მთავარი » კონკურსი

დინა ხუხუნაიშვილი- “ჩემი სკოლა”- სსპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აკეთის საჯარო სკოლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.12.2014 3 კომენტარი | 2,327 ნახვა

ქართველები პატარა ერი ვართ, მაგრამ უძველესი კულტურა და ტრადიცია გაგვაჩნია , ამის ნათელი მაგალითია სოფელი აკეთი თავისი სიძველეებით.

სოფელი აკეთი ლანჩხუთის რაიონში ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია. მთის ფერდობზე შეფენილი სოფელი უცხო თვალს ერთი შეხედვით მიყრუებული ეგონება, დინა ხუხუნაიშვილი მაგრამ მას საინტერესო და მდიდარი ისტორია აქვს. სოფელი განთქმული იყო უძველესი დროიდან კერამიკული თიხით სწორედ აკეთის სახელწოდება “კეთება” აქედან მოდის. განსაკუთრებით გვეამაყება აკეთის მაცხოვრის ეკლესია, რომელიც მე-17 საუკუნეშია აგებული. ეკლესიასთან თავიდანვე ფუნქციონირებდა ორკლასიანი სამრევლო სკოლა, რომელიც შემდეგ შვიდ წლედად გადაკეთდა.

1892 წელს სოფელ აკეთში დაარსეს შემოწირულობის ხარჯზე „გურიის სახალხო სამკითხველო“, რომელიც ერთ-ერთი უმდიდრესი წიგნსაცავი იყო მთელს საქართველოში.

დიდი საზოგადო მოღვაწე და ეთნოგრაფი თედო სახოკია აკეთში მოგზაურობის შემდეგ თავის წიგნში “მოგზაურობანი” აღნიშნავდა, რომ “როგორც ქართველმა ვინატრე, ნეტავ სხვა კუთხენიც ჩვენი ქვეყნის ამ წერტილამდე მაინც იყვნენ დაწინაურებულნი-მეთქი”.

აკეთის საჯრო სკოლა აგებულია სამი სოფლის -ცენტრში სოფელ გაგურში 1964 წელს, 50 წლის წინათ.
ბევრი ძნელბედობის მიუხედავად სკოლამ შეინარჩუნა სტაბილურობა და ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სკოლაა გურიის რეგიონში.

სკოლას 2007 წლიდან ხელლძღვანელობს ქალბატონი მაია სიჭინავა, რომელიც ბევრი კარგი წამოწყების ინიციატორია, ყოველ ახალ სასწავლო წელს ცდილობს გაალამაზოს და სასიამოვნო სასწავლო გარემო შექმნას მოსწავლე ახალგაზრდობისათვის. ლანჩხუთის სკოლა სწორედ მისი აქტიური საქმიანობის შედეგია ის, რომ გარემონტდა ბიბლიოთეკა, აღიჭურვა სათანადო ავეჯით, წიგნადი ფონდი შეივსო ქართველი მწერლების ტომებით, გარემონტდა სააქტო დარბაზი, მიმდინარეობს მატერიალურ-ტექნკური ბაზის შევსება- განახლება, მოწესრიგდა სკოლის ეზო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოიცვალა სახურავი და კარ-ფანჯრები.
სკოლაში ჩავატარეთ ფარული ანკეტური გამოკითხვა. მოსწავლეთა უმრავლესობამ დადებითად შეაფასა სასკოლო ცხოვრება და პედაგოგიური კოლექტივი. მოსწავლეთა უმრვლესობის სურვილია უფრო კეთილმოწყობილი გახდეს კლას-კაბინეტები, სპორტული დარბაზი და შეიცვალოს სასკოლო ინვენტარი -იმედია ეს პრობლემებიც მალე მოგვარდება.

სკოლა ამაყობს თავისი აღზრდილებით, რომლებიც სხვადასხვა სფეროში წარმატებულად მოღვაწეობენ. დღესაც ჩემს სკოლას აქვს მნიშველოვანი წარმატებები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა ჩვენი სკოლის პროექტმა და გრანტის სახით გადმოეცა ფიზიკა-ქიმია-ბიოლოგიის ლაბორატორია. ჩვენი სკოლის მოსწავლები აქტიურად არიან ჩართული სასკოლო თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში. Xll კლასის მოსწავლე გიორგი ცინცაძე არჩეული იქნა მოსწავლე -ახალგაზრდობის პარლამენტის თავმჯდომარედ გურიის რეგიონში; გვყავს ეტალონის მონაწილე ორი მოსწავლე საბა წულაზე და გუგა ცინცაძე, ასევე რეგიონალურ კონფერენციაში გამარჯვებული -ნატა გობეჯიშვილი, რომელმაც გელათის აკადემიაში პრეზენტაცია გააკეთა აკეთის კერამიკაზე. ბადრი წულაძე ევრაზიის თანამშრომლობის “youth bank” წევრი. ლანჩხუთის სკოლა პირდად მე კი ვთმაშობდი საქართველოს ქალთა საფეხბურთო 17 წლამდელთა ნაკრებში, ამჟამად კი ვთამაშობ რაგბს “ლანჩხუთის გურიაში”, რომლიც საქართველოს ჩემპიონია.

სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებას აცოცხლებს და ახალისებს სინტერესო ისტორიული პროექტ-გაკვეთილები, პრეზენტაციები, ღია გაკვეთილები, სპორტული შეჯიბრებები, სასწავლო ექსკურსიები, მუსიკალური ღონისძიებები…

აკეთის საჯარო სკოლას ხანგრძლივი და მდიდარი ისტორია მე მეამაყება, მაგრამ დიდი მოვალეობაცაა, გააგრძელო მისი ტრადიციები, ნათქვამია “წარსული მკვიდრი საფუძველია აწმყოსი, ისევე როგორც აწმყო მომავლისა”.

მე მომწონს და ვამაყობ ჩემი სკოლის მიღწევებით .იგი ჩემი მეორე ოჯახია, სადაც სკოლის მართვის დემოკრატიული სტილი და პოზიტიური სასწავლო გარემოა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის, რომელიც დამყარებულია ურთიერთპატივისცემაზე. სწორედ ამის გამო, ჩვენს მოსწავლეებს ნამდვილად აქვთ შესაძლებლობა გამოავლინონ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი და ცხოვრების ფართო გზაზე მომზადებულნი გავიდნენ.

დინა ხუხუნაიშვილი
მე-11 კლასის მოსწავლე
სსპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აკეთის საჯარო სკოლა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი