მთავარი » ქრისტიანობა

დემონური ზემოქმედება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.08.2011 10 კომენტარი | 5,131 ნახვა

მართლმადიდებლური თვალსაზრისით, ადამიანთა ორი სახე შეიძლება გამოიყოს დემონური ზემოქმედების მიხედვით: შეპყრობილობისა და ეშმაკეულობის მდგომარეობა.

დემონური ზემოქმედებაშეპყრობილი თითოეული ჩვენგანი ხდება, როდესაც ვნებებს, ცოდვებს გაქანების საშუალებას აძლევს. ამ დროს ბოროტისეულ ვნებას ვემორჩილებით და ვშორდებით უფალს. მაგ.: როცა წყობიდან გამოსვლისას მრისხანებაში ვვარდებით, ხშირად კარგად ჩანს, თუ როგორ ბატონდება ჩვენს არსებაში უცხო, სხვისი ნება. გრძნობ ღიზიანდები, გინდა თავი შეიკავო, ცდილობ, მაგრამ რაღაც ძალა გიჩიჩხინებს, გახსენებს, როგორ გაგაბრაზეს, ცუდად მოგექცნენ, როგორი სიტყვები გაკადრეს, გამოიჩინეს უყურადღებობა. მიზეზი ბევრია. ეს ყველაფერი გონებაში გიტივტივდება, ვეღარ ახერხებ სიმშვიდის შენარჩუნებას და გამოდიხარ წყობიდან. უხილავი ძალა თავისკენ გეწევა, გამწყვდევს ცოდვის მარწუხებში. შენც ფეთქდები, თითქოს საკუთარი ნება აღარ არსებობსო, ემორჩილები უცხო ზემოქმედებას.

მეორე მდგომარეობა გაცილებით უფრო მძიმეა. ზოგიერთთან მძიმე ცოდვების, დიდი სიამაყისა თუ სხვა მიზეზის გამო ბოროტი ძალა შედის ადამიანის სხეულში, იქ დაივანებს და რაც სურს, იმას აკეთებინებს. ამ დროს იგი, მთელ რიგ შემთხვევებში, დემონური ზემოქმედების შედეგად კარგავს ცნობიერებას და ვარდება ისტერიკაში, განსაკუთრებით სიწმინდეებთან (ხატთან, ჯვართან, საზიარებელ ბარძიმთან) ახლოს ყოფნისას, სჩადის მკრეხელურ, უზნეო საქციელს, ბილწსიტყვაობს, ილანძღება, უშვებს ცხოველურ ხმებს, ლაპარაკობს სხვა ადამიანის ხმით. ასეთ დროს სრულიად ემორჩილები ეშმაკისეულ ნებას. შემდეგ თავად რცხვენიათ ამის, მეტად განიცდიან, მაგრამ უძლურნი არიან, წინააღმდეგობა გაუწიონ ბოროტს. მოციქული პავლე ამბობს: “ასეთი კაცნი გადაეცეს სატანას ხორცის დასაღუპავად, რათა სული გადარჩეს ჩვენი უფლის იესოს დღეს”.

ფსიქიატრიიდან სხვადასხვა ნებისყოფის პროცესის დარღვევასთან დაკავშირებული ფსიქიკური აშლილობებია ცნობილი. მაგ.: გვხვდება დაავადება “აპრაქსია”, რომლის დროსაც ადამიანი კარგავს ნებისმიერი მოქმედების შესრულების უნარს. თუ ბუნებრივად მომწიფდა, შეუძლია მოიქცეს სიტუაციისდა შესაბამისად, მაგრამ იმავეს ვერ შეძლებს, თუ ამის საჭიროება არ არის. შეიკრავს ღილებს შეცივებისას, მაგრამ თავს ძალა რომ დაატანოს და იგივე გააკეთოს სხვისი თხოვნით, როცა ამის საჭიროება არ არის, ვერაფრით მოახერხებს. გამოიყენებს დანა-ჩანგალს სუფრაზე, მაგრამ სხვა სიტუაციაში რომ მოსთხოვო, საკვების მიღების გარეშე გვიჩვენოს მათი ხმარების წესი, ვერ შეძლებს.

არსებობს დაავადება “აბულია”, როცა მეტად უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, თუ როგორ მოიქცნენ, ხან ერთ მხარეს იხრებიან, ხან – მეორე. მოჰყავთ არგუმენტები ამა თუ იმ მიმართულებით, მაგრამ საბოლოო დასკვნას მაინც ვერ აკეთებენ. ყოყმანი გადაწყვეტილების მიღებისას მეტ-ნაკლებად ყველას ახასიათებს, მაგრამ “აბულიის” დროს ეს ავადმყოფურ ხასიათს იღებს. ვერაფრით ახერხებენ, გააკეთონ რაიმე არჩევანი. უნდა ვიფიქროთ, რომ ამ თუ სხვა ფსიქიკურ აშლილობათა დროს საკმარისად მძლავრობს ბოროტი.

როგორც მართლმადიდებლური, ისე ზოგადფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ფსიქიკურ განცდათა ერთ-ერთ ძირითად კლასად ნებელობითი განცდებია მიჩნეული. ფსიქოლოგიური კვლევა-ძიების მიხედვით, გამოყოფილია ის თავისებურებები, რომლებიც ახასიათებს მათ გაჩენას ჩვენს არსებაში. ამ დროს აღნიშნავენ “მე მინდას” სპეციფიკურ განცდას, სურვილს, პიროვნულ სწრაფვას, შეასრულონ მიზანდასახული მოქმედება. შეინიშნება ასევე დაძაბულობის შეგრძნებები, გარკვეული სახის წარმოდგენების გაჩენა ცნობიერებაში.

ნებელობით განცდათა თავისებურება მიუთითებს მათ თვითმყოფად, მნიშვნელოვან როლზე ადამიანის ფსიქიკურ ცხოვრებაში. ერთ-ერთი, რითაც კაცი განსხვავდება სხვა ცოცხალი არსებებისგან, არის ის, რომ მას აქვს ნებელობითი მოქმედების უნარი და არ გახლავთ თავისი იმპულსების მონა. ნებისყოფის დაძაბვით შეუძლია გააკეთოს არა მხოლოდ ის, რაც სურს, არამედ ხშირად საკუთარი სურვილების, მოთხოვნილებების სრულიად საწინააღმდეგო რამ, გამომდინარე იქიდან, მიზანშეწონილია თუ არა ეს მისთვის.

ჩვენს ცხოვრებაზე დაკვირვება ნათლად მიუთითებს, თუ რამდენი რამ არის ადამიანზე დამოკიდებული, კერძოდ კი, მისი თავისუფალი ნების გამოვლინებაზე. თუ საღად შეაფასებ ამას, ყველაფერს მიხვდები. ჩვენი ჭკუა არა მხოლოდ იმაში ვლინდება, ჩავწვდეთ ღვთის არსებობას და მისდა სათნოდ ვიცხოვროთ, არამედ მასშიც გავიგოთ, რომ არ ვართ მარიონეტები და ზეციურ სამყაროში სურთ, ეს კარგად შევიგრძნოთ.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

10 კომენტარი »

  • ნესტანი says:

    ქეთიი:** ძალიან საინტერესო სტატიაა!! დიდი ინტერესით წავიკითხე.

  • რამაზი says:

    ავტორი – ეტყობა ფილმს, “რიტუალი”, უყურე ამის დაწერა რომ გადაწყვიტე… :D თუ არადა მაშინ უყურე… :)) საინტერესოა თუმცა მე მაინც და მაინც არ მჯერა…

  • დავიტი says:

    ეს სტატია მეცნო, მარტლმადიდებელი ფსიქოლოგის,და დეკანოზ მამა დავიტ ციცქისვილის წიგნიდანაა.და ვურცევ კველას წაიკიტხონ …

  • ქეთევანი says:

    დიახ, მინახია ჩემს ირგვლივ ასეთი ადამიანები და კარგი იქნება ამ მდგომარეობიდან გამოსვლის ან თავიდან აცილების საშუალებებზე დაწეროთ რამე.

  • ლია says:

    rodesac “strestshi” vardebi,yvelaferi cudad gechveneba,mwyobridan gamodixar da ar ici ra xdeba shens tavs,ar ici ra gaaketo,cdilob gaaketo kargi da ar gifasdeba,am dros yoveltvis locvebis wakitxvaa sawhiro.vici,rom unda viloco magram saqme isaa,rom ver vloculob.an vloculob gonebagafantuli da ar mshvelis,mainc cud xasiatse var.vici rac xdeba vinc mebrdzvis magram…e.i.me jer ver mivaghwie im donemde,rom shevdzlo chems tavs davexmaro.magasec vbrazdebi,rom ver vaxerxeb am brdzolashi sul cotati mainc gamarjvebas…ghmertma shegvadzlebinos am brdzolis da yvela brdzolis gamarjveba.amin.

  • მანანა says:

    gtxovt dagvexmarot da gvirhiot romeli cmindani da locva chegveceva stresis dros da rit vucshvelot ojaxis cevrebsac.anu me tu chemizlia igive locvit davexmaro axlobels…madloba,am dazabulobisas met naklebad kvela demonuri zalebis brzolas ganvicdit da mamata stavlebani da hveni mozgvrebi unda dagvexmaron…es udidesi daxmareba ikneba kvelastvis da gansakutrebit emigrantebistvis,romeltac ucxoobachi mozgvari ar gvkavs…da locvasac da brzolasac codna unda…gtxovt gaitvalistinot da chezlebis mixedvit tkveni jurnalis aktiur mkitxvelebs/sulier chvilebs/gagviciot daxmareba.gmertma daglocot!

  • მინდია says:

    მანანა ასეთ დროს, სასურველია ოჯახის წევრებისათვის წაიკითხოთ: საიმონი, გური და აბიბოს ან მფარველი ანგელოზის დაუჯდომელი.

  • მანანა says:

    madloba…gaixaret!dideba upals!

  • თამარი says:

    მე ის ვერ გავიგე როცა ადამიანი მძიმე ცოდვების და ამპარტავნების გამო “შებყრობილი” ხდება მისი სული გადარჩება თუ არა, ავტორს ვთხოვ ეს ამიხსნას. წინასწარ მადლობა. და რაც შეეხება სხვა დანარჩენს მე პირადად მჯერა რომ ეს ყველაფერი არსებობს, დასასრულს კი ის მომეწონა რომ ადამიანის თავისუფალ ნებაზე იყო გამახვილებული ყურადღება… მართალია, უნდა გავიგოთ რომ არ ვართ მარიონეტები და ნებისყოფით მივიღოთ ცხოვრებისგან ის რაც ცხონებაშიც დაგვეხმარება და ცხოვრებაშიც. არ იქნება ადვილი მაგრამ …. იქნებ ამაშია ყველაფრის აზრი. თქვენ როგორ ფიქრობთ?

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი