მთავარი » ხატები და ფრესკები

დირბის “მიდგომილი ღვთისმშობელი” – უშვილოთა და ორსულთა შემწე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.05.2013 73 კომენტარი | 43,020 ნახვა

ქარელის რაიონის სოფელ დირბში X საუკუნეში აგებული დირბის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი მდებარეობს. აქვე მროველ – ურბნელი მიტროპოლიტი იობის (აქიაშვილი) ლოცვა – კურთხევით 2001 წლის პირველ მაისს დედათა მონასტერი დაარსდა. დირბის ღვთისმშობლის ფრესკა ტაძარი განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობისაა. წყაროებზე დაყრდნობით, დირბის მონასტერი XVI საუკუნიდან იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქი იყო, ანუ ის თავისი მამულებით ჯვრის მონასტერს ექვემდებარებოდა და მას ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტი განაგებდა. XXI საუკუნის დასაწყისისთვის კი ამ ფასდაუდებელ საუნჯეს თითქმის სრულიად მიწით დაფარულსა და განადგურებულს ვხედავთ.

2003 წელს ტაძარსა და სამრეკლოს რესტავრაცია ჩაუტარდა. ტაძარში მოიხსნა ნალესი ფენა, რის შემდეგაც გამოჩნდა XIV ს.-ის უნიკალური ფრესკები. დირბის ტაძრის მოხატულობა ამ პერიოდში ფართოდ გავრცელებულ პალეოლოგოსთა მხატვრულ სტილს მიეკუთვნება. ეს სტილი XIII საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა ბიზანტიის სულიერი კულტურის ცენტრებში – კონსტანტინოპოლსა და თესალონიკში და სწრაფად გავრცელდა ბიზანტიური კულტურის არეალის მართლმადიდებლურ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. მხატვრობის ძირითადი ნაწილი ღვთისმშობლის ცხოვრების ამსახველ ციკლს ეთმობა, მათ შორის არის უნიკალური ფრესკა “იოსების ყვედრება”, სადაც ფაქიზი ოსტატობითაა გამოსახული განსაკუთრებული დედობრივი სითბოთი სავსე “მიდგომილი (ორსული) ღვთისმშობელი”.

დირბის „მიდგომილ ღვთისმშობელს“, რომლის მსგავსი გამოსახულებაც ძალზედ იშვიათია მართლმადიდებლურ სამყაროში, მრავალი სასწაული უკავშირდება. მათ შესახებ “ამბიონს” დირბის დედათა მონასტრის წინამძღვარი იღუმენია ნატალია (ხახუტაიშვილი) უამბობს:

„ღვთისმშობლის გამოსახულება სცენის დანარჩენ ნაწილთან შედარებით კარგადაა შემონახული. როგორც ამბობენ, ტაძრის კედლებიდან ნალესი ფენის მოხნისას პირველად სწორედ თითქმის უვნებელი დირბის ღმრთისმშობლის გამოსახულება გამოჩნდა, როგორც ნიშანი იმისა, რომ არც ნალეს ფენას, არც დროს, არც ბოროტის მსახვრალ ხელსა და ძალაუფლებას არ შეუძლია ადამიანების გულებიდან ამოშალოს ღვთის სიყვარული და სასოება. დირბის ღმრთისმშობელი გახლავთ ღვთისმშობლის უიშვიათესი გამოსახულება, რომელიც უნიკალურია თავისი შესრულების მანერითა და განსაკუთრებული სიფაქიზით. ფრესკიდან დაიწერა რამდენიმე ხატი, რომლებიც მონასტერშია დაბრძანებული.

დირბის მიდგომილი ღვთისმშობელი წყაროა მრავალი სასწაულისა, რომელიც მასთან თხოვნით მისული რწმენით აღსავსე ადამიანებისათვის ოდითგანვე აღსრულდებოდა, ღვთისმშობლის მოწყალების ნაკადული დღემდე გადმოსჩქეფს და სასწაულები გრძელდება…

დირბის ღვთისმშობელი, უპირველეს ყოვლისა, უშვილოთა და ორსულთა შემწეა და სწორედ ამიტომ მასთან გულმხურვალე ვედრებით უწყვეტად მოედინება შვილიერების მოსურნე წყვილთა ნაკადი. მათგან უმეტესობა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, კვლავ ბრუნდება მასთან – ნაცვლად ტკივილისა უკვე მადლიერებით აღსავსე თვალებით.

მონასტერმა 2010 წელს გამოსცა დირბის ღვთისმშობლის პარაკლისი, რომლიც აქვეა შედგენილი. უშვილო წყვილთა შემწეობისათვის მონასტერში იქსოვება სარტყელი უშვილოთათვის. სარტყელს, რა თქმა უნდა, სიმბოლური დატვირთვა აქვს და უკავშირდება უშვილოთა და ფეხმძიმეთა შემწე დირბის ღვთისმშობელს. იგი წყვილებს მის მეტ სასოებასა და რწმენას შთაუნერგავს. ტაძრის მოლოცვისა და სარტყელის გამოყენების შემდეგ არაერთი უშვილო გამხდარა დირბის ღვთისმშობლის შეწევნისა და წყალობის ღირსი.”

მონასტერში დირბის ღვთისმშობლის მეოხებით აღსრულებული სასწაულების მოძიება-შეგროვება ხდება. მორწმუნენი, საკუთარი ხელით წერენ დირბის ღვთისმშობლისადმი ვედრების შემდეგ მათ თავს აღსრულებული სასწაულების – შვილიერების, კურნებებისა და სხვათა შესახებ. ეს საქმიანობა დირბის დედა ღვთისმშობლის კიდევ მეტად განდიდებას ემსახურება.

“ამბიონის” მკითხველს გაგაცნობთ რამდენიმე ჩანაწერს, რომელიც დირბის ღვთისმშობლის მიერ აღსრულებულ სასწაულს უკავშირდება.

ნინო ხარაბაძე: “მადლობა დირბის დედათა მონასტერს იმისათვის, რომ ორწლინახევრის წინ სასწაული მოახდინა ამ სასწაულთმოქმედმა მონასტერმა და ჩემს დას – ანას შეეძინა (9 წლის განმავლობაში არ უჩნდებოდა შვილი) პატარა ანდრია”.

მარინე ბიწაძე-ხომერიკი: “8 წელი არ გვყავდა შვილი, დირბის მონასტრის ღვთისმშობლის შეწევნით გვეყოლა გოგონა – ნინო. დიდი მადლობა დირბის ღვთისმშობელს მოწყალებისთვის”.

ინგა დვალი: “შვილი – ეს ღვთისაგან ბოძებული უდიდესი საჩუქარია, რომელიც ყველა ოჯახისათვის სიხარულისა და ბედნიერების მომტანია. 2009 წლის იანვარში სიყვარულით შევქმენი ოჯახი, ძალიან ბედნიერი ვიყავი, მოსიყვარულე მეუღლე… სრულ ბედნიერებას მხოლოდ ერთი რამ უშლიდა ხელს. დრო გადიოდა და შვილი კი არ მიჩნდებოდა. ორი წელი ვმკურნალობდი, რომელ ექიმთან არ ვიყავი, მაგრამ უშედეგოდ…

დროთა განმავლობაში ვხვდებოდით, რომ ამ ყველაფერს აზრი არ ჰქონდა. ყველაფერი უფლის ნება იყო. ამიტომ მკურნალობა შევწყვიტე და მე და ჩემმა მეუღლემ გავაძლიერეთ ლოცვა, მარხვა, დავიწყეთ მონასტრების მოლოცვა: ზუგდიდში, სალხინოში, გოგნში…

მამაომ (მამა პეტრემ) მომცა ლოცვა–კურთხევა, რომ რამდენიმე დღით დედათა მონასტერში წავსულიყავი და მეც დირბის დედათა მონასტერში წავედი, რადგან დედა ნატალიასგან ვიცოდი მიდგომილი ღვთისმშობლის ხატის სასწაულთმოქმედების შესახებ. ხატის წინაშე ვლოცულობდი, ვთხოვდი ღვთისმშობელს მოწყალება მოეღო. მონასტრიდან წამოვიღე სარტყელი, რომელსაც უდიდესი ძალა აქვს. სატრყელს დღემდე ვატარებ.

5 თვის შემდეგ დავრჩი ფეხმძიმედ, უბედნიერესი ვარ, რადგან ღვთის წყალობით პატარას ველოდები. მადლობა ღმრთისმშობელს რომ მოწყალება მოიღო. მსურს ჩემსავით ბედნიერები იყოთ. გირჩევთ მოილოცოთ დირბის დედათა მონასტერი, მიენდეთ უფალს და თქვენი ნატვრა, გახდეთ “დედა” აგისრულდებათ. უფალი და ღვთისმშობელი იყოს თქვენი მფარველი. უფალმა გისმინოთ. ამინ!”

დირბის ღვთისმშობლის წყალობით ქვეყანას მრავალი პატარა მოევლინა და გამოჯანმრთელდა. ვინც დირბის მიდგომილ ღვთისმშობელს რწმენით ევედრება, დედაღვთისა თავისი დედობრივი შეწევნით შეეწევა. დედაღვთისა იყოს ყველა უშვილო წყვილისა და ორსულთა შემწე.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

73 კომენტარი »

  • მაია says:

    დიდება უფალს!

    მე და ჩემს მეუღლე ბავშვს თითქმის 8 წელი ველოდით. გამოკვლევების მიხედვით არანაირი სირთულე არ იყო შვილის ყოლის, მაგრამ არ გვეძლეოდა შვილი.
    ძალიან მინდოდა მომელოცა მმონასტერი, მაგრამ გამუდმებით დაბრკოლებებს ვაწყდებოდი და ვერც ერთხელ ვერ მოვახერხე წასვლა. მინდოდა მელოცა მიდგომილი ღვთისმშობლის ხატთან,მაგრამ საზღვარგარეთ მიწევდა წასვლა-როდის დავბრუნდებოდი არ ვიცოდი და ამიტომ გადავწყვიტე ხატი შემეძინა და თან წამეღო. თანაც წასვლამდე რამდენიმე ხნით ადრე მიდგომილი ღვთისმშობლის ხატი იყო ჩემს ოჯახში დაბრძანებული.
    გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე სხვადასხვა საეკლესიო ნივთების შესაძენად მაღაზიაში წავედი, სადაც მამაოც იყო და (არ ვიცი რომელი ტაძრიდან)გამყიდელს ესაუბრებოდა. ყველაფერი, რაც მჭირდებოდა შევარჩიე მაღაზიაში. მხოლოდ ჩემთვის სასურველი ხატი ვერ ვიპოვე და გამყიდველს მივმართე. მამაომ მიმითითა, რომ ეს არ არის ხატი, რომ ეს მხოლოდ ფრაგმენტია ფრესკიდან და ცალკე ხატად შეძენა არ შეიძლებაო. მეც გამოვტრიალდი და წამოვედი. თუმცა ამ მაღაზიაში არც ქონდათ ხატი, მამაოს მითითების გათვალისწინებით სხვაგანაც აღარც მიძებნია.
    საზღვარგარეთ ცხოვრების პერიოდში ერთ-ერთ არხზე ვუყურე გადაცემას, რომელშიც “მიდგომილი ღვთისმშობლის ხატზე” იყო სიუჯეტი. ძალიან დამწყდა გული,რომ მაშინ მე იმ ჩემთვის უცნობ მამაოს ვენდე და ხატი არ შევიძინე . და სიუჯეტის ბოლოს, კომპიუტერის ეკრანზე აღბეჭდილ ხატს ხელით შევეხე და გულწრფელი ცრემლი წამსკდა და კარგა ხანს ასე გულამომჯდარი ვტიროდი. გავიდა არც ისე დიდი დრო და…… მადლობა და დიდება უფალს პატარას ველოდებით დღე-დღეზე.
    უფალმა და დედაღვთისმშობელმა დაგლოცოთ და გაგამრავლოთ :)

    • დირბის დედათა მონასტერი says:

      მაია, შეგეწიოთ დედა ღვთისა, მშვდიობით მშობიარობას გისურვებთ, მოგიხსენიებთ. მხოლოდ ერთს გთხოვთ, დედაღვთისას კიდევ მეტად განსადიდებლად და მონასტრის მემატიანისათვის ჩვენ ვაგროვებთ ასეთ შემთხვევებს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ფეისბუკის გვერდის მეშვეობით ან მაილზე tamarrioni@gmail.com

      https://www.facebook.com/dirbismonasteri

    • ნათელა says:

      უკვე ხუთი წელია უფალს მე და ჩემი მეუღლე შვილს ვევედრები,ექიმი და წამალი არ დაგვიკლია,არც უფლისათვის ვედრება, მაგრამ ამაოდ, ასაკიანები ვართ უკვე მე 47 ის 48 , აყვანა გვინდა სად ვეძებოთ ბავშვი არ ვიცით, ვერ მოგვიფიქრებია, ყველას ვევდრებით მოგვეხმარონ, რომ მშობლობის ბედნიერება და პასუხისმგებლობა ჩვენც გვეღირსოს, ჩვენთვისაც სთხოვეთ ღვთისმშობელს გადმოგვხედოს მოწყალე თვალით

      • რუსუდანი says:

        წავიკითხე კომენტარები და სიხარულის ცრემლი მომადგა თვალებზე. ყველა ქალს აჩუქე,ღვთისმშობელო დედავ, პატარა და მათ შორის მეც. ახალი გათხოვილი ვარ და დიდი მონდომებით ველოდები დედობას. ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელო, სულითა და გულით გევედრები, დედობის მადლით ამავსე და მაჩუქე სანატრელი პატარა. მოვილოცე დირბის მონასტრის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ეკლესია და დიდი იმედი და სასოება მაქვს დირბის ღვთისმშობლის, რომ მეც გამახარებს სხვებთან ერთად! ყველას გისურვებთ ჯანმრთელ და ღვთისმოშიშ პატარას, რათა უფრო მეტად იდიდებოდეს დირბის ღვთისმშობლის ხატი!

      • ლია says:

        გევედრები დედა ღვთისმშობელო… დედობის ღირსი გამხადე… ორჯერ მოვილოცე დირბის დედათა მონასტერი და მესამედაც მინდა მოვილოცო და დიდი იმედი მაქვს… შეისმენს ჩემს ვედრებას…

  • ნინო says:

    ღვთისმშობელო დედაო გევედრები შიეისმინე ჩემი ვედრება და გამხადე დედა გემუდარები…

  • ნინო says:

    გევედრები დედა ღვთისმშობელო შვილი მაჩუქე, გევედრები.

  • დირბის დედათა მონასტერი says:

    ჩვენი მონასტრის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ამ გვერდზე, მოილოცოთ მონასტერი, მოგვწეროთ მოსახსენიებელი და სხვა

    https://www.facebook.com/dirbismonasteri

  • LAMARA.l says:

    დიდ არს წყალობა უფლისა დიდ არს.

  • gevedrebi deda gvtismhobelo.shenc xom deda xar.gevedrebi machuqe shvili ,deda gamxade ismine chemi,gevedrebi.

  • დარო says:

    didi madloba aseti informaciictvis.დიდ არს წყალობა უფლისა დიდება
    უფალს.

  • mariami says:

    gvtismshobelo meoxad damideqi gvtis winashe rata dedobis girsi gavxde.

  • mariami says:

    icit ra zalian minda patara myavdes, tszarshi dmyavdes da vaziarebde.

  • tea says:

    me viyavi am monstershi da mjera rom male gavxdebi deda..xvtishobeli dagvifaravs yvelas visac gulit wams da sjera yvelas gveyoleba…moilocet dirbis dedata monasteri da atraet sartyeli rwmenit da yvelaferi kargad iqneba

  • mariami says:

    dedebi tu shemodixart gtxovt ro momwerot

  • mariami says:

    ukacravd dedebi sheizleba ver shemodian am veb gverdis warmomadgenlebi vigulisxme

  • lela says:

    gevedrebi gvtismsobelo Mariam Chemi Tamuna gamoiyvane seqtidan da mieci shvili.gemudarebi…………

  • natia says:

    გთხოვთ მომწეროთ ის წელის სარტყელი რომელიც წერილებშია ნახსენები ყველას შეუზლია შეიძინოს დირბის დედათა მონასტერში? თუ ვინმეს უნდა ვთხოვოთ კონკრეტულად? 4 წელია შვილი არ მყავს და ძალიან ვიტანჯები

  • anjela says:

    5celia shvili ar mkavs dzalian minda. dedis girsi gavxde ‘da me didi imedi makvs upalis rom male machukebs shvils.

  • ინეზა-მარინე აბაშია says:

    ვაპირებ ამ მონასტრის მოლოცვას ჯგუფთან ერთად. რის გათვალისწინებას მირჩევდით? ჩამოსვლას ვგეგმავთ კვირას და მაინტერესებს რომელ საათზე უნდა ვიყოთ მონასტერში ისე, რომ მსახურებაში ხელი არ შეუშალოთ მლოცველებს. წირვის მოსმენას, სავარაუდოდ, ჩვენ ვერ მოვახერხებთ.

  • natia says:

    gvtismshobelo gevedrebi shenc xom dedaxar ,machuqe shvili,gamxade deda.gevedrebi ismine chemi vedreba.

  • lela says:

    8 წელია შვილი არ გვყავს, თქვენმა წერილებმა იმედი ჩამისახა, ვოცნებობდი მიდგომილი გვთისმშობლის ხატი მქონოდა და ორი კვირის წინ მეგობარმა მაჩუქა(მასაც არ ყავს შვილი),გვთისმშობელო შეგვეწიე გევედრები და შვილი გვაჩუქე მეც და ჩემს მეგობარსაც. ჩემი ერთადერთი და უკანასკნელი იმედი შენ ხარ.გადიდებ სულით და გულით. გმადლობთ.

  • ეკა says:

    დედაო ღვთისმშობელო გევედრები გამხადე დედა

  • tamuna says:

    tu sheidzleba mipasuxet, dzalian minda tadzris molocva da mainteresebs rusebis jari xo ar dgas? imedia shesadzlebelia chasvla da molocva

  • qeti qeti says:

    დედა ღვთისმშობელო გევედრები შეისმინე ჩემი ვედრება და გამხადე ღირსი დედობის..ახლა დავიწყე ეკლესიურად ცხოვრება და როდესაც ვეზიარები აუცილებლად მოვილოცავ დირბის დედათა მონასტერს დედა ღვთისმშობელს შევევედრები ამიხდინოს დიდიხნის ნატვრა და სარტყელასაც შევიძენ…შეგვეწიოს ყველა უშვილოს

  • ნათია says:

    მეექვსე წელია, რაც გავთხოვდი და შვილი არა მყავს, ოთხჯერ მუცელი მომეშალა, ერთხელ გარეორსულობა დამემართა და საოპერაციო გავხდი. ახლა ერთი მილი მაქვს დატოვებული. ექიმი, წამალი და ანალიზები არ დამკლებია, მაგრამ მედიცინა უძლური აღმოჩნდა, ექიმები თვითონ მეუბნებიან, რომ შვილის ყოლა უფლის ნებაა, მე და ჩემმა მეუღლემ
    მოვიარეთ საქართველოს მრავალი ეკლესია–მონასტერი, დირბის მონასტერში არ ვყოფილვარ. უფალს ვევედრები მომცეს საშუალება იქ წასვლის და შეისმინოს ჩემი ვედრება, რადგან სულიერად და ფსიქოლოგიურად უკვე ისე მიჭირს, რომ თავისთავად მეტირება. ბოლოს ექიმმა მითხრა შენს ჯანმრთელობას ნუ გასწირავ და მოეშვი შვილზე ფიქრსო, მე კი არ შემიძლია ამ აზრს შევეგუო. გთხოვთ ილოცეთ ჩემთვის, რომ უფალმა გადმომხედოს, მომიტევოს ჩემი ცოდვები, დამამშვიდოს და მაჩუქოს შვილი, რადგან შეუძლებელი კაცთათვის შესაძლებელ არს ღმერთის მიერ. უფალმა დაგლოცოთ.

  • lika says:

    ukve 2 welia vmkurnalob operaciebi gavikete bolo 5 tvis ganmavlobashi, axla mindadirbis deata monastershi wasvla da molocva, vici mwams da mjera rom gvtismshobeli, yvela ushvilo wyvilsgadmogvxedavs da dedobis uplebas mogvanichebs,gtxovt ilocet chemtvisac, dedaoebo

  • natia says:

    deda xvtishobels vevedrebi deda gamxados

  • თამარი says:

    დედა ღვთისმშობელს ვევედრები მთელი არსებით, ყველას მოგმადლოთ შვილი, მათ შორის მეც… შეგეწიოთ მისი მადლი და ძალა!

  • თამარი says:

    დედა ღვთისმშობელი გევედრები,მთელი გულით და სულით გამხადე დედობის ღირსი,შემეწიე ღვთისმშობელო და შეეწიე ყველა უშვილო წყვილს გევედრები დედაო ღვთისმშობელო

  • ქეთევანი says:

    ღვთისმშობეეელს ვევედრებიი გამხადოს დედობის ღირსი….ვიყავი რამოდენიმე დღის წინ დირბის დედათა მონასტერში ვიტირეე ბევრიი :( დაა სარტყელიც შევიძინე მჯერა და მწააამს რომ აუცილებლაად მაღირსებს უფალი და მარიამ ღვთისმშობელიი შვილს

  • მე 2წელზე ცოტა მეტია ვიტანჯები უშვილობით,თვალზე ცრემლი არ მშორდება,მიჩირს ამ კომენატარების კითხვა ცრემლების გარეშე მე ყველა ადამიანის მესმის ვისაც ეს ტკივილი აქვს აღუწერელი ტკივილია მტერსაც არ ვუსურვებ ამის განცდაას,ლოცვა და ღმერთის წყალობა გადამარჩენს ვიცი,მე შეიძლება ვერ მოვახერხოო ამ მონასტერში წასვლა მაგრამ,აქედან გულმხურვალედ ვილოცებ ჩემთვის და ყველა იმ ქალისთვის ვისაც დედობა უნდა. დედაო მარიამ შენც ხომ დედა ხარ,გადმოგვხედე გევედრები მეც და ყველას გვაჩუქე ნანატრი შვილი.

    • nino says:

      25 მარტს საშვილოსნოზე გავიკეთე მიომის ოპერაცია მამაოსაგან ზოგადად მაქვს კურტხევა სარტყელის ტარებაზე თუ შეიძლება დირბის მონასტრის სარტყელი რომ ვატარო და გთხოვთ რომ თქვენს ლოცვებში მომიხსენიოთ მხევალი ნინო

  • nino says:

    25 მარტს საშვილოსნოზე გავიკეთე მიომის ოპერაცია მამაოსაგან ზოგადად მაქვს კურტხევა სარტყელის ტარებაზე თუ შეიძლება დირბის მონასტრის სარტყელი რომ ვატარო და გთხოვთ რომ თქვენს ლოცვებში მომიხსენიოთ მხევალი ნინო

  • natia says:

    Martlac udzlieresi xatia dailocos midi dideba. Erti shvili myavs dzalian mindoda meore shvilic myoloda, 6 wlis win gavachine pirveli shvili. Meore shvilze ki dzalian gamichirda dafexmdzimeba eqimebi meubnebodnen rom yvelaferi wesrigshi mqonda magram problema problemad rcheboda mizezs ki ver vpoulobdi.am xatis shesaxeb internetshi wavikitxe shevidzine xati, vakurtxe ramodenime dgit tadzarshi iyo dabrdzanebuli.mere saxlshi movabrdzane,tumca Minda vtqva rom xati yvela saeklesio magaziashi ar iyideba. Sul ragac erti tvea rac chems saxlshia es xati. udidesi wlalobit shemobrdzanda chems patara ojaxshi,dges ukve fexmdzimed var.yvela ushvilo qalbatons sheewios midi dzala da madli.

    • თამარ says:

      ნათია, დირბის დედათა მოანასტრის სახელით გაწუხებთ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ჩვენს ფეისბუკის გვერდზე ან დაგვირეკოთ 595 059471, ჩვენ აღვრიცხავთ ყველა სასწაულერივ შემთხვევას, რომელიც დირბის ღვთისმშბელს უკავშირდება წინასწარ გიხდით მადლობას.

      https://www.facebook.com/dirbismonasteri ეს ჩვენი ფეისბუკის გვერდია, შეგიძლიათ უბრალოდ მოგვძებნოთ სახელითაც.

  • მაია says:

    gvtismshobelo me mcams da mjera im saswaulis rasac shen axden chventvis.gemudarebi momeci ufleba sheni cyalobit deda gavxde.didi zala aqvs qalbatonebo.moilocet aucileblad.didi madli trialebs iq.shegvecios yvela shvilis momlodine qalbatons midgomili gvtismshoblis madli da kata gadmogvafaros yvelas.

  • natia says:

    yvelas shegewiot ufali da deda gvtismshobeli. me 3 welze metia shvili ar myavda, romeli tadzari da monasteri gavige yvela moviloce, mat shoris dirbis dedata monasteri, iq myofi dedaoebi; deda natalia da deda fotine sitboti da siyvarulit dajildoebulebi arian, dedebma gvtismshoblis saryeli momces, vatare didi imedit rom gvtismshobeli shemeweoda, namdvilad shemewia da ukve 5 tvis orsulu var, male uflis da gvtismshoblis shemweobit bichi shemedzineba gaognebulebi vart me da chemi meugle, amastan davliet mama davitis wylebi. nu geshiniat yvelaferi uflis nebaa. yvelas gvechqareba torem ufali mowyalea da yvelas dagvasachuqrebs bevri shvilit.

  • meri says:

    დედა ღვთისმშობელს ვევედრები მთელი არსებით, ყველას მოგმადლოთ შვილი, მათ შორის მეც… ოთხი წელია შვილს ველოდებით. გვეუბნებიან ყველაფერი წესრიგშიაო. მხოლოდ უფლის იმედიღა დაგვრჩენია. აუცილებლად მოვილოცებთ მონასტერს, ისევ უფლის ცყალობიტა და დახმარებით.გაგვადლიეროს და შეგეწიოს მისი მადლი და ძალა!

  • nino says:

    ძალიან მინდა დირბის ღვთისმშობლის ტაძრის მოლოცვა,პარაკლისების წაკითხვა, უფალს ვთხოვ შეგვეწიოს. 5 წელია ველოდებით შვილს და მხოლოდ უფლის ნებას ვართ მინდობილი. ხატი მაჩუქეს დირბის ღვთისმშობლის და ვევედრები დედობის ღირსი გამხადოს. გთხოვთ მომიხსენიოთ ლოცვებში, რომ უფლის სადიდებლად გაგვიჩნდეს შვილი, ძალიან მტკივნეულია უშვილოდ ცხოვრება, შეისმინე დედაო გევედრები და მოგვმადლე ეს უდიდესი სიხარული. ყველას გისურვებთ გამრავლებას უფლის და ღვთისმშობლის შეწევნით.

  • ღვთისმშობელო დედაო, გევედრები ყველა ქალს ვისაც დედობა სწყურია მიეცი პატარა, გააძლიერი და გადმოხედე წყალობის თვალით… მადლობას გწირავ ყველაფრისათვის მაგრამ გთხოვ მეორედაც განმაცდევინე ეგ სიხარული და ბედნიერება ;( ;(

  • რუსუდანი says:

    ღთისმშობელო გევედრები გადმოგვხედე ყველა უშვილოს და მოგვეცი შვილი მე სამჯერ მაქვს მოლოცვილი დირბის დედათა მონასტერი დიდი იმედიმაქვს ღვთისმშობლის რომ ჩემს ლოცვას შეისმენს და დედა გავხდები.

  • დედაო ღვთისა,წმიდაო მარიამ

  • დედაო ღვთისა წმიდაო მარიამ,ვიცი რომ ცოდვილი ვარ და უღირსი ამ ბედნიერებისთვის,მაგრამ ნუ დამსჯი,არამედ გამომასწორე ამ საჩუქრით.მაჩუქე გთხოვ შვილი ამ სიბერეში,არა იმიტომ,რომ ვიტრაბახო,არამედ ვაღიარო შენი გულმოწყალება.მართალია 46 წლის ვარ,მაგრამ სასწაულების მჯერა.კატასტროფულად განვიცდი.ჩემს მეუღლესაც ორობლემები აქვს უშვილობასთან დაკავშირებით.ვეღარც ვმკურნალობთ სიდუხჭირის გამო.შვილის აყვანაც გაგვიჭირდა,რიგი გვიან მომიწევს.ხელოვნური განაყოფიერება მოძღვარმა ამიხსნა რაც არის,და ვერ გავკადნიერდები.დამეხმარეთ დედებო,გემუდარებით.

  • რუსუდანი says:

    ღვთისმშობელო შეისმინე ჩვენი ვედრება და ყველა უშვილოს მოგვეცი შვილი

  • ani says:

    ღვთისმშობელო ძალიან გთხოვ შეისმინე ჩემი ვედრება და მაჩუქე შვილი, მართალია ჯერ პატარა ვარ მაგრამ უკვე განვიცადე შვილის დაკარგვის ტკივილი, ერთი წელი გავიდა და მოუთმენლად ველოდები ამ დიდი სიხარულს, ძალიან მინდა ჩემს მეუღლესთან მივიდე და ისევ ვახარო რომ შვილი გვეყოლება, ძალიან გთხოვ უფალო, ჯანმრთელი და მშვიდობიანი ორსულობა მაჩუქე, მე მწამს ამ ყველაფრის და ვიცი რომ გადმომხედავ.

  • veko says:

    deda gvtis mshobelo,gevedrebi evedre zesa shensa shemicyalos me codvili da shenis meoxebit, gamxados janmrteli shvilis deda

  • veko says:

    mteli gulit gtxov machuqe erti janmrteli shvili

  • ია says:

    ვკითხულიბ და გული მტკივა… ყველა წმინდას ვთხოვ გადმოგხედოთ ყველას და აგისრულოთ ეგ თხოვნა,იმედი არ დაკარგოთ მთავარია და განგაცდევინოთ ის გრძნობა რასაც დედობა ქვია,უფალი გფარავდეთ ყველას

  • natia says:

    Cremliani tvalebit vkitxulob ar shemidzlia ukomentarod davtovo yvela kalis gulistkivili romelta undat shvili hyavdet tundac meored gaxdnen deda sheigrdznon bavshvis sitbo patara angelo chaikran gulshi ojaxsac xom upro mtkices gaxdis.mec 2tvis gatxovili var upals da deda gvtismshobels vtxov male momces me da yvela kals imis sashualeba deda gavxdet.

  • madona says:

    exla cavikitxe komentarebi mec agvistoshi gavtxovdi da dzaan meshinia vnerviulob dzaan minda shvili da yvela gatxovil qals imis natvar aqvs gulshi chaikras shvili da mis cxovrebas ufro azri mieces gulshi sicariele maqvs sul mtkiva guli dzaan minda shvili da yvela qals vusurveb visac ar yavs gvtismshoblis madli sheeciot da gulshi chaikran sakutari patarebi mec didi siamovnebit cavidodi dirbis dedata monastershi tu shesadzlebeli iqneba.ratqmaunda kurtxevit

  • გიორგი says:

    +++++++ ამინ!!!!!!! ამინ!!!!!!! ამინ !!!!!!!

  • სად არის ეს მონასტერი მითხარით თუ შეგიძლიათ გთხოვთ

  • სად არის ეს ტაძარი მითხარით ვინმემ რა გთხოვთ

  • Nata says:

    Gvtishobelo gulit gtxov,dzalian minda deda gavxde,gemudarebi.mec minda gavixaro chemi shvilit,gtxov gvtishobelo.ukve didixania velodebi rom deda gavxde,magram ragac ar chans chemi patara.gtxov gvtishobelo

  • Nata says:

    Gtxov gvtishobelo gadmomxede mocyale tvalit da machuqe janmrteli patara,dzalan gtxov da gemudarebi.

  • tamta says:

    Dedao gvtisa,wmidao mariam,gtxovt shemiwyalot me codvili da gadmogvxedot mowyale tvalit yvela ushvilo wyvils da mat shoris chvenc,sheisminet titoeuli chventaganis vedreba,rom gavxdet girsni im udidesi sixarulis rasac dedoba qvia.me mjera da mwams,rom yvela ushvilo wyvils mogvecema shvili gvtismshoblis madlis shewevnit!

  • vera says:

    dedao gvtis mshobelo gevedrebi meox damideqi ufaltan da stxove shegvicyalos me dachemi meugle,mogvmadlos janmrteli shvilebi

  • vera says:

    gvtis mshobelo gixaroden,mimadlebulo,ufali shentan ars,kurtxeul xar shen dedata shoris da kurtxeul ars nayopi muclisa shenisa rametu macxovari gvishev sulta chventatvis.

  • nana says:

    dedao gvtisaowmindao mariam gevedrebi kidev erti shvili machuqe.sheni mona var maradis.

  • Irma says:

    Gtxov dedao gvtismshobelo gadmogvxede mowyale tvalit me da chem meugles gvachuqe shvili weliwad naxevaria ushedegod velodebit dzalian gvinda shvili gevedrebi gvachuqe shvili

  • ნინო says:

    გევედრები ღვთისმშობელო გამხადე დედობის ღირსი.. სასოწარკვეთილი ვარ, უზომოდ მინდა შვილი მყავდეს. გადმოხედე ყველა ქალს და აუსრულე სანუკვარი ოცნება – გახდეს დედა. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ყველა უშვილო ქალის ერთად აღებული განცდაა ჩემში თავმოყრილი და ყველას მაგივრად მტკივა ვისაც შვილი უნდა და რაიმე მიზეზით არ ყავს. ყველას გვყოლოდეს პატარები დედაღვთისას წყალობით. უცრემლოდ, უემოციოდ რთულია ამ კომენტარების კითხვა.

გაუქმება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ქრისტე ღმერთი სიბრძნითა და თავმდაბლობით იცნეს"- ბერი გაბრიელი სალოსი.