დიდმარხვის პირველი მძიმე კვირა
წმიდა დიდმარხვა აღდგომის წინ 49 დღით ადრე იწყება და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე გრძელდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდმარხვის პირველი შვიდეული, ამ დროს მართლმადიდებლები სურვილის, შესაძლებლობისა და მოძღვრის მარხვის კურთხევის შესაბამისად მკაცრ მარხვას კითხულობენ.
დიდმარხვის პირველი მძიმე კვირის შესახებ “ამბიონი” ესაუბრა მამა კონსტანტინეს (გიორგაძე):
რა არის დიდი მარხვა? ეს არის დროის ის მონაკვეთი, როდესაც უნდა დავკავდეთ სულის მაცხონებელი საქმით. ეს არის სულის განსაკუთრებული აღგზნებული მდგომარეობა, რომელიც მთელი პასუხისმგებლობითა და სისრულით არის განწყობილი ამ უდიდესი საქმის მიმართ. მარხვა არის ჩვენი ცხენივით გაჭენებული ცხოვრებისათვის ლაგამის ამოდება, უფლის გახსენება, ჩვენს ცოდვებზე დაფიქრება. როცა უფალმა ადამიანი შექმნა, ერთ-ერთი პირველი მცნება მარხვის დადება იყო. განსაკუთრებით გამოირჩევა პირველი და ბოლო კვირები.
პირველ კვირას ყოველდღე უნდა ვიაროთ ტაძარში, დავესწროთ მსახურებას თავიდან ბოლომდე, რომ არაფერი გამოგვეპაროს. უნდა განვაგდოთ სიზარმაცე, სხვადასხვა ხელისშემშლელი მიზეზები და მოწესრიგებულად დავესწროთ ყველაფერს. უნდა შევძლოთ მხურვალე ლოცვა, რომლის გარეშეც მარხვას აზრი არ აქვს. აუცილებელია, შევუდგეთ ჩვენი თავის შეცნობასა და განქიქებას, რათა გავიგოთ და ჩავწვდეთ იმას, თუ ვინა ვართ ჩვენ, ვცხოვრობთ თუ არა სახარებისეული სიმართლით, ჭეშმარიტად ვართ ქრისტიანები, თუ მხოლოდ სახელად ვიწოდებით? ვაგრძელებთ ეფრემ ასურის ლოცვებს, რომელიც ყველიერის სამშაბათს საღამოს იწყება. ამ დროს აუცილებელია გაგვახსენდეს ჩვენი ცოდვები. ცოდვები, რომლებიც ჩავიდინეთ ღვთის, მოყვასისა და საკუთარი თავის წინაშე და თუ შეგვიძლია ცრემლითაც მოვინანიოთ ისინი. უნდა მოვეპყროთ სხვას ისე, როგორც გვინდა ჩვენ მოგვექცნენ, უნდა ვისწავლოთ და გავაღრმავოთ სიყვარული.
კულმინაციური და მთავარი მომენტი არის ევქარისტია, ანუ ქრისტეს სისხლისა და ხორცის მიღება. კარგი იქნება, თუ მორწმუნენი მარხვის პირველი კვირის შაბათს, ან კვირას ეზიარებიან.
როგორ უნდა დავიცვათ მარხვის პირველი კვირა?
მარხვა არ არის მხოლოდ წიწიბურასა და კომბოსტოს მირთმევა. მარხვის მთავარი ნაწილი სულიერი მარხვაა, ხორციელი კი მას ეხმარება. შევეცადოთ, რომ არამხოლოდ სულიერად, არამედ ხორციელადაც მკაცრად ვიმარხულოთ. რა თქმა უნდა, არ უნდა მივიღოთ ცხოველური საკვები. სამარხვო საკვების მიღების დროსაც ზომიერება გვმართებს. პირველი კვირის ხუთი დღე უზეთო მარხვაა, შაბათ-კვირას კი ზეთი უკვე შეიძლება. საკვების ზედმეტი მიღება, განსაკუთრებით კალორიულისა, იწვევს ენერგიეს ჭარბად დაგროვებას ორგანიზმში და ეს ენერგია, ხშირ შემთხვევაში ვნებები რეალიზდება დაცემით და მანკიერი ჩვევებით.
მთელი მარხვის პერიოდში აუცილებელია ადამიანმა შეზღუდოს ტელევიზორის ყურება, პირველ და ბოლო კვირებში სასურველია საერთოდ არ ჩართოს. არ უნდა იაროს დაბადების დღეებსა და წვეულებებზე, თეატრებში, კინოებსა და სხვა გასართობ პროგრამებზე. გარეთ უნდა გამოვიდეს მოწესრიგებული, დავარცხნილი-დაბანილი, მხიარული, ისე, რომ არ ეტყობოდეს მარხულობს თუ არა. ჭეშმარიტმა ქრისტიანმა უნდა გამოიტიროს ცოდვები, იმარხულოს უფლის წინაშე და არა ხალხის დასანახად.
რა ლოცვები იკითხება მძიმე კვირაში ტაძრებში?
დიდი მარხვის პირველი კვირის ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს ტაძრებში ანდრია კრიტელის კანონი იკითხება, რომელშიც ძველი და ახალი აღთქმის ისტორიაა მოთხრობილი. დიდი და მცირე სერობის ჟამნები, შუაღამის და ცისკრის ჟამნები, III, VI, IX ჟამნი და სადილის ჟამნი. ოთხშაბათსა და პარასკევს აღესრულება ლიტურღია პირველშეწირულისა.
რა ლოცვები უნდა წაიკითხოს მორწმუნემ სახლში?
სახლში ჩვეულებისამებრ, უნდა წაიკითხოს დილა-საღამოს ლოცვები, რომელსაც მოყვება ეფრემ ასურის ლოცვები. ეფრემ ასურის ლოცვები წყდება პარასკევ საღამოს და ახლდება კვირა საღამოდან. ასეა მთელი მარხვის განმავლობაში, ვნების კვირეულის ოთხშაბათამდე. მთელი მარხვის განმავლობაში არ იკითხება დაუჯდომლები, გარდა შაბათ-კვირისა. შაბათს –ღვთისმშობლის, ხოლო კვირას – მაცხოვრის. სახარება იკითხება მხოლოდ იმ დღეებში, რომელ დღეებშიც მითითებულია საეკლესიო კალენდარში. რაც შეეხება ფსალმუნებს, იგი შეიძლება იქნას წაკითხული მთელი მარხვის განმავლობაში, გარდა ვნების შვიდეულის პარასკევიდან, ბრწყინვალე შვიდეულის ჩათვლით.
როგორ უნდა მოიქცნენ ის ადამიანები რომლებსაც მარხვის შენახვა რაიმე მიზეზით არ შეუძლიათ?
ვისაც ხორციელი მარხვა არ შეუძლია. ძირითადად ესენი არიან სნეულები და ღრმად მოხუცებული ადამიანები. სნეულებით ან სიბერით გათანგული ადამიანი, ცარიელია ვნებებისა და ცუდი აზრებისაგან, აქედან გამომდინარე, მას არ სჭირდება საკვებით მარხვა. არ სჭირდებათ ხორციელი მარხვა ასევე მიდგომილ (ფეხმძიმე) ქალებს. ამიტომ მისი რეჟიმი ისე უნდა განვსაზღვროთ, რომ ხორცისაგან განტვირთვის დღეები იყოს ოთხშაბათი და პარასკევი.
დავით დანელია
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
didi madloba dakvalianebistvis.gaixaret.
mteli sulita da gulit minda davicva marxva da es gavaketo yvelaferi rogorc nachvenebia, magram zalian vwuxvar rom gamouval mdgomareobashi vart, ara vart saqartveloshi da sxvisi saxlshi rom ara gvaqvs amis sashualeba rogor unda moviqcet, zalian vwuxvar, tu ara da zalian minda da msurc rom davicva yvelaferi, netavi tu sheizleba amis patieba, dalocvil da didi gmerts yvelaferi sheuzlia da imedia ar gagvinawyendeba, gavaketeb yvelafers risi sashualebac meqneba da momecema. mapatie ufalo da shemindve me codvili, ufalo dagvifare !!!
mamao mainteresebs tu sheidseba daujdomlebis saxlshi wakitxvaaa?
madloba!
me rom wm nikolozis daujdomels vkitxulob unda shevwyvito esigi?
mec vkitxulob mtavarangelozi miqaelisas da rom vkitxe mamaos,ar shewyvitoo mitxra,vin rogor gakurtxebs imazea.
daurekav chem mamaos da vkiTxav,madloba piqria
didi madloba amomturavi saubrisatvis.gmertma gagvazlieros.
ამინ…
მაინტერესებს ორსულებმაც თავიდან ბოლომდე უნდა დავიცვათ დიდი მარხვა თუ მოძღვარს უნდა შევუთანხმდეთ?
modzgvrisgan aiget kurtxeva da savaraudod rdzis produqtebze kurtxevas mogcemt.
ხომს ამბობს მოძღვარი: “რ სჭირდებათ ხორციელი მარხვა ასევე მიდგომილ (ფეხმძიმე) ქალებს. ამიტომ მისი რეჟიმი ისე უნდა განვსაზღვროთ, რომ ხორცისაგან განტვირთვის დღეები იყოს ოთხშაბათი და პარასკევი.” ხორცი აუცილებელია ბავშვის განვითარებისთვის. ამდენად, ორსულები არ იცავენ მარხვას სრულად, მაქსიმუმ ოთხშაბათი-პარასკევი.
sad unda vnaxo saxareba romel dgeebshi wavikitxo?
dges m.teodores shexvedraze viyavi,daujdomlebi nebismier dges ikitxeba,ratom shegyavt morcmuneni ctomilebashi?ilovet qartvelebo,chveni eris gadarchenisatvis,gmerti shegeciot.gisurvebt marxvas sinanulisas da agdgomas sixarulisa!
მამაო მაინტერესებს ახდგომამდე ან ახდგომის მეორე დხეს ცოლის მოყვანა თუ შეიდზლება?გთხოვთ მიპასუხოთ?
არ შეიძლება. მხოლოდ კვირაცხოვლობის შემდეგ. (აღდგომის შემდეგი კვირა).
Mamao ramdenjer shevcdi ro vitxvi vimarxuleb metqi koveltvis davargvie vjame xorcieli da sjeicleba .es erti kvira davicva