მთავარი » ქრისტიანობა

დიდი სამშაბათი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.04.2020 ერთი კომენტარი | 13,220 ნახვა

დიდი სამშაბათის მსახურებაზე ვიხსენებთ იგავს ათი ქალწულის შესახებ, რათა ვისწავლოთ სულიერი სიფხიზლე და მზად ვიყოთ იმ მოულოდნელი წამისთვის, როცა – “სიძე მოვალს შუაღამესა”.

სანთელი ამ დღეს გრძელდება მათეს სახარების ორშაბათს დაწყებული საკითხავი იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ. ამით წმიდა ეკლესია კიდევ ერთხელ და საგანგებოდ მოუწოდებს მორწმუნეებს სულიერი სიფხიზლისკენ, ჩვენთვის ბოძებული ნიჭისა და ძალების მართებული გამოყენებისკენ, განსაკუთრებით კი – მოწყალებისკენ, რასაც უფალი პირადად მის წინაშე ჩადენილ ღვაწლად გვითვლის, როცა გვეუბნება: “რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ” (მთ. 25,40).

დიდ სამშაბათს (ცისკრის ჟამნზე, რიგის კანონთა წაკითხვის შემდეგ), იკითხება წმ. იოანე ოქროპირის 77-ე სიტყვა მათეს სახარების 24-ე თავის 32 და 33 მუხლების შესახებ. აქ საუბარია სულიერ ზაფხულზე, ანუ იმ მდგომარეობაზე, რომელიც დადგება ჭეშმარიტ მორწმუნეთათვის მეორედ მოსვლის შემდეგ, როცა ჩაივლის საწუთრო – “ცოდვის ზამთარი”.

III, VIდა IX ჟამნებზე განჩინებული სახარებების კითხვის დასრულების შემდეგ იკითხება წმ. იოანე ოქროპირის სიტყვა მოწყალებასა და კვლავ ათ ქალწულზე.

წმიდა ეკლესია მორწმუნეთა ყურადღებას განსაკუთრებით ამახვილებს შემდეგ კონდაკზე:

“ჟამსა მას განსვლისასა იხსენებდი შენ, ოი, სულო ჩემო, შეძრწუნდი მოკვეთისა მისგან ლეღვისა, და მოცემული შენდა ტალანტი, განამრავლე შრომითა და სიყვარულითა, საწყალობელო, იღვიძებდ და ლმობიერად უღაღადებდ: ქრისტე მრავალმოწყალეო, ნუ განმაგდებ მე სასძლოსაგან შენისა”.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • მზია says:

    ხშირად ვერ ვახერხებთ ტაძარში მისვლას და მოძღვრისგან რჩევის მიღებას, როდის რა უნდა წაიკითხო, რომელი ლოცვა; კარგია, თქვენი ვებგვერდი ამაში რომ გვეხმარება, გმადლობთ.
    სასურველია, წინა დღით თუ გამოქვეყნდება მსგავსი ინფორმაცია, ან სხვადასხვა ლოცვისა თუ დღესასწაულის დროს შესასრულებელი ლიტანიის ან მსახურების შესახებ.
    უფალი შეგვეწიოს!
    ღრმა პატივისცემით,
    მზია ბერიძე

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი