მთავარი » კონკურსი

ეკა დავლაშერიძე – “ჩემი სკოლა” – სსპ. სოფელ რუსთავის საჯარო სკოლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.12.2014 | 3,929 ნახვა

სკოლა ჩემთვის სიყვრულთან ასოცირდება, რადგან ეს ადგილია სადაც მე ბავშვობის წლებს ვატარებ. ბავშვობა ხომ ყველაზე ძვირფასია ჩვენს ცხოვრებაში. სწორედ ბავშვობის ასაკიდან იწყება ის დიდი სიყვარული და მეგობრობა, რომელიც მუდმივად რჩება ადამიანის ცხოვრებაში. ეკა დავლაშერიძე ყველაფერს ამას კი სწორედ, რომ ჩვენი სკოლა გვილამაზებს.

როდესაც ჩვენ სიტყვა სკოლას ვამბობთ, ვფიქობთ, რომ ეს მხოლოდ სასწავლო დაწესებულებაა, მაგრამ მას ამას გარდა გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ცხოვრებაში. სკოლის საშუალებით ჩვენ ვსწავლობთ ადამიანებთან ურთიერთობას და ურთიერთდამოკიდებულებას. პირველად გვაქვს უცხო ადამიანებთან კონტაქტი, მაგრამ შემდეგ ისინი ჩვენი განუყრელი მეგობრები ხდებიან. ექვსი წლის ბავშვს, რომელიც პირველად უნდა მივიდეს სკოლაში შიშს ჰგვრის ეს ადგილი, მაგრამ სულ მცირე დროში ყველა მოსწავლისთვის სკოლა ჩვენი მეორე სახლი ხდება, მასწავლებლები-მშობლები, ხოლო კლასელები-დედმამიშვილები. სწორედ სკოლა წარმოადგენს ერთ დიდ სრულფასოვან ოჯახს, სადაც ყოველთვის ანათებს სიყვარულით სავსე თვალები და სიყვარულით სავსე გული ყოველთვის ფეთქავს. გავა წლები, სულ რაღაც თორმეტი წელი და ეს სიყვარული გულში მაინც არ ჩაქრება. რატომ ხდება ეს ასე? ალბათ იმიტომ რომ სკოლა უკვდავია, ჩაუქრობელი სინათლეა, მუდამ კაშკაშა ვარსკვლვია.

ყველას თავისი სკოლა უყვარს. მეც ჩემი სკოლა ყველა დანარჩენს მირჩევნია. ახლა მეცხრე კლასში ვარ და დიდი მიზნები მაქვს დასახული, რაშიც ვფიქრობ, რომ ჩემი სკოლა აუცილებლად დამეხმარება.

ჩემს სკოლაში ორი რელიგიის მიმდევარი ბავშვები ვსწავლობთ: ქრისტიანები და მაჰმადიანები, მაგამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ-თანაკლასელები გაყოფილები უნდა ვიყოთ რელიგიის მიხედვით. პირიქით, მე მეამაყება, რომ ეს ასე არ არის. ჩვენ ორივე რელიგიის მიმდევარი ბავშვები ვმეგობრობთ, არ განვასხვავებთ ერთმანეთს არაფრით და პატივს ვცემთ ერთმანეთს.

ჩემი აზრით ეს ყველფერი სწორედ ჩვენი სკოლის დამსახურებაა. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე არავის არ შეუძლია იფიქროს, რომ ვინმეზე ან რამეზე მეტია რამით. სკოლის სიძლიერეს, ხომ ჩვენი მეგობრობა და ერთგულება წარმოაჩენს. მასწავლებლის მიმართ პატივისცემა და მისი დაფასება სკოლის ყველა მოსწავლის უდიდესი ღირსებაა, რაც ჩემს სკოლაში სრულიად გამართლებული და მისაღებია. სკოლა მიყვარს, ჩემი მასწავლებლების და ჩემი მეგობრების გამო.
ჩემი სკოლა-ეს ის ადგილია სადაც მე ყველაზე ხშირად მნახავთ. ამასთან ორმაგად მეამაყება, რომ მე ვცხოვრობ და ვსწავლობ სოფელში სადაც დაიბადა და გაიზარდა შოთა რუსთაველი, ამიტომ ჩემი სოფელი ყველა მხრიდან დაფასებული და პატივსაცემია.

მე მჯერა დავით გურამიშვილის ბრძნული გამონათქვამის: „სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების.“

ეკა დავლაშერიძე, 14 წლის
სსპ – სოფელ რუსთავის საჯარო სკოლა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი