მთავარი » ჯანმრთელობა

ეგზემა – მკურნალობა ხალხური მეთოდებით

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.12.2017 4 კომენტარი | 11,347 ნახვა

ეგზემა კანის ალერგიული დაავადებაა, რომელსაც ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა, ქრონიკული მორეციდივე მიმდინარეობა და მრავალფეროვანი გამონაყარი ახასიათებს. ეგზემა სახელწოდება წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან ეცზეო, რაც დუღილს ნიშნავს – მწვავე ეგზემის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომი, მრავალრიცხოვანი, გამჭვირვალე სითხის შემცველი გამონაყარი, მართლაც წააგავს მდუღარე სითხის ბუშტუკებს.

ნინო თომაშვილი (ფარმაცევტი): “კანის დაავადებებიდან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ეგზემა. მიიჩნევა, რომ ის არის კანის ზედაპირული ანთებითი პროცესი. ხშრად ფსორიაზშიც ერევათ, რადგან ვიზუალურად ახლოსაა მასთან. იწყება სიწითლით, ბუშტებით, ქერქის და ქერცლის წარმოქმნით. მას თან ახლავს ქავილი, წვა, ცოტა ტკივილიც.

დაავადების გამომწვევ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ნერვული და ენდოკრნული სისტემის მოშლა და ის ქრონიკული ინფექციები, რომლებიც არსებობენ ორგანიზმში. ამიტომ, საჭიროა დროულად მივაქციოთ ყურადღება კანის უმნიშვნელო დაზიანებას, რომ ზედმეტი პრობლემა არ გაგვიჩნდეს.

გთავაზობთ რეცეპტებს:

– კომბოსტოს ნაყავენ, ურევენ კვერცხის ცილას (შინაურს), იდებენ დაზიანებულ კანზე.
– დაჭრილ კარტოფილს იდებენ კანზე.
– კარგია დინდგელის ნაყენის და მუხის ქერქის ნახარში.
– 3 კბილი ნიორი კარგად შეურიოთ 50 გრ თაფლს. მალამო შეიზილეთ კანზე.
– სასარგებლოა მდოგვის ზეთის წასმაც.
– შეგიძლიათ ჭარხლისგან მიღებული ფაფისებრი მასის დადება ანთებით უბანზე დღეში 2-ჯერ.
– კარგი შედეგი აქვს ასკილის ტოტების, მოცვის ფოთლების, ათასფოთოლას ფოთლების, კაკლის უღელის ნახარშის დალევა.

აღნიშნული მეთოდები მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ დაავადების მკურნალობასა და პრობლემის მოხსნაში.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.