მთავარი » კონკურსი

ეკა ღონღაძე – “ჩემი სკოლა” – სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბნის საჯარო სკოლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.01.2015 3 კომენტარი | 3,158 ნახვა

მე ვარ კართუბნის საჯარო სკოლის მე-XI კლასის მოსწავლე ეკა ღონღაძე. მინდა ცოტა რამ მოგითხროთ ჩვენი სკოლის შესახებ, ჩემი სკოლა რომელიც ფუნქციონირებს 1974 წლიდან, ამ სასწავლო წლის ბოლოს სკოლა მე-40 გამოშვებას გააცილებს.

დღევანდელი მონაცემებით სკოლაში 352 მოსწავლე იღებს განათლებას, ჩვენი სკოლა ყოვეთლთვის გამოირჩეოდა აკადემიური მოსწრებით. 2008-2009 სასწავლო წლიდან დღემდე მოსწავლეებზე გაიცა 5 ოქროსა და 5 ვერცხლის მედალი. დღევანდელი მონაცემებით ჰყავს 7 მედლის კანდიდატია. “ჩემი პირველი კომპიუტერის“ პროგრამის ფარგლექში ჩვენი სკოლის მოსწავლეებზე გაიცა 22 კომპიუტერი, ხოლო დგევანდელი მონაცემებით გვყავს 4 კანდიდატი. დირექცია მუდამ ზრუნავს იმაზე, რომ მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი იმ ღონისძიებებში, რომლებიც ხორციელდება სკოლის, სამინისტროს ან რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ.

მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სპორტულ და ინტელექტუალურ შეჯიბრებებში, სადაც თითქმის ყოველთვის წარმატებას აღწევენ. ძალიან მომწონს ჩვენი სკოლის პედაგოგების მონდომება, კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზე 8 სერთიფიცირებული პედაგოგია. სკოლაში სწავლობს სსსმ 16 მოსწავლე. ამ მოსწავლეებისთვის შექმნილია რესურს-ოთახი, სადაც მუშაობს ფსიქოლოგი და სპეციალური მასწავლებელი. ოთახი აღჭურვილია საჭირო ინვენტარით. მოსწავლეებში დამყარებულია ტოლერანტული დამოკიდებულება ამ ბავშვებთან მიმართებაში.

სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბნის საჯარო სკოლა

არ შემიძლია არ აღვნიშნო სამოქალაქო განათლების კლუბ ,,არწივების“ საქმიანობა. კლუბში გაერთიანებული მოსწავლეები აქტიურად მუშაობენ ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა ტრეფიკინგი, ძალადობა, აზარტული თამაშები, ნარკოტიკი, ალკოჰოლი, ნიკოტინი, შიდცი და უამრავი პრობლემა. აქტივისტები იძიებენ ინფორმაციებს, აკეთებენ კედლის გაზეთებს, აკრავენ პლაკატებს იმისთვის, რომ აიმაღლონ თავიანთი ცნობიერება და სამომავლოდ გაითვალისწინონ, თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოთ არნიშნულმა მავნე ჩვევებმა. კლუბის მეურვე პედაგოგი და აქტივისტები ხშირად აწყობენ საქველმოქმედო აქციებს სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისა და მათი ოჯახების დახმარების მიზნით.

ხშირად ეწყობა დასუფთავების აქცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით. გაუქმდა ორი ნაგავსაყრელი და ეკალ-ბურდისაგან გაიწმინდა ,,შინმოუსვლელთა“ პარკი. კლუბის მონაწილეები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ აღიზარდონ აქტიური მოქალაქეები და იყვნენ ტოლერანტულები.

ეკა ღონღაძე
მე-XI კლასის მოსწავლე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი