მთავარი » ქრისტიანობა

დიდმოწამე ბარბარეს სახელობის მშენებარე ტაძარი გლდანში მრევლის თანადგომას ითხოვს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.02.2019 | 533 ნახვა

გლდანის ა მიკრორაიონის მოსახლეობა დიდიხანი წუხდა სიახლოვეს ტაძრის არარსებობაზე. ერთი წლის წინ მათ ხელმოწერები შეაგროვეს და ტაძრის აშენება მოითხოვეს. პატრიარქის კურთხევით გადაწყდა 136-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ  წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ორნავიანი ბაზილიკა აშენებულიყო.

ტაძრის სამშენებლო სამუშაოებს სათავეში დეკანოზი დავით აფციაური და მღვდელი ზაზა გაბედავა ჩაუდგნენ. ყოველ კვირას, 16 საათზე ტარდება საჯანმრთელო პარაკლისები.

მოსახლეობა ცდილობს თითო ლარით შეეეწიოს ტაძრის აშენებას, თუმცა ცხადია, საქმის მოცულობიდან გამომდინარე, ეს საკმარისი არ არის. შესაბამისად, ტაძრის დასრულების ვადები დამოკიდებულია შემწირველთა და მრევლის აქტიურობაზე. თითოეული თქვენგანის მცირედი  მონაწილეობაც კი თითო აგურს დადებს ტაძრის აშენებაში და წინ წაწევს საქმეს. შეწირულობა შესაძლებელია არა მარტო ფულადი სახსრით, არამედ სამშენებლო მასალებით, ადამიანური რესურსით, მუშა პროცესში ფიზიკური დახმარებით და სხვ.

ანგარიშის ნომრები:

საქართველოს ბანკი:
GE96BG0000000131166944

ლიბერთი ბანკი:
GE79LB0711189481052000

თიბისი ბანკი:
GE28TB7452445064300002

საკონტაქტო ნომერი: 579415445 მამა ზაზა გაბედავა




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.