მთავარი » ქრისტიანობა

ეფთვიმე მთაწმინდელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.12.2010 | 1,145 ნახვა

“ბალაჰვარი” და “აბუკურაი”, მაგრამ მისთვის მთავარი იყო, როგორმე სწრაფად შევსებულიყო აქამდე ღარიბი და ნაკლულევანი ქართული ლიტერატურა.

ეფთვიმე მთაწმინდელი

რაღა თქმა უნდა, ყოველი წიგნის პირველ ნუსხებს ეფთვიმე გზავნიდა საქართველოში მეფე დავით კურაპალატისთვის მისართმევად.

“მადლი ღმრთისა, რომელმაც ჟამთა ჩვენთა ახალი ოქროპირი გამოგვიჩინა!” – აღტაცებით ამბობდა დავით მეფეთა მეფე.

ეფთვიმე თხზულებებს მხოლოდ ბერძნულიდან ქართულად კი არ თარგმნიდა, არამედ მისი ნაშრომები ქართველისათვის წარმოადგენდა უმაღლესი სიტყვათხელოვნებითა და თავისუფალი მიმოქცევით დამოუკიდებელ ქართულ გააზრებას უცხო ტექსტისა, როცა თარგმანის ენა უფრო შთამბეჭდავი და შთამაგონებელია, ვიდრე ენა სათარგმნისა.

წესი მისმიერი თარგმნისა იყო წესი “შემატებისა და დაკლებისა” (ვითარცა იტყვის შემდგომში დიდი ეფრემ მცირე), ქართული სიტყვიერებით გამდიდრება, ან გამარტივება სათარგმნელი აზრისა.
და ასე ამძლავრებდა თარგმნილს სათარგმნზე ეფთვიმე ათონელი.

ეს ყოველივე მიღწეული იყო ჯერ კიდევ მამამისის, დიდი იოვანეს სიცოცხლეში. იოვანეს შემდგომ კი ათონის მთაზე დადგა წმიდა ჟამი ეფთვიმე ათონელისა – განათლებული, განწმენდილი ქართული სულისა.

იოანე ათონელის გარდაცვალების შემდეგ 1005 წელს ათონის ქართველთა მონასტრის მეორე წინამძღვარი ეფთვიმე ათონელი გახდა. მას მანამდეც, მრავალი წლის განმავლობაში ეკისრებოდა მონასტერზე ზრუნვა, რადგან მამამისი – იოანე მძიმე სენით იყო დაავადებული.
1005 წელს კი, როდესაც იოანემ სიკვდილის მოახლოება იგრძნო, წინამძღვრად ეფთვიმე დაადგინა.

თოთხმეტი წელიწადი იწინამძღვრა მამა ეფთვიმემ ათონის წმიდა მთის სავანეებში. ყველა ხედავდა, უამრავი საზრუნავი მას ხელს უშლიდა სამწერლობო საქმიანობაში. მაშინ წმიდა ბერებმა – არსენ ნინოწმინდელმა და იოანე გრძელიძემ ურჩიეს, გადამდგარიყო წინამძღვრობიდან.

და გადაულოცა ეფთვიმემ ათონის სავანეების წინაძღვრობა გიორგი ხუცესს.

წინამძღვრობიდან ეფთვიმეს გადადგომა სასიკეთო აღმოჩნდა ქართული ლიტერატურის გაზრდისა და განვრცობისთვის, მაგრამ მეტად საზიანო _ თვით სატაძრო და სათვისტომო ცხოვრებისათვის.
ქართველებმაც და ბერძნებმაც, ეფთვიმესაგან თავდახსნილებმა, ათონის მთაზე “იწყეს თავხედობად და ამბოხებად და წინამძღვართა ზედაისზედა ცვალებად. და უმეტეს და უმეტეს აღორძინდებოდა ამბოხებაი მათი”.

1028 წელს ეფთვიმე ათონელი ათანასე დიდის ლავრის საქმეებზე სათათბიროდ იმყოფებოდა ბიზანტიის იმპერატორთან კონსტანტინოპოლში, სადაც იგი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა.

ეფთვიმეს ცხედარი ათონის მთის ქართველთა მონასტერში ( ივერონში ) გადაასვენეს და დაკრძალეს სამარხ ლუსკუმაში იოანე ნათლისმცემლის სახელზე აგებულ ეკლესიაში. ეფთვიმეს “ცხოვრებიდან” ვიგებთ, რომ მისი წმიდა ნაწილების მადლით მრავალი კურნების სასწაული აღსრულებულა.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წმიდანის ხსენებას ძვ. სტილით 13 მაისს ( ახ. სტილით 26 მაისს ) აღნიშნავს.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.