მთავარი » საზოგადოება

“დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია” – ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 და მკვლელობიდან 110 წელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.09.2017 | 1,330 ნახვა

ქართველი მწერლის, პოეტის, პუბლიცისტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 და მკვლელობიდან 110 წლის თარიღთან დაკავშირებით დღეს, თბილისსა და საგურამოში ღონისძიებები გაიმართება.

ილია 180 „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ინფორმაციით, ღონისძიებების ციკლი „…დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“ სიონის ტაძრის ეზოდან დაიწყება.

„12 სექტემბერს, 12:00 საათზე ღონისძიება „…დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“ გაიხსნება თბილისში სიონის ტაძრის ეზოში, საიდანაც 1907 წლის 9 სექტემბერს გამოასვენეს ილია ჭავჭავაძე. საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ სალიტერატურო სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ისაუბრებენ ილიას ხსოვნის და მისი მოღვაწეობის მნიშვნელობაზე მომავალი თაობებისათვის. სიონის ტაძრის მგალობელთა გუნდი შეასრულებს სიმღერას ილიას ლექსის მიხედვით.

13:00 საათზე გაიმართება მსვლელობა – სიონის ტაძრიდან პროცესია ფეხით გაემართება მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონისაკენ, იმ გზაზე რა გზითაც ილიას ცხედარი ააბრძანეს მთაწმინდაზე. გზად მსვლელობის პროცესს, ფონად გაჰყვება ილიას ნაწარმოებების ჩანაწერები, სხვადასხვა მოღვაწეების მიერ ილიაზე წარმოთქმულ სიტყვათა ჩანაწერები, რასაც რეპროდუქტორში მოისმენს ნებისმიერ გამვლელი.

14:00 საათზე მთაწმინდის პანთეონში ღონისძიება გაიმართება – აღევლინება პარაკლისი ილიას სახელზე. გაიმართება „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ჯილდოთი დაჯილდოების ცერემონია – „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული ღვაწლისათვის“. დაჯილდოვდება სკულპტურის ავტორი – მხატვარი, მოქანდაკე გია ჯაფარიძე. ჯილდო წელს პირველად გაიცემა და მას ყოველწლიური სახე ექნება. ასევე, სხვადასხვა თაობის ხელოვანები და ფოლკლორისტი მუსიკოს-შემსრულებელები წარმოადგენენ კოსტიუმირებულ თეატრალიზებულ დადგმას ილიას ნაწარმოებებისა და ილიას თემაზე შექმნილი პოეტური და პროზაული ნაწარმოებების მიხედვით.

15:30 საათზე ჩატარდება საგამოფენო ექსპოზიცია – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სარიტუალო დარბაზში წარმოდგენილი იქნება ილიას თემაზე სახვითი ხელოვნების ნიმუშების (სკულპტურა, ფერწერა, ხატწერა – ორიგინალები) ექსპოზიცია და თანამედროვე სახვითი ხელოვნების არტისტების მიერ უკანასკნელი 15 წლის მანძილზე შექმნილი ნიმუშები;

18:30 საათზე გაიმართება სპექტაკლი „საუკუნის მკვლელობა“ – საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ღია სცენაზე წარმოდგენილი იქნება ახალი დრამატურგიული ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. ღონისძიების ყველა ეტაპზე, მსურველთათვის დასწრება თავისუფალი იქნება“, – აღნიშნულია „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ინფორმაციაში.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი