულისხმიერებისა და მადლიერებისთვის,მართლაც უდიდესი ისტორიისა და ტრადიციების მატარებელია ოზურგეთის N3 საჯარო სკოლა,ამ ტრადიციებს კი დღეს შენი თაობა აგრძელებს,ვამაყობთ თქვენით.

  • მაია says:

    ეკა,დიდი მადლობა იმ ლამაზი სიტყვებისთვის,მშობლიური სკოლის მისამართით რომ არ გეშურება…შენ კი ის ღირსეული ცვლა ხარ,ნათელი სხივით რომ მიუყვება მომავლის ბილიკს.გვეამაყებით.
    მაია გოგუაძე

  • გია ჩხარტიშვილი says:

    შენმა ლამაზად დახატულმა და შემკულმა სიტყვებმა, ჩემი ბავშვობა გამახსენა და ამ კედლებში გატარებული 11 დაუვიწყარი ლამაზი წლები…

    ძალიან კარგი გოგო ხარ…

  • Mariam says:

    ეკა ყოჩაღ! ყველამ ნახოს რომ ოდნავ მაინც დაგვაფასონნ <3 <3

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი