მთავარი » ქრისტიანობა

დენდროლოგიურ პარკში პატრიარქის ნათლულების მშობლებმა ხეები დარგეს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.03.2015 ერთი კომენტარი | 2,232 ნახვა

დენდროლოგიურ პარკში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულების მშობლებმა 2000-მდე ძირი ხე დარგეს. ხეების დარგვის აქციაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, თბილისის მერი დავით ნარმანია და პატრიარქის ნათლულების მშობლები მონაწილეობდნენ.

ხეების დარგვა

დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე 2000 ძირი ჰიმალაის კედარი და კვიპაროსი დაირგო. ნერგები პატრიარქის კურთხევით მისი ნათლულების მშობლებმა შეიძინეს.

„თბილისის მერიამ საპატრიარქოსთან ერთად დედაქალაქის გამწვანების მიზნით მუშაობა გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო. მასში ჩართულია საპატრიარქოს ფონდი „გაამწვანე საქართველო“. ამ გაზაფხულზე დენდროლოგიური პარკის მიმდებარე ტერიტორიას ვამწვანებთ. დედაქალაქის გამწვანების პროექტის ფარგლებში გვაქვს სხვა გეგმებიც, გარდა დენდროლოგიური პარკისა, ხეები სკოლების ეზოებშიც დაირგვება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ხეების დარგვა

დენდროლოგიურ პარკში ჯამში 44000 ძირი ხე დაირგვება. პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე კი, სადაც მომავალში ზოოპარკი უნდა განთავსდეს, 40 000 ძირი ხის დარგვა იგეგმება. დენდროლოგიურ პარკში 21 000 ნერგი უკვე დარგულია და პროცესი მთელი გაზაფხულის პერიოდში გაგრძელდება.

წყარო: tbilisi.gov.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი