მთავარი » ქრისტიანობა

დერჩის იოანე ნათლისმცემლის ტაძრის მხატვრობა – წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.03.2017 | 1,962 ნახვა

დერჩი დერჩის იოანე ნათლისმცემლის ტაძარი დარბაზული ტიპისაა, იგი XIV საუკუნეში აუგიათ და სამი მხრიდან გარშემოსასვლელი აქვს მიშენებული.ტაძრის მოხატულობა XVII საუკუნისაა. დრომ ამ ულამაზეს ფრესკებს თავისი კვალი დაატყო და ძლიერ დააზიანა,ამიტომ სასწრაფო რეაგირება იყო საჭირო.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2013 წელს სამივე გარშემოსასვლელის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები შეასრულა. 2015 წელს კი სამუშაოები ჩაუტარდა საკურთხევლისა და დასავლეთი კედლის მოხატულობას.

სამუშაოების ფარგლებში ავთენტური მასალით შეიცვალა კედლის მხატვრობის ქიმებისა და ნაკლული ადგილების თაბაშირის ნალესობა; შეილესა და შეივსო ნაკლული ადგილები; მოხდა გამობერილი ბათქაშის ინექტირება ჰიდრავლიკური ხსნარით; მოხატულობა გაიწმინდა ზედაპირული ჭუჭყისა და მტვრისაგან; გამაგრდა მხატვრობის საღებავის ფენა.

შემსრულებელი :ი/მ “ზაზა სუმბაძე”
რესტავრატორი; ზ.სუმბაძე

წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა

დერჩი
დერჩი
დერჩი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი